ცნობილი ინგლისური გამოცემის, the Telegraph_ის თანახმად ანხელ დი მარიას შემდეგ, რომელიც თითქმის გადავიდა “იუნაიტედში” ვან გაალი კვლავ აპირებს ფეხბურთელების შეძენას.
“მანჩესტერში” გადმოსვლის ერთ-ერთი კანდიდატია არტურო ვიდალი, თუმცა ჯერ-ჯერობით “იუვენტუსთან” მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.
იმ შემთხვევაში თუ “მანჩესტერი” ვერ მოახერხებს ჩილელის შეძენას, ლუი ვან გაალი ნაიჯელ დე იონგის შეძენას შეეცდება.
ამ უკანასკნელს ჰოლანდიელი თავკაცი მშვენივრად იცნობს და ფიქრობს, რომ ვიდალის შემდეგ ის საუკეთესო ვარიანტია.
ამ შესაძლო ტრანსფერის ფასი 8 მილიონია. მწვრთნელის თქმით გასაძლიერებელია დაცვის ხაზიც, ამიტომ გუნდში დეილი ბლინდის გადმოვლის შანსი საგრძნობლად გაიზარდა.
ვან გაალს ძალიან მოსწონს უნივერსალი ფეხბურთელები, ბლინდი ერთ-ერთი მათგანია.
იგივე გამოცემის თანახმად შინჯი კაგავას, დენი უელბეკს, ხავიერ ერნანდესს, ტომ ქლევერლის და ანდერონს შეუძლიათ ახალი გუნდის ძებნა. ვან გაალს ეს ფეხბურთელები არ სჭირდება.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართლი ფან-კლუბი – http://redarmy.ge/