ბელგია – იაპონია: მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია

მსფოლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ბელგია იაპონიას დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით, 3-2 დაამარცხა.

საგულისხმოა, რომ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ბელგიელთა კაპიტანი, ედენ აზარი დასახელდა. ის მთელი მატჩის მანძილზე ძალიან აქტიური იყო. მან 74-ე წუთზე ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა, როცა მარუან ფელაინის თავით გაატანინა ანგარიშის გამათანაბრებელი (2:2) გოლი.

ბელგია მეოთხედფინალში ბრაზილიას დაუპირისპირდება. ეს მატჩი “ყაზან არენაზე” ექვს ივლისს, პარასკევს, 22:00 საათზე აიღებს სტარტს.

 

იაპონიის ნაკრები ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩს ჩააბარეს

იაპონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი დაინიშნა. 62 წლის ბოსნიელმა სპეციალისტმა ამ პოზიციაზე მექსიკელი ხავიერ აგირე შეცვალა, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში აზიის თასზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ დაითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ ჰალილჰოჯიჩს თავის დროზე “პარი სენ-ჟერმენში”, ზაგრების “დინამოსა” და კოტ დივუარის ნაკრებში უმუშავია.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი ალჟირის ნაკრებს ხელმძღვანელობდა, რომელმაც ტურნირის მერვედფინალამდე გააღწია.

 

იაპონიის სარაგბო ნაკრების თავკაცს გვარდიოლა ეხმარება

იაპონიის სარაგბო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯოუნზმა განაცხადა, რომ 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელ სტადიაზე მას მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა ეხმარება.

“ტაქტიკური თვალსაზრისით უფრო მოქნილები უნდა ვიყოთ. საფეხბურთო მატჩისთვის მზადებას იმიტომ გადიან, რომ ფეხბურთელები შეხვედრას ტაქტიკურად მომზადებულნი შეხვდნენ.

“ბაიერნის” ვარჯიშს ვუცქირე და გუნდის მთავარ მწვრთნელსაც შევხვდი. ვფიქრობ, ჩვენს საწვრთნელ პროცესს კორექტირების მეშვეობით უფრო მეტად გავაუმჯობესებთ. გვარდიოლა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. ყოველთვის საუკეთესოებისგან უნდა ისწავლო.

Eddie Jones

ფეხბურთი და რაგბი ერთმანეთს ჰგავს — ბურთი ყოველთვის თავისუფალ ზონაში უნდა მოძრაობდეს. “ბაიერნი” და “ბარსელონა” ბურთის გადაცემის მხრივ საუკეთესო გუნდები არიან”, – ციტირებს ჯოუნზის სიტყვებს “გარდიანი”.

შეგახსენებთ, რომ ამა წლის 23 ნოემბერს, “მიხეილ მესხზე” საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ედი ჯოუნზის გუნდი ანგარიშით 35:24 დაამარცხა.

 

იაპონიის ნაკრები ხავიერ აგირემ ჩაიბარა

იაპონიის ფეხბურთის ასოციაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ქვეყნის ეროვნული ნაკრების პოსტზე ხავიერ აგერი დაინიშნა.

ფეხბურთის მექსიკელმა სპეციალისტმა „ლურჯი სამურაის“ თავკაცის პოზიციაზე იტალიელი ალბერტო ძაკერონი შეცვალა, რომელმაც ნაკრები ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დატოვა.

აგირე უკანასკნელად კატალონიურ „ესპანიოლს“ ედგა სათავეში.

 

იაპონია — კოლუმბია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იაპონიისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა სამხრეთამერიკელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კოლუმბიელთა თავდამსხმელი ჯექსონ მარტინესი დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

„პორტუში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაამთავრა, გააკეთა 28 გადაცემა და კარში დაარტყა 4-ჯერ.

 

იაპონია — საბერძნეთი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იაპონიისა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა უღიმღამოდ წარიმართა და უგოლოდ დასრულდა.

ირანი-ნიგერიისა არ იყოს, მატჩის გმირი აქაც ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა ოფიციალურად შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აზიელთა ნახევარმცველი კეისუკე ჰონდა დასახელდა

„მილანში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 75 გადაცემა და კარში დაარტყა 4-ჯერ.

 

კოტ დივუარი — იაპონია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კოტ დივუარისა და იაპონიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა აფრიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. ანგარიში კეისუკე ჰონდამ მე-16 წუთზე გახსნა, 64-ე წუთზე ვილფრედ ბონიმ გაათანაბრა, 66-ე წუთზე კი ჟერვინიომ გამარჯვების გოლი გაიტანა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კოტ დივუარელი ნახევარმცველი იაია ტურე დაასახელეს.

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელმა აღნიშნული შეხვედრა სრულად ჩაატარა, გააკეთა 50 გადაცემა და კარში დაარტყა 2-ჯერ.

 

ჰონდა: „იაპონიის ნაკრებს მუნდიალის მეოთხედფინალში გასვლა შეუძლია“

იაპონიის ნაკრების ნახევარმცველი კეისუკე ჰონდა თვლის, რომ მის გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის მინიმუმ მეოთხედფინალურ სტადიამდე გასვლა შეუძლია.

„სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჯგუფურ ეტაპს გადავლახავთ. შემდეგ ეტაპზე ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენ სათანადო დონეზე ვართ, რომ ტურნირის მეოთხედფინალში გავიდეთ. ამის შემდეგ, შესაძლოა, ის, რაც სასწაული გვგონია, რეალობად იქცეს“, – ჰონდას სიტყვები „ტუტომერკატომ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ იაპონიას ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად კოლუმბიის, კოტ დივუარისა და საბერძნეთის ნაკრებები ჰყავს. იაპონელები ტურნირის პირველ შეხვედრას 15 ივნისს კოტ დივუარელებთან გამართავენ.

ბექა დოგრაშვილი

იაპონიის ეროვნული ნაკრების ამხანაგური მატჩები

მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ პროცესში იაპონიის ნაკრებს დაგეგმილი ჰქონდა 3 ამხანაგური მატჩი კვიპროსთან, კოსტა რიკასა და ზამბიასთან (პირობითად როგორც: საბერძნეთი, კოლუმბია, კოტ დივუარი)

 

პირველი მატჩში, რომელიც  გაიმართა კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ, იაპონელებმა ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა მისი წარმატებით დაგვირგინება ვერ მოახერხეს გარდა ერთი შემთხვევისა, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა სინძი კაგავამ ისარგებლა მეკარის უხეში შეცდომით, გადასცა რა ბურთი „შალკეს“ განაპირა მცველ აცუტო უჩიდას, რომელმაც არ დააყოვნა და ცარიელ კარში ზუსტი დარტყმით გადაგზავნა ბურთი, შესაბამისად, ეს მატჩი დასრულდა ანგარიშით 1:0 იაპონიის სასარგებლოდ.

შემდეგი მატჩი გაიმართა კოსტა რიკის ნაკრების წინააღმდეგ (კოსტა რიკა ასევე მონაწილეობს მუნდიალზე D ჯგუფში, ინგლისის, იტალიისა და ურუგვაის ნაკრებებთან ერთად). მატჩი დაიწყო იაპონელ ფეხბურთელთა აშკარა დომინირებით, თუმცა მიუხედავად ამისა, პირველი გოლი კოსტა რიკელთა შეტევას მოყვა, 0:1. მეორე ტაიმში კიდევ უფრო გააქტიურდა იაპონიის ნაკრები, ჰონდას („მილანი“) პასი და იასუჰიტო ენდოს („გამბა ოსაკა“) ერთი შეხებით დარტყმის შედეგად ანგარიში გათანაბრდა. მატჩის მე-80 წუთზე კაგავასა და იოიჩირო კაკიტანის („ცერეზო ოსაკა“) გათამაშების შემდეგ კაგავამ იაპონიის ნაკრები დააწინაურა 2:1. მატჩის მიწურულს საბოლოო წერტილი კაკიტანიმ დასვა, შესანიშნავი გასროლა კარისკენ და 3:1 საბოლოო ანგარიში

ბოლო მატჩი შედგა ზამბიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. ზამბიელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და სწრაფადვე გახსნეს ანგარიში. რამდენიმე წუთში მათ კვლავ შეუტიეს იაპონიის კარს, დარტმა საჯარიმოს მისადგომიდან და ანგარიში ორამდე გაიზარდა. პირველი ტაიმის მიწურულს მსაჯმა ხელით თამაში დააფიქსირა ზამბიელ ფეხბურთელზე, დაინიშნა პენალტი, ჰონდა, ზუსტი დარტყმა და 1:2. მეორე ნახევარში იაპონელებმა მოახერხეს ძალების მობილიზება, კაგავას მოხდენილი დარტყმა და ანგარიში გათანაბრდა. ზუსტად ერთ წუთში, მასატო მორიშიგეს („ტოკიო“) პასით ჰონდამ  დასწრებაზე ითამაშა და იაპონია წინ გაიყვანა. მატჩის მიწურულს, ზამბიელების შორეულ დარტყმა და ანგარიში შოკისმომგვრელად გათანაბრდა, თუმცა იაპონელი ფეხბურთელები არ დაიბნენ, ტოშიჰირო აოიამას („სანფრეცჩე ჰიროშიმა“) შესანიშნავი გადაცემა, ბურთს ღებულობს იოშიტო ოკუბო („კავასაკი ფრონტალე“), მოხდენილად აგზავნის კარის მიმართულებით და გააქვს გამარჯვების გოლი. 4:3 იაპონიის სასარგებლოდ

 

wc07065-300x250

 

ფეხბურთელების საგოლე სტატისტიკა:

სინძი კაგავა („მანჩესტერ იუნაიტედი“): 3 მატჩში 2 გოლი, 1 საგოლე პასი

კეისუკე ჰონდა („მილანი“): 3 მატჩში 2 გოლი, 1 საგოლე პასი

იოიჩირო კაკიტანი („ცერეზო ოსაკა“): 3 მატჩში 1 გოლი, 1 საგოლე პასი

ატსუტო უჩიდა („შალკე“): 3 მატჩში, 1 გოლი

იასუჰიტო ენდო („გამბა ოსაკა“): 3 მატჩში 1 გოლი

იოშიტო იკუბო („კავასაკი ფრონტალე“): 3 მატჩში 1 გოლი

მასატო მორიშიგე („ტოკიო“): 3 მატჩში 1 საგოლე პასი

ტოშიჰირო აოიამა („სანფრეცჩე ჰიროშიმა“): 2 მატჩში 1 საგოლე პასი

 

მეკარეები:

ეიჯი კავაშიმა („სტანდარდი“): 2 მატჩში 1 გაშვებული გოლი

შუსაკუ ნიშიკავა („ურავა რედსი“): 1 მატჩში 3 გაშვებული გოლი