მორიენტესს ესპანური კლუბი ჩააბარეს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ფერნანდო მორიენტესი “ფუენლაბრადას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. ეს კლუბი ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში თამაშობს. მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ მორიენტესი მანამდე მადრიდის “რეალის” ახალგაზრდულ გუნდში მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ “ფუენლაბრადას” სტადიონი ფერნანდო ტორესის სახელს ატარებს. სწორედ ამ რეგიონიდან არის ტორესი.

 

მორიენტესი: “ანჩელოტი “რეალში” უნდა დარჩეს, თუნდაც ტიტული ვერ მოიგოს

მადრიდის “რეალის” ყოფილი თავდამსხმელი ფერნანდო მორიენტესი თვლის, რომ იმის მიუხედავად, თუ რა შედეგებით დასრულდება მიმდინარე სეზონი, კარლო ანჩელოტი “სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე უნდა დარჩეს. შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ იტალიელი სპეციალისტი “რეალის” დატოვებას აპირებს.

“დღესდღეობით “რეალისთვის” ყველაზე შესაფერისი მწვრთნელი ანჩელოტია. მან უკვე დაამტკიცა, რომ იმსახურებს აქ მუშაობას. ის “რეალში” უნდა დარჩეს, თუნდაც ტიტული ვერ მოიგოს. ანჩელოტი უმაღლესი დონის მწვრთნელია, რომელსაც თასები მოგებული აქვს იტალიაში, საფრანგეთში, ინგლისსა და ესპანეთში”, – მორიენტესის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

მორიენტესმა კარიერა განაახლა

მადრიდის “რეალის” ყოფილმა თავდამსხმელმა ფერნანდო მორიენტესმა საფეხბურთო კარიერა განაახლა.

38 წლის ფორვარდმა დღეს “სანტა ანას” რიგებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. ეს კლუბი არც მეტი, არც ნაკლები ესპანეთის რანგით მეექვსე დივიზიონში ასპარეზობს.

მორიენტესი მისთვის საყვარელი მე-9 ნომრით გამოვიდა მოედანზე, თავი ტექნიკური თამაშით კი გამოიჩინა, თუმცა მინდორზე გატარებულ 45 წუთში გოლის გატანა ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ მორიენტესმა კარიერა 2010 წელს დაასრულა. ის უკანასკნელად “მარსელში” გამოდიოდა.

 

მორიენტესი: „ალონსოს არყოფნა „რეალისთვის“ სერიოზული დანაკლისია“

მადრიდის „რეალის“ ყოფილი თავდამსხმელი ფერნანდო მორიენტესი თვლის, რომ „სამეფო კლუბისთვის“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში ჩაბი ალონსოს არყოფნა სერიოზული დანაკლისი იქნება. შეგახსენებთ, რომ ბასკი ნახევარმცველი შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

„ალონსო გუნდის თამაშს აბალანსებს და „რეალის“ მამოძრავებელ ძალად ითვლება. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში მისი არყოფნა კლუბისთვის სერიოზული დანაკლისი იქნება“, – მორიენტესის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 24 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრა ლისაბონში მდებარე სტადიონ „ეშტადიუ და ლუჟზე“ გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი