მერტენსის გამოსასყიდი თანხა სულ რაღაც 28 მილიონ ევროს შეადგენს

ბრწყინვალე ფორმაში მყოფი “ნაპოლი” შესაძლოა, გუნდის ლიდერმა, დრის მერტენსმა დატოვოს. ბოლო დროს მერტენსის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით არაერთი ავტორიტეტული გამოცემა ავრცელებს ცნობებს.

როგორც იცით, “ნაპოლიდან” გონსალო იგუაინის წასვლის შემდეგ, არგენტინელი ფეხბურთელის ფუნქციები მერტენსმა შეითავსა. ბელგიელმა შემტევმა გასული სეზონის 46 მატჩში 38 გოლის გატანა შეძლო, მიმდინარე გათამაშებაში კი მის ანგარიშზე 11 გატანილი გოლია დაგროვებული.

მართალია, მერტენსს ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ის ფაქტი, რომ “ნაპოლის” ლიდერის გამოსყიდვა მხოლოდ 28 მილიონ ევროდაა შესაძლებელი, ბევრი ევროპული გრანდის ყურადღებას იქცევს.

დრის მერტენსი: “ჩვენ დავამტკიცეთ, რომ…”

დღეს “მანჩესტერ სიტიმ” ჩემპიონთა ლიგაზე “ნაპოლის” უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ იტალიელთა ფეხბურთელმა დრის მერტენსმა კომენტარი გააკეთა.

“ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია მაღალ დონეზე თამაში, მაგრამ თავიდანვე ვერ შევძელით კარგი მომენტების გამოყენება. შესანიშნავი შესაძლებლობა მქონდა თერთმეტმეტრიანის სახით, რომლის გამოყენებაც ვერ შევძელი. ჩემს თავზე ვბრაზობ, რადგან მთელი შეხედრის განმავლობაში მეძლეოდა გოლის გატანის შანსი,” – განაცხადა მერტენსმა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი სამიზნე

ჟოზე მოურინიოს გუნდი ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურ სატრანსფერო პოლიტიკას ატარებს და ამჟამად, მათი ინტერესის სფეროს ბელგიის ნაკრების შემტევი წარმოადგენს.

საქმე ეხება დრის მერტენს, რომელმაც მოახერხა და მიმდინარე სერია A-ში 7 გოლი გაიტანა. მას “ნაპოლისთან” კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს, მაგრამ “მანჩესტერ იუნაიტედი” მის შეძენას მაინც შეეცდება. ბელგიელის სატრანსფერო ფასი 28 მილიონი ევროა, რაც არც თუ ისე ბევრია მერტენსის მსგავსი ფეხბურთელისათვის.

ნაპოლის ყოფილმა დირექტორმა, მარინომ განაცხადა: “მერტენსის შეძენით “მანჩესტერ იუნაიტედია” დაინტერესებული. მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე 30 წლისაა, როგორც ჩანს ეს თანხა სულაც არ არის ძვირი. მას შემდეგ, რაც მერტენსი ნომინალური “ცხრიანის” პოზიციაზე თამაშობს, დიდი გუნდების ყურადღება მიიპყრო.” -განაცხადა მარინომ.

დრის მერტენსი: “ბარსელონა” და “ჩელსი” უარით გავისტუმრე”

“ნაპოლის” ერთ-ერთი ლიდერი, ბელგიელი დრის მერტენსი აღიარებს, რომ “ბარსელონასა” და “ჩელსის” მაისურის მორგების საკმაოდ კარგი შანსები ჰქონდა, თუმცა მან ნეაპოლიტანურ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა.

“მართალია, “ბარსელონა” ჩემს გარშემო არსებულ სიტუაციას ახლოდან აკვირდებოდა და ამ ტრანსფერითაც იყო დაინტერესებული, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ აქ ბედნიერი ვიყავი.

იქ რომ წავსულიყავი, ლეო მესის, ნეიმარისა და სუარესის შემცვლელის როლი უნდა მომერგო, მე კი თამაში მინდოდა. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა “ბარსაში” თამაში, მაგრამ ჩემი პრიორიტეტი მოედანზე მაქსიმალურად დიდი დროის გატარებაა.

ჩემი გადაბირების სურვილი ბევრმა კლუბმა გამოთქვა, განსაკუთრებით უცხოურმა კლუბებმა. “ჩელსისაც” სურდა ჩემი შესყიდვა, მაგრამ კონტე ერთხელაც არ შემხმიანებია,” – აცხადებს მერტენსი.

“მანჩესტერ იუნაიტედი” დრის მერტენს 4,7 მილიონ ევროს სთავაზობს

იტალიური “ნაპოლის” ნახევარმცველი, დრის მერტენსი ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესთა სფეროში მოექცა.

როგორც ცნობილი ხდება, ინგლისელები მზად არიან, 29 წლის ბელგიელს წელიწადში 4,7 მილიონი ევრო შესთავაზონ ხელფასის სახით. ამ ინფორმაციას La Repubblica-ს რედაქცია ავრცელებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ “ნაპოლის” მფლობელი, აურელიო დე ლაურენტისი დრის მერტენსს წელიწადში 3 მილიონ ევროს უხდის.

უცხოურ პრესაში ბელგიელის “ნაპოლიდან” წასვლის შანსებს საკმაოდ რეალურად მიიჩნევენ – 80-90%.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში მერტენსმა 26 მატჩში 20 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

“ინტერი” დრის მერტენსა და ანხელ დი მარიას აკვირდება

სტეფანო პიოლიმ მილანური “ინტერის” მფლობელ კომპანიას “პარის სენ-ჟერმენისა” და “ნაპოლის” შემტევების, ანხელ დი მარიასა და დრის მერტენსის გადაბირება მოსთხოვა.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “რომასთან” განცდილი მარცხის შემდეგ, “ნერაძურის” ხელმძღვანელებმა სერიოზულად დაიწყეს ფიქრი ახალი პროექტის გაძლიერებაზე.

აღსანიშნავია, რომ “ბარსელონასთან” განცდილი მარცხის შემდეგ, საკმაოდ დიდია შანსი, რომ დი მარიას საფრანგეთის დატოვება მოუწიოს, “ინტერი” კი შესანიშნავი ვარიანტი იქნება მისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ არგენტინელი შემტევი უარს იტყვის იტალიაში გადაბირებაზე, მილანელები მთელ ყურადღებას მერტენსზე გადაიტანენ, რომელსაც ნეაპოლელებთან არსებული კონტრაქტი 2018 წელს ეწურება.

კავანი: “ნაპოლის” არ ვჭირდები”

ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” ურუგვაელმა ფორვარდმა, ედინსონ კავანიმ თავის ყოფილ კლუბზე, “ნაპოლიზე” ისაუბრა.

“თავისუფალ დროს “ნაპოლის” თამაშებს ვუყურებ და ძალიან მომწონს თამაშის მათი სტილი, ძლიერი გუნდი ჰყავთ,” – აცხადებს ურუგვაელი Corriere Del Mezzogiorno-სთან საუბრისას.

“აქ, “პარის სენ-ჟერმენში” ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. დღეს, “ნაპოლის” ნამდვილად არ ვჭირდები.”

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ სჭირდება “ნაპოლის” კავანი, დრის მერტენსია, რომელიც წლევანდელ სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება – მის ანგარიშზე 28 მატჩში გატანილი 20 გოლია.

“ის დიდებული ფეხბურთელია, ძალიან ძლიერი და ჭკვიანი. თუმცა, ჩემი გადმოსახედიდან, ის ცენტრ-ფორვარდი ნამდვილად არ არის. განსხვავება მხოლოდ სანტიმეტრებშია.”

მერტენსი: „ნაპოლიდან“ წასვლის მიზეზებს ვერ ვხედავ“

„ნაპოლის“ თავდამსხმელის დრის მერტენსის თქმით, იგი ნეაპოლიტანური კლუბიდან წასვლის მიზეზებს ვერ ხედავს. გარდა ამისა, ბელგიელი რაფაელ ბენიტესის მხრიდან შემადგენლობის ხშირ როტაციასაც შეეხო.

„რა თქმა უნდა, უფრო მეტი სათამაშო დროის მიღება მსურს, თუმცა მთავარი მწვრთნელის მესმის. იტალიაში გარემარბის პოზიციაზე თამაშისთვის ბევრი სირბილი და თავდაცვაა საჭირო, რაც არც ისე ადვილია. სწორედ ამიტომ, მწვრთნელი შემადგენლობას ხშირად ცვლის. მიმდინარე კვირას სათადარიგოთა სკამზე იგუაინიც კი დარჩა.

მე წასვლის მიზეზებს ნამდვილად ვერ ვხედავ. ინტერესი „შალკეს“ მხრიდან? ამის შესახებ არაფერი ვიცი. ნებისმიერ შემთხვევაში, იანვარში სხვა კლუბში გადასვლა არ მსურს“, – განუცხადა დრისმა „VoetbalNieuws“-ს.

მერტენსი, რომელმაც მატჩის დროს გონება დაკარგა, ამჟამად თავს კარგად გრძნობს

„ნაპოლისა“ და ბელგიის ნაკრების თავდამსხმელმა დრის მერტენსმა უელსთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის დროს გონება დაკარგა.

ცოტა ხნის წინ კი, ფეხბურთელმა თავისი ტვიტერის გვერდზე დაადასტურა, რომ თავს კარგად გრძნობს.

„ყველაფერი რიგზეა. დიდი მადლობა თანადგომისთვის“, – დაწერა ბელგიელმა ფორვარდმა.

შეგახსენებთ, რომ მერტენსი უელსთან მატჩში 73-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო 89-ე წუთზე, ჯორჯ უილიამსთან შეჯახსების შედეგად, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რაც შეეხება მატჩის შედეგს, იგი ფრედ, 0:0 დასრულდა.

ნაპოლი მერტენსის გაშვებას არ აპირებს

დაუდასტურებული ინფორმაციით დრის მერტენსის გადაბირებას “მონაკო” ცდილობს, თუმცა “ნაპოლი” მის გაშვებას არ აპირებს.

27 წლის ბელგიელი იტალიაში “პსვ”-დან გასულ ზაფხულს 10 მილიონ ევროდ გადავიდა და სერია ა-ში შესანიშნავი სეზონიც ჩაატარა. განსაკუთრებით კარგად მერტენსმა ჩემპიონატის დასვკნით ნაწილში იასპარეზა. საერთო ჯამში კი, 33 ჩატარებულ მატჩში 11 გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონი “მონაკო” ჩემპიონთა ლიგაში სტარტამდე გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს. ფრანგებს მერტენსის კარგი თამაში არ გამოპარვიათ და თუ იტალიური პრესას დავუჯერებთ, “ნაპოლის” ოფიციალური წინადადებითაც კი მიმართეს.

პირველ ჯერზე “მონაკომ” მტკიცე უარი მიიღო, თუმცა მერტენსი ფრანგთა ინტერესთა სფეროში რჩება.