ტერ შტეგენი “ბარსელონასთან” ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს

კატალონიური “ბარსელონას” კარის დარაჯის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის აგენტის თქმით, მისი კლიენტი დიდი სიამოვნებით გააფორმებდა “ბლაუგრანასთან” ახალ კონტრაქტს იმის ფონზე, რომ ის გუნდის პირველი მეკარე გახდა.

გერმანელი მეკარის აგენტმა, ჟერდ ფომ ბრუხმა განაცხადა: “ტერ შტეგენს მეტი სათამაშო დრო სჭირდებოდა, მისი გადაბირებით კი რამოდენიმე უცხოური კლუბი იყო დაინტერესებული.

მაგრამ, “ბარსელონამ” საკუთარი პოზიცია მყარად დააფიქსირა და განგვიცხადა, რომ კლუბის მიზანი ტერ შტეგენის შენარჩუნება იყო. ბევრი ვიფიქრეთ და დავთანხმდით.

ახლა კი, მარკი მომგებიან პოზიციაშია, მისი მიზანი საშინაო ჩემპიონატსა და ევროპაში პირველ ნომრად თამაშია. ის დიდი სიამოვნებით გაახანგრძლივებს კლუბთან კონტრაქტს.”

ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები

უეფა-ს ოფიციალურ საიტზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი („ბარსელონა“)
მცველები: ლორენ კოშელნი („არსენალი“), ნალდო („ვოლფსბურგი“), ჯეფრი ბრუმა (პსვ), ფილიპ მლადენოვიჩი (ბატე)
ნახევარმცველები: დანიელ მილიჩევიჩი („გენტი“), სელჩუკ ინანი („გალათასარაი“), ედენ აზარი („ჩელსი“)
თავდამსხმელები: რაჰიმ სტერლინგი („მანჩესტერ სიტი“), ოლივერ ჟირუ („არსენალი“), კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“)

Vx6ovHL

ტერ შტეგენი „ბარსელონასთან“ ერთი კვირა ვერ ივარჯიშებს

„ბარსელონას“ მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გუნდთან ერთი კვირის განმავლობაში ვერ ივარჯიშებს, რის შესახებაც კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებსაიტი იტყობინება.

გერმანელ მეკარეს დაგეგმილი სტომატოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდება, რომლის გამო ის სწორედ ამ პერიოდს გამოტოვებს. გოლკიპერი ვარჯიშს სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება.

სავარაუდოდ, ტერ შტეგენი მადრიდის „რეალთან“ მე-12 ტურის მატჩისთვის სრულიად მზად იქნება. ცნობისთვის, „ელ კლასიკო“ 21 ნოემბერს გაიმართება.

ტერ-შტეგენი: “იმედი მაქვს, მწვრთნელს დავარწმუნებ, რომ ხშირად მათამაშოს”

გერმანელი კიპერი იმედოვნებს, რომ ესპანეთის ჩემპიონატში შანსი ხშირად მიეცემა.

მარკ-ანდრე ტერ-შტეგენი, რომელიც “ბარსელონაში” ზაფხულში გადავიდა, ლა ლიგაში დებიუტი კვლავ არ ჰქონია. ლუის ენრიკე მას მხოლოდ კოპა დელ რეიზე და ჩემპიონთა ლიგაზე ენდობა.

“რაც მთავარია, მჯერა საკუთარი ძალების. ბოლო შეხვედრა ჩემთვის ბრწყინვალე გამოდგა, ამ დონეზე გაგრძელება მსურს. რა თქმა უნდა, თამაში და გუნდზე დახმარება მსურს”.

“არ არის ადვილი შეინარჩუნო ფორმა, მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშით. ამ პერიოდისთვის ბედნიერი ვარ”.

“თუმცა, მინდა მწვრთნელი დავარწმუნო, რომ ხშირად მათამაშოს,”-განაცხადა ტერ-შტეგენმა.

კატალონიური გუნდის ძირითადი მეკარე კლაუდიო ბრავოა.

ტერ შტეგენი ესპანეთის ჩემპიონატის სტარტს გამოტოვებს

“ბარსელონას” მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ხერხემლის მცირე მოტეხილობის გამო ორ-სამ კვირას გამოტოვებს.

ორშაბათის ვარჯიშზე გერმანელმა კიპერმა ზურგის არეში დარტყმა მიიღო და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სხეულის აღნიშნულ ნაწილს იტკიებდა. ფეხბურთელმა სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა, რამაც ხერხემლის მცირე მოტეხილობა აჩვენა.

ტრავმის გამო, ტერ შტეგენი ესპანეთის ჩემპიონატის სტარტს გამოტოვებს. პრიმერადივიზიონი 23 აგვისტოს იწყება.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის მეკარემ გასული სეზონი მიუნხენგლადბახის “ბორუსიაში” გაატარა. ტერ შტეგენმა ბუნდესლიგის გასულ გათამაშებაში 34-ივე მატჩი ჩაატარა და 43 გოლი გაუშვა.

 

ტერ შტეგენი: “ბორუსია მომენტარება”

“ბარსელონას” ახალმა გოლკიპერმა მარკ ანდრე ტერ შტეგემა ესპანურ პრესასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

“ბორუსიაშ 18 წელი ვთამაშობდი. ახალი სეზონიდან ჩემი კარიერის მიუნხენგლადბახური ეტაპი დასრულდება. ცოტა უცნაურად ვგრძნობ თავს, მაგრამ ვიცი, რომ “ბორუსია” მომენატრება” – განაცხადა ტერ შტეგენმა

შეგახსენებთ, რომ გოლკიპერმა “ბარსელონასთან” ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

„ბარსელონა“: პინტო წავიდა, ტერ შტეგენი მოვიდა

„ბარსელონას“ ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, რომ კატალონიურმა კლუბმა მიუნხენგლადბახის ყოფილი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გაიფორმა. გარდა ამისა, „ბარსელონა“ კიპერ ხოსე მანუელ პინტოს დაემშვიდობა, რომელიც კატალონიურ გრანდში ბოლო ექვსი წლის მანძილზე თამაშობდა. მან „ბარსელონას“ რიგებში სულ 73 მატჩი ჩაატარა და კლუბთან ერთად 16 (!) ტიტული მოიგო.

რაც შეეხება ტერ შტეგენს, მას პროფესიულ ფეხბურთში დებიუტი 2011 წელს ჰქონდა, როდესაც 18 წლისა გახდლათ. ჯერ კიდევ გასაულ ზამთარს ამბობდნენ, რომ გერმანელი კიპერი „ნოუ კამპზე“ გადაბარგდებოდა, თუმცა ტერ-შტეგენმა  „ბარსელონას“ მხოლოდ ახლაღა მიაშურა. 22 წლის გერმანელი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულ მეკარედ ითვლება.

ბექა დოგრაშვილი