ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში მიუნხენის “ბაიერნის” განადგურების (3:0) შემდეგ, “პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფმა, რომელმაც ზაფხულში ყველაფერი გაიღო საჩემპიონო გუდნის შესაკრავად, პრესასთან ისაუბრა.
“ნეიმარი? ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ რა შეუძლია მას. ის დიდებული ფეხბურთელია, მსოფლიოში საუკეთესო. სასიხარულოა, რომ მის მსგავსად, სხვებმაც დიდებულად ითამაშეს.
კმაყოფილები და ბედნიერები ვართ იმით, რაც გავაკეთეთ. ძალიან მომეწონა, როგორ ვითამაშეთ ამ დონის კლუბის წინააღმდეგ, ამაყი ვარ. მაგრამ ჯერ არაფერი მოგვიგია, ასე რომ, ზეიმი ნაადრევია.
უპირველესყოვლისა, ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა, რისთვისაც მუშაობა უნდა განვაგრძოთ. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეთ სასურველ შედეგამდე,” – აცხადებს ნასერ ალ-ხელაიფი.