მესი არგენტინის ნაკრებს ოლიმპიადაზე ვერ დაეხმარება

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხერარდო მარტინოს თქმით, ლიონელ მესი რიო-დე-ჟანეიროში ჩასატარებელ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს გამოტოვებს.

„მესი ოლიმპიურ თამაშებზე ვერ ითამაშებს, რადგან წელს არგენტინის ნაკრებს ბევრი მატჩი ელის.

წინ კოპა ამერიკა და ოლიმპიური თამაშები გვაქვს, რის შემდეგაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ოთხი შეხვედრა გვექნება.

რეალობა ისეთია, რომ „ბარსელონას“ სეზონიც გრძელვადიანი იქნება. ყოველი მატჩის მოგება მინდა, ოღონდ არა ასეთი ფასით. ფეხბურთელების მოედანზე გამოყვანას და იქ მათ მოკვლას არ ვაპირებ“, – განაცხადა არგენტინელთა თავკაცმა.

მარტინო: „ჩვენი მოთამაშეები საუკეთესო ფორმაში არ არიან“

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ მიმდინარე სამხრეთ ამერიკის თასზე თავისი გუნდის ფიზიკური მდგომარეობა დაიწუნა.

„ჩვენი ფიზიკური ფორმა იდეალურ მდგომარეობაში არაა, ამიტომაც მატჩების ბოლოს გვიჭირს. ბევრმა ჩვენმა მოთამაშემ განვლილ სეზონში 50-70 შეხვედრა ჩაატარა. ტურნირისთვის მოსამზადებლად მას მხოლოდ ერთი კვირა ჰქონდათ, ამიტომაც, ამ სიტუაციაში ბევრი რამ ვერ გამოგვდის“, – აცხადებს მარტინო.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში არგენტინელებმა პარაგვაისთან გამარჯვება ხელიდან გაუშვეს, როდესაც ანგარიშით 2:0-ს იგებდნენ. მეორე შეხვედრაში კი მათ ურუგვაი დიდი გაჭირვებით, ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.

ტატა მარტინოს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

ტატა მარტინოს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. შესაბამისად, 52 წლის არგენტინელი სპეციალისტი გუნდს იამაიკის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩში ვერ უხელმძღვანელებს. მარტინოს არც ფეხბურთელებთან და არც სამწვრთნელო შტაბთან კონტაქტის უფლება არ ექნება.

ტატა მარტინო ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში (1:0) გააძევეს, როდესაც ის მოედანზე გავიდა და ბრაზილიელი არბიტრის, სანდრო რიკის მიმართ პროტესტი ღიად გამოხატა. მარტინოს გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ პაბლო საბალეტას წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევის შემდეგ ბურთი არგენტინელებს დარჩათ, თუმცა მსაჯმა იმის ნაცვლად, რომ “ალბისელესტესთვის” უპირატესობა მიენიჭებინა, თამაში გააჩერა.

მატჩი არგენტინისა და იამაიკის ნაკრებებს შორის კვირას, თბილისის დროით ღამის 01:30 საათზე დაიწყება.

 

ხერარდო მარტინომ პარაგვაისთან ფრედ დასრულებული მატჩი შეაფასა

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ „კოპა ამერიკას“ პირველ ტურში პარაგვაისთან ფრედ 2:2 დასრულებული მატჩი შეაფასა.

„ვალდესის გოლზე განსაკუთრებით სათქმელი არაფერი მაქვს, 50 წუთის განმავლობაში თამაშს ვაკონტროლებდით და გატანა კიდევ შეგვეძლო. შემდგომ თავდაჯერებულობა დავკარგეთ და მეტოქის ზეწოლას ვერ გავუძელით, რეაგირება კი ვერ მოვახერხეთ.

მოედანზე სრული დომინირებით უნდა ვთამაშობდეთ, ისეთ გრძნობა მაქვს, რომ კონტროლი დავკარგეთ. შექმნილი მდგომარეობა უნდა შევაფასოთ. არადა, პირველ ტაიმში ყველაფერი კარგად იყო.

ჩვენთვის ეს დარტყმაა, თუმცა მას უნდა გავუძლოთ. ბრძოლას გავაგრძელებთ. კარგია, რომ ეს ჯგუფურ ეტაპზე და არა პლეიოფში მოგვივიდა.

გამარჯვება ხელიდან გავუშვით, რაც ჩვენი მინუსია“, – თვლის მარტინო.

მარტინო: „მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მესი უფრო გუნდური მოთამაშე გახდა“

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხერარდო მარტინოს აზრით, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიოანტის შემდეგ ლიონელ მესი უფრო გუნდურ მოთამაშედ ჩამოყალიბდა.

„ახლა ჩვენ უკეთეს და უფრო გუნდურ მესის ვხედავთ. ამაში დიდი წვლილი ბოლო მუნდიალმაც შეიტანა. ლეო მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალურ დონეზე ვერ ბრწყინავდა, თუმცა გუნდის თამაშში დიდი წვლილი შეიტანა. ჩემთვის ეს პოზიტიური მოვლენაა, რადგან ინდივიდუალური მონაცემებით მესი ისედაც ყოველთვის გამოირჩეოდა“, – ციტირებს მარტინოს AS-ი.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში ჩატარებულ პლანეტის პირველობაზე არგენტინელებმა მეორე ადგილი დაიკავეს – ფინალურ მატჩში სამხრეთ ამერიკელები გერმანიასთანდამატებით დროში ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ.

მესის, სუარესისა და ნეიმარის ყველა გოლი მიმდინარე სეზონში (ვიდეო)

მარტინო: “მესისგან “ბარსელონაში” უფრო მეტს მოელიან, ვიდრე ნაკრებში”

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო თვლის, რომ მისი გუნდის ფეხბურთელები უფრო ნაკლებად არიან დამოკიდებულნი ლიონელ მესიზე, ვიდრე “ბარსელონას” მოთამაშეები.

“მესის თანაგუნდელები ყოველთვის ელიან, რომ მოედანზე საქმეს ლეო გააკეთებს. ეს “ბარსელონაში” უფრო ხშირად ხდება, ვიდრე არგენტინის ნაკრებში”, – ციტირებს მარტინოს სიტყვებს A bola.

 

ტატა მარტინო: “ოქროს ბურთის” გამოკითხვაში ხმას ყოველთვის მესის მივცემ”

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ განაცხადა, რომ “ოქროს ბურთის” გამოკითხვაში პირველ ადგილს ყოველთვის ლიონელ მესის მიაკუთვნებს.

“ხმას ყოველთვის მესის მივცემ. ლიონელი რეკორდების დამხობას აგრძელებს. სასიამოვნოა, რომ ლეო, არგენტნელი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიას სათავეში უდგას”, – ციტირებს ტატა მარტინოს სიტყვებს Goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2015 წლის 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.

 

ხერარდო მარტინო: „არამგონია, ძველი მესი დაბრუნდეს“

„ბასელონას“ ყოფილმა და არგენტინის ნაკრების ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ ლიონელ მესის ფორმის შესახებ ისაუბრა.

„მესი ოპტიმალური ფორმის დაბრუნებაზე ფიქრობს. მას ეს საკითხი ძალიან ადარდებს.

ის, რაც ლიონელს მოსდის, უმეტესწილად „ბარსელონას“ ამჟამინდელ მდგომარეობასთან კავშირშია. უმაღლეს დონეზე ასეთი გრძელი პერიოდის განმავლობაში თამაში ძალიან რთულია. არამგონია, ძველი მესის ხილვის შანსი გვქონდეს.

ლეო ძალიან წუხს, რომ ყველაფერი ისე ვეღარ გამოსდის, როგორც სურს. მას ყველანი უნდა დავეხმაროთ“, – განაცხადა მარტინომ „რადიო ამერიკას“ ეთერში.

მიმდინარე სეზონის პრიმერა დივიზიონის ათ შეხვედრაში არგენტინელმა 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

მარტინო: “ტევესი ძირითადისთვის იგუაინთან და აგუეროსთან იბრძოლებს”

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ეროვნულ გუნდში დაბრუნებული კარლოს ტევესი ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად გონსალო იგუაინთან და სერხიო აგუეროსთან იბრძოლებს.

“ჩვენს მიერ არჩეული სტრატეგიით, ტევესს “მეცხრე ნომრის” პოზიციაზე მოვიაზრებთ. ის ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად იგუაინთან და აგუეროსთან იბრძოლებს. თუმცა, სამომავლოდ არც ორ ცენტრალურ შემტევზე გადასვლის ვარიანტს გამოვრიცხავთ” – განაცხადა მარტინომ.

არგენტინის ნაკრები 12 და 18 ნოემბერს, ხორვატიის და პორტუგალიის გუნდებთან გამართავს ამხანაგურ შეხვედრებს. მატჩები ლონდონსა და მანჩესტერში შედგება.

მარტინო: “ტევესს შანსი მიეცემა”

არგენტინის ნაკრების თავკაცი ხერარდო მარტინეს უახლოეს მომავალში კარლოს ტევესის გამოძახებას არ გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს კარლოსმა ნაკრების მაისური 2011 წლის კოპა ამერიკაზე მოირგო.

“ტევესის არყოფნაზე 2-3 წლის წინაც და ახლაც საკმაოდ ბევრს საუბრობენ. ამჯერად სხვა მოთამაშეების ნახვა მსურდა, მაგრამ თუ ის ასე გააგრძელებს, შესაძლოა, დავურეკო კიდეც” – განაცხადა მარტინომ იტალიურ პრესასთან საუბრისას.

ოფიციალურად: არგენტინის ნაკრები ტატა მარტინოს ჩააბარეს

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ეროვნული ნაკრები “ბარსელონას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო (ტატა) მარტინომ ჩაიბარა. გუნდის თავკაცის პოსტზე მარტინოს წარდგენა ხუთშაბათს შედგება.

კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებს შორის ოთხწლიანი კონტრაქტი უნდა გაფორმებულიყო.

შეგახსენებთ, რომ მანამდე “ალბისელესტეს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ალეხანდრო საბელია მუშაობდა, რომელმაც დაკავებული თანამდებობა ბრაზილიაში წელს გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დატოვა. საბელიას ხელმძღვანელობით არგენტინის ნაკრებმა მუნდიალზე მეორე ადგილი აიღო.

 

ხერარდო მარტინო: „ბოდიშის მოხდა საჭირო არაა“

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინოს თქმით, იგი ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ მისი ადგილი, შესაძლოა, ლუის ენრიკემ დაიკავოს.

„ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ჩემთვის ცუდი არავის არაფერი არ გაუკეთებია. არც ახლა და არც მაშინ, როდესაც კლუბში მოვედი. ჩემთვის ბოდიში არავის არ აქვს მოსახდენი.

ერთადერთი, რაც მოთამაშეებს უნდა ვუთხრა, არის ის, რომ ყველაფერი მათ ხელშია. ყველამ ვიცით, თუ რა შანსი გავუშვით გასულ კვირას.

შეცდომები დავუშვით, მაგრამ ლამაზი არ იქნებოდა იმის თქმა, რომ ეს არასწორი დამოკიდებულების გამო მოხდა“, – განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.