თემურ ქეცბაია: “პენალტი და ფეხბურთელის გაძევება გადაჭარბებული იყო”

უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებით შეხვედრაში ნიქოზიის “ომონიამ” “დინამო ბათუმი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

მატჩს ესწრებოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, რომელმაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში აღნიშნული შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა.

“მიუხედავად იმისა, რომ “დინამო ბათუმმა” პირველი ტაიმი ღირსეულად ჩაატარა, მეორე ნახევარში ჩვენი კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა და ფეხბურთელი გააძევეს მინდვრიდან. ამ ორი მატჩიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ “დინამო ბათუმი” ღირსეულად გამოვიდა. გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გასულიყო მომდევნო ეტაპზე, მაგრამ… ეტყობა, რომ “დინამოში” სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს და იმედი მაქვს, გუნდი მომდევნო სეზონში უფრო მზად იქნება.
ვფიქრობ, რომ გაძევებამ დიდი როლი ითამაშა ამ შეხვედრაში. ასეთ პირობებში ათი კაცით თამაში ძალიან ძნელია. რომ არა გაძევება, არავინ არ იცოდა, როგორი თამაში წავიდოდა. მსაჯს შეეძლო, პენალტი დაენიშნა და ფეხბურთელი არ გაეძევებინა. შეიძლება ითქვას, რომ თერთმეტმეტრიანი და გაძევება გადაჭარბებული იყო ამ მომენტში”, – აღნიშნა ქეცბაიამ.

 

ევროპის ლიგას “დინამო ბათუმიც” გამოეთიშა (ვიდეო)

დასრულდა უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიქოზიის “ომონიასა” და “დინამო ბათუმს” შორის მატჩი. შეხვედრა ანგარიშით 2:0 დამთავრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო ეტაპზე კვიპროსელები ითამაშებენ. პირველი შეხვედრა, რომელიც ზესტაფონში მდებარე დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, ბათუმელებმა ანგარიშით 1:0 მოიგეს და განმეორებით მატჩამდე მცირე უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა მისი შენარჩუნება ვერ შეძლეს.

კვიპროსელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში ორივე ბურთი მატჩის მეორე ტაიმში გავიდა: 56-ე წუთზე ბათუმელთა მცველმა ბადრი ტეტუნაშვილმა მასპინძელთა ფეხბურთელის ანდრე შემბრის წინააღმდეგ საკუთარ საჯარიმო მოედანზე თამაშის წესი დაარღვია, რის გამოც მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა “დინამოს” მოთამაშეს კი პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. პენალტი ეროლ გულონმა დაარტა, ბურთი ბათუმელთა კიპერმა მიხეილ ალავიძემ ფეხებით მოიგერია, თუმცა დამატებაზე იმავე გულონმა ყველას დაასწრო და ანგარიში გახსნა.

მეორე გოლი ანდრე შემბრიმ 61-ე წუთზე ახლო მანძილიდან დარტყმით გაიტანა და ამით ორი მატჩის ჯამში უპირატესობა “ომონიას” მხარეს გადავიდა.

ამის შემდეგ “ომონიას” კიდევ რამდენჯერმე მიეცა გოლის გატანის შანსი, თუმცა ხან მეკარე იყო მოწოდების სიმაღლეზე, ხან შემტევები სცოდავდნენ ბოლო ფაზაში, ერთხელ ბურთი ძელსაც მოხვდა.

ამრიგად, დანარჩენი ქართული გუნდების მსგავსად, ევროპის ლიგას “დინამო ბათუმიც” გამოეთიშა.

“ომონია” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონურ “იაგელონიასა” და ლიტვურ “კრუოიას” შორის გამარჯვებულ გუნდს შეხვდება, შეგახსენებთ, რომ “იაგელონიას” ღირსებას ქართველი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე იცავს.

ევროპის ლიგა
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
“ომონია” (ნიქოზია) — “დინამო ბათუმი” 2:0 (0:0) (ორი მატჩის ჯამში 2:1)

“ომონია”: პანაი, ლობჟანიძე, რუნიე, გულონი, კრიშტოვაუ, ნუნუ ასიში (პერესი 88′), ეკონომიდესი, მარგასა, კირმი (ფოფანა 46′), შერიდანი, შემბრი (ვინსენტი 79′).
მთავარი მწვრთნელი: კოსტას კაიაფასი.

“დინამო ბათუმი”: ალავიძე, ტეტუნაშვილი, მახარაძე, სუხიაშვილი, ქავთარაძე (ჩირიკაშვილი 80′), გოგიტიძე, შონია, ფონიავა (ვარშანიძე 54′), ბერიაშვილი, გაბედავა, ტატანაშვილი (ქორიძე 59′).
მთავარი მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი.

გოლები: გულონი 56′ (1:0), შემბრი 61′ (2:0).
გაფრთხილებები: ბერიაშვილი 27′, გაბედავა 29′, გოგიტიძე 53′.
გაძევება: ტეტუნაშვილი 55′.
მთავარი მსაჯი: ფაბიუ ვერიშიმუ (პორტუგალია).

ევროპის ლიგა: ქართული გუნდების მონაწილეობით მატჩებში მსაჯები დანიშნეს

ცნობილია იმ არბიტრთა ვინაობა, რომლებიც უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდების მონაწილეობით გასამართ საპასუხო მატჩებს მოემსახურებიან.

“გაბალასა” და “დინამო თბილისს” გასამართ შეხვედრას ამორი დელერიუს ხელმძღვანელობით ფრანგ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

“ცხინვალსა” და რუმინულ “ბოტოშანის” შორის “მიხეილ მესხზე” გასამართ მატჩში ბულგარელი არბიტრები იმუშავებენ, მთავარი მსაჯი ნიკოლაი იორდანოვი იქნება.

ნიქოზიის “ომონიასა” და “დინამო ბათუმს” შორის მატჩს ფაბიუ ვერიშიმუს ხელმძღვანელობით პორტუგალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

სამივე შეხვედრა ხუთშაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

 

ბათუმის “დინამომ” “ომონია” დაამარცხა

ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ევროპის ლიგის 2015/16 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ბათუმის “დინამომ” კვიპროსულ “ომონიას” უმასპინძლა.

თამაში პირველივე წუთებიდან სწრაფ ტემპში წარიმართა. პირველი მომენტი მასპინძლებმა მატჩის მე-3 წუთზე შექმნეს, თუმცა გაბედავას დატყმული კარს მცირე მანძილით ასცდა. მალევე ბერიაშვილს შეექმნა ხელსაყრელი მომენტი – ბათუმელთა შემტევის დარტყმას მეტოქე გუნდის მცველები გადაეღობნენ და ბურთი კუთხურზე გადავიდა.

ბათუმელებმა კიდევ ერთი მომენტი მე-16 წუთზე შექმნეს, როდესაც გაბედავა ცდილობდა შორი მანძილიდან გატანას, მაგრამ კარს ააცილა.

მომენტები სტუმრებსაც ჰქონდათ. “ომონიას” შემადგენლობაში ყველაზე აქტიურმა ანდრე შემბრიმ ჯერ მეკარესთან პირისპირ გასვლა ვერ გამოიყენა და ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ კი მის ეფექტურ მცდელობას ალავიძე გაუმკალვდა.

პირველ ნახევარში ერთადერთი გოლი კი მე-40 წუთზე გავიდა – სტანდარტის შემდეგ თავით კვიპროსელთა კარი გაბედავამ დალაშქრა.

მატჩის მეორე ნახევარი სტუმართა დიდი უპირატესობით წარიმართა, თუმცა რეალური საგოლე მომენტების შემქნა კვიპროსელებს უჭირდათ, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა მეტოქეთა დარტყმა ბათუმელთა კარში მიდიოდა, მიხეილ ალავიძე უშეცდომო იყო.

თავის მხრივ “დინამო” კონტრშეტევებზე ცდილობდა თამაშს, თუმცა ბათუმელთა მცდელობებს სიმწვავე აკლდა.

ამრიგად, ერთ კვირაში კვიპროსზე გასამართი საპასუხო მატჩის წინ ბათუმელებმა მინიმალური, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს.

 

 დინამო ბათუმი 1-0 ომონია

გოლები: გაბედავა 40′

დინამო ბათუმი: ალავიძე, ტეტუნაშვილი, მახარაძე, სუხიაშვილი, ქავთარაძე (ჩირიკაშვილი 84′), გოგიტიძე, ფონიავა, შონია, ბერიაშვილი (ვარშანიძე 87′), გაბედავა, ტატანაშვილი (თევდორაძე 75′).

მთავარი მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი

ომონია: გიორგალიდესი, ლობჟანიძე, მენდი (მარგასა 28′), რუნიე, გულონი, კრისტოვაო, ნუნო ასისი, ეკონომიდისი, ფოფანა (კირმი 58′), შემბრი (ვინსენტი 70′), პოტე. 

მთავარი მწვრთნელი: კოსტას კაიაფასი

“ომონიას” თავკაცი: “სრულ მზადყოფნაში არ ვართ”

ხვალ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი აიღებს სტარტს. ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე “დინამო ბათუმი” კვიპროსის “ომონიას” მიიღებს. სტუმრებმა მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარეს, პრესკონფერენციაზე კი “ომონიას” მთავარმა მწვრთნელმა კოსტას კაიაფასმა განაცხადა, რომ მისი გუნდის სასურველ ფორმაში არ არის.

“მადლობას ვუხდით “დინამო ბათუმს” დახვედრისთვის და დახმარებისთვის. ეს ამ სეზონის პირველი მატჩია. ვიცით, რა ძალას ფლობს ჩვენი მეტოქე. ჩვენ მათ შესახებ ინფორმაცია მოვიპოვეთ, ვნახეთ გასული სეზონში მათ მიერ ნაჩვენები თამაშის ამსახველი ვიდეო. სეზონის დასაწყისია და არ ვართ სრულ მზადყოფნაში. ორივე გუნდს აქვს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი. ვეცდებით, რომ ორი მატჩის ჯამში არ დავმარცხდეთ”, – განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კაიაფასმა.

შეხვედრა “დინამო ბათუმსა” და “ომონიას” შორის ხვალ, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 4 და 5 ლარია. შეხვედრას სლოვენიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი მსაჯი 32 წლის მიტია ზგანეცია.

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

 

პრევიუ: “დინამო ბათუმი” – “ომონია”

ზესტაფონის ცენტრალური სტადიონი კიდევ ერთ საერთაშორისო შეხვედრას უმასპინძლებს, თუმცა ამჯერად ადგილობრივები არა საკუთარი ქალაქის, არამედ ბათუმის “დინამოს” მხარდასაჭერად მივლენ სტადიონზე.

ბათუმელებს წილიწყრამ საკმაოდ ძლიერი მეტოქე, კვიპროსული “ომონია” შეახვედრა. ეს კლუბი პირველ რიგში იმით არის ჩვენთვის ცნობილი, რომ მის ღირსებას საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი, უჩა ლობჟანიძე იცავს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიცაა.

გუნდს ახალგაზრდა სპეციალისტი, 40 წლის კოსტას კაიაფასი წვრთნის და “ომონია” კვიპროსული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ყველა კვიპროსული გუნდის მსგავსად, გუნდის ძირითადი ბირთვის ლეგიონერებისგან შედგება, რომლებსაც ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებთ.

ბათუმელებმა მოსამზადებელი ეტაპი თურქეთში გაიარეს და ქართული კლუბების უმეტესებისგან განსხვავებით გასაძლიერებლად ტრანსფერები ქაოტურად არ განუხორციელებიათ, არამედ ფეხბურთელები კონკრეტულ პოზიციებზე დაიმატეს. ახალწვეულებიდან გამოსარჩევია გიორგი გაბედავა, რომელსაც ევროტურნირებზე ასპარეზობის დიდი გამოცდილება აქვს. 25 წლის შემტევმა “გაგრას” და “ჩიხურას” შემადგენლობაში ორი საკმაოდ კარგი ევროსეზონი ჩაატარა.

არნიშნულ წყვილში ფავორიტები რა თქმა უნდა კვიპროსელები არიან, თუმცა “ომონია” დაუძლეველი ბარიერი არ არის და ბათუმელებს წარმატებაზე ფიქრი თამამად შეუძლიათ.

“ომონიას” “დინამო ბათუმთან” საქომაგოდ ასზე მეტი ფანი ჩამოჰყვება

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ვიცე-ჩემპიონი “დინამო ბათუმი” 17-წლიანი პაუზის შემდეგ ევროთასებს უბრუნდება. გუნდი უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის “ომონიას” დაუპირისპირდება, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი უჩა ლობჟანიძე იცავს.

“დინამო ბათუმს” ისტორიის მანძილზე ევროთასებზე 12 მატჩი აქვს ჩატარებული. აქედან ხუთი მატჩი ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა, ამდენივე შეხვედრაში დამარცხდნენ, დანარჩენ ორ დაპირისპირებაში კი ფრედ ითამაშეს.

რაც შეეხება “ომონიას”, გუნდმა კვიპროსის ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც ევროსარბიელზე თამაშის უფლებას არ იძლევა, თუმცა ქვეყნის თასის ფინალში ნიქოზიის “აპოელმა”, რომელიც ამავდროულად ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, ლიმასოლის “აელი” დაამარცხა (4:2) და ევროპის ლიგის საგზური ავტომატურად მეოთხეადგილოსან “ომონიას” ერგო.

“დინამო ბათუმსა” და “ომონიას” შორის პირველი შეხვედრა ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 4 და 5 ლარი იქნება. ბილეთების გაყიდვა ორშაბათს, 29 ივნისს დაიწყება.

“ომონია” ჩარტერული რეისით ქუთაისში, 30 ივნისს ჩამოფრინდება. მატჩისწინა ვარჯიში მათივე მოთხოვნით დახურული იქნება. წინასწარი ინფორმაციით, სტუმართა გუნდს საქომაგოდ მინიმუმ ასი ფანი ჩამოჰყვება.

“დინამო ბათუმსა” და “ომონიას” შორის პირველი შეხვედრა 2 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ აჭარის ტელევიზიასა და კვიპროსულ მხარეს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები საპასუხო შეხვედრის პირდაპირი ტელეტრანსლაციის განხორციელების თაობაზეც. წყვილის განმეორებითი მატჩი 9 ივლისს, ნიქოზიაში შედგება.

 

თეიმურაზ შონია: “დანებებას არ ვაპირებთ”

ბათუმის “დინამოს” ნახევარმცველმა თეიმურაზ შონიამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან უეფას ევროპალიგის წილისყრის შედეგებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმელები პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ურთიერთობას კვიპროსულ “ომონიასთან” გაარკვევენ.

“განთესილთა კალათიდან ერთ-ერთი ურთულესი მეტოქე შეგხვდა, მაგრამ არ ვაპირებთ დანებებას. ჩვენ ვიბრძოლებთ და შედეგიც აუცილებლად მოვა. ჩვენს გულშემატკივრებს ვპირდებით, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ” – განაცხადა შონიამ.

“დინამოსა” და “ომონიას” პირველი მატჩი 2 ივლისს ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.

უჩა ლობჟანიძის თანაგუნდელმა მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

14 იანვარს, კვიპროსის ჩემპიონატში უჩა ლობჟანიძის “ომონიამ” საკუთარ მოედანზე “აია ნაპა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში ბრაზილიელმა ლეანდრომ მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა.

ლობჟანიძის გოლი და გრიგალაშვილის საგოლე პასი ევროპის ლიგაზე

17 ივლისს, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონტენეგროს “ბუდუჩნოსტმა” საკუთარ მოედანზე კვირპოსული “ომონია” მიიღო, რომლის ღირსებასაც შოთა გრიგალაშვილი, ლევან კაკუბავა და უჩა ლობჟანიძე იცავენ.

გრიგალაშვილი და ლობჟანიძე კვიპროსული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, რაც შეეხება კაკუბავას, ის მატჩის განაცხადში არ ყოფილა.

ანგარიში 36-ე წუთზე “ომონიას” მოთამაშე რობერტომ გახსნა, მას საგოლე პასი შოთა გრიგალაშვილმა გაუკეთა. საბოლოო შედეგი 79-ე წუთზე დაფიქსირდა, უჩა ლობჟანიძემ მეტოქის კარი თავური დარტმით აიღო – 0:2.

კაკუბავა კარიერას ომონიაში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების მცველმა ლევან კაკუბავამ კონტრქტ კვიპროსულ “ომონიასთან” გააფორმა. ქვეყნის უმაღლესი ლიგის გასული სეზონი აღნიშნულმა გუნდმა მეხუთე პოოზიციაზე დაასრულა და ევროთასებზე მოსახვედრად მხოლოდ სამი ქულა დააკლდა.

კაკუბავასთვის “ომონია” პირველი უცხოური გუნდი იქნება. საქართველოში 23 წლის მცველი “დინამოში”, “მეტალურგში” და “სპარტაკში” ასპარეზობდა.