“ჩელსიმ” იგუაინზე უარი თქვა

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი გონსალო იგუაინი, რომელიც დღესდღეობით იჯარის წესით “მილანში” თამაშობს, ლონდონის “ჩელსიში” არ გადავა.

ინგლისელებს ერთდროულად ორ იტალიურ გრანდთან მოუწევდათ მოლაპარაკება და აღნიშნული პროცესის სირთულის გამო “ჩელსიმ”არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერზე უარი თქვა. როგორც გამოცემა Goal-ი იტყობინება, ლონდონელები ახალი თავდამსხმელის ძებნას აგრძელებენ, რომელმაც გუნდიდან ალვარო მორატას შესაძლო წასვლის შემდეგ გამოთავისუფლებული ადგილი უნდა დაიკავოს.

სნეიდერი: “რეალს” “აიაქსთან” გაუჭირდება”

ამსტერდამის “აიაქსისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილმა ნახევარმცველმა უესლი სნიედერმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე აღნიშნულ კლუბებს შორის გასამართი დაპირისპირების შესახებ საიუბრა.

“რეალის” დასამარცხებლად საუკეთესო პერიოდია. აშკარაა, რომ მადრიდული კლუბი წინა წლების მსგავსად ძლიერი ვეღარ არის. “აიაქსი” ახალგაზრდული გუნდია, თუმცა მისი არდაფასება არ შეიძლება. საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ და კარგად თამაშობენ, განსაკუთრებით ამსტერდამში. მადრიდელებს იოლი შეხვედრა არ ელით.

კი ბატონო, “რეალი” ფავოტირია, მაგრამ თუ “აიაქსი” შინ გასამართ პირველ შეხვედრას სასურველი შედეგით დაასრულებს, მადრიდელებს გაუჭირდებათ. ეს ორმატჩიანი დაპირისპირება “აიაქსის” ახალი მთავარი მწვრთნელისთვის კარგი გამოცდა იქნება”, – თქვა სნეიდერმა “მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ წყვილის პირველი მატჩი 13 თებერვალს ჩატარდება, საპასუხო შეხვედრა კი 5 მარტს გაიმართება.

სნეიდერსა და რობენს ჰოლანდიის ნაკრების თავკაცის შერჩევის პროცესში მონაწილეობა სურთ

ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველებმა უესლი სნეიდერმა და არიენ რობენმა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას აცნობეს, რომ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის შერჩევის პროცესში მონაწილეობა სურთ.

“ჩვენ უკვე 14 წელია ნაკრებში ვთამაშობთ და ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციას შევატყობინეთ, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის შერჩევის პროცესში ხმის უფლების ქონა გვინდა. ჩვენ ვიცით, როგორი მწვრთნელი სჭირდება ნაკრებს.

ლუი ვან გალი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი სპეციალისტია, მაგრამ ჯერ ნაადრევია კონკრეტული სახელების დასახელება”, – რობენის კომენტარს L’Equipe-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ ორი დღის წინ დენი ბლინდი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.

სნეიდერმა “გალათასარაისთან” გაახანგრძლივა

“გალათასარაის” ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ჰოლანდიელი ფეხბურთელი თურქულ კლუბში 2018 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

უესლი სნეიდერი “გალათასარაიში” 2013 წლიდან თამაშობს. შეგახსენებთ, რომ მანამდე იგი ამსტერდამის “აიაქსის”, მადრიდის “რეალისა” და მილანის “ინტერის” ღირსებას იცავდა. ჰოლანდიელი ნახევარმცველი “გალათასარაისთან” ერთად ორჯერ გახდა თურქეთის ჩემპიონი, ორჯერ მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი.

 

მანჩინის “ინტერში” სნეიდერის დაბრუნება სურს

თურქული სააგენტო Aktif Haber-ი იუწყება, რომ მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი ყოფილი კლუბის, “გალათასარაის” ერთბაშად ორი ფეხბურთელით ინტერესდება.

წყაროს თანახმად, “ნერიაძურის” ინტერესთა სფეროში მცველი სამიჰ კაია და ნახევარმცველი უესლი სნეიდერი მოექცნენ. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელი “მილანის” ღირსებას 2009-დან 2013 წლამდე იცავდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მანჩინიმ ამ ზაფხულს თურქული კლუბიდან ორი ფეხბურთელი უკვე გადმოიბირა — ფელიპე მელო და ალექს ტელესი.

 

“იუვე” სნეიდერში 7 მილიონს იხდის, “გალა” 12-13 მილიონს ითხოვს

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ “გალათასარაი” უესლი სნეიდერის ტურინის “იუვენტუსში” გაშვების წინააღმდეგი არ არის და “ბებერ სინიორას” ფეხბურთელის სანაცვლოდ აქამდე დადგენილი თანხა შეუმცირა კიდეც. კერძოდ, თუ აქამდე თურქები ჰოლანდიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვდნენ, ახლა მზად არიან, სნეიდერი 12-13 მილიონ ევროდ დათმონ.

ამის მიუხედავად, “იუვენტუსი” მაინც ჭირვეულობს და ჰოლანდიელის სანაცვლოდ მხოლოდ შვიდ მილიონ ევროს იხდის.

წყაროს ცნობით, მხარეებს შეთანხმებამდე ბევრი უკლიათ, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება.

 

“იუვენტუსს” სნეიდერი სურს

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ “გალათასარაის” შემტევი ნახევარმცველი უესლი სნეიდერი ტურინის “იუვენტუსის” ინტერესის სფეროში მოექცა.

წყაროს თანახმად, “ბებერი სინიორას” ხელმძღვანელობამ მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველ ჯერდან შაჩირიზე მაღალი ფასის გამო უარი თქვა და 30 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე გადაერთო.

როგორც მოგეხსენებათ, სნეიდერს იტალიაში თამაშის გამოცდილება აქვს. ის 2009-დან 2013 წლამდე მილანის “ინტერის” ღირსებას იცავდა.

ცნობისთვის, უესლი სნეიდერმა თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 14 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

 

სნეიდერს ხელფასს არ აძლევენ

ჰოლანდიელ ნახევარმცველ უესლი სნეიდერს “გალათასარაიში” უკვე სამი თვეა, კუთვნილი ხელფასი არ მიუღია.

თურქულ კლუბს ფეხბურთელის დაახლოებით ერთი მილონი ევრო მართებს და თუ სიტუაცია არ შეიცვლება, შესაძლოა, სნეიდერმა ფიფას “გალათასარაისთან” კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე მიმართოს. ცნობისთვის, 30 წლის ჰოლანდიელ ნახევარმცველს თურქულ კლუბთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2016 წლის ივნისში ეწურება.

უესლი სნეიდერმა განაცხადა, რომ “გალათასარაის” მართლაც მართებს მისი ფული, თუმცა იქვე დაამატა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ჰოლანდიის ნაკრებზე ფიქრობს.

 

„მონაკოს“ სნეიდერი სურს

ფრანგული გამოცემა L’Equipe-ი იუწყება, რომ „გალათასარაის“ ნახევარმცველი უესლი სნეიდერი „მონაკოს“ მთავარ სატრანსფერო მიზნად იქცა.

წყაროს ცნობით, „მონაკოს“ ხელმძღვანელობა სწორედ ჰოლანდიელ ფეხბურთელს მოიაზრებს ხამეს როდრიგესის შემცვლელად. მოგეხსენებათ, კოლუმბიელი ფეხბურთელი მადრიდის „რეალში“ გადადის.

სნეიდერის შესაძლო ტრანსფერი 20 მილიონ ევროდ ფასდება.

 

სნეიდერი: „3-5-2 სქემა ჩემთვის მისაღებია“

ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე 3-5-2 სქემით ითამაშებს. გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა უესლი სნეიდერმა განაცხადა, რომ მისთვის აღნიშნული სქემა მისაღებია.

„მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვარ. თანდათან უკეთეს ფორმაში შევდივარ და ვფიქრობ, მუნდიალის მიმდინარეობის დროს საუკეთესო მდგომარეობაში ვიქნები. რაც შეეხება 3-5-2 სქემას, მივესალმები. ასეთი განლაგების შემთხვევაში, უფრო მეტ დროს დავუთმობ შეტევას“, – სნეიდერის სიტყვები „ტუტომერკატომ“ გამოაქვეყნა.

ჰოლანდიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად ესპანეთის, ჩილესა და ავსტრალიის ნაკრებები ჰყავს. ლუი ვან გალის გუნდი პირველ მატჩს 13 ივნისს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

ბექა დოგრაშვილი