ნაჩომ ამ სეზონში “რეალის” შემადგენლობაში ყველაზე მეტი წუთი ითამაშა

მადრიდის “რეალი” არც ისე სახარბიელო სეზონს ატარებს. მიუხედავად ამისა, ზინედინ ზიდანის შემაგდენლობაში არის ერთი ფეხბურთელი, რომელსაც ნებისმიერ დროს ენდობა მთავარი მწვრთნელი.

ნაჩო ფერნანდესმა ამ სეზონში “რეალის” ფორმით ყველაზე მეტი დრო ითამაშა. მის ანგარიშზე 2347 წუთია. შესაბამისად, მცველმა ამ მაჩვენებლით აჯობა ლუკა მოდრიჩს, ტონი კროოს, კრიშტიანუ რონალდუსა თუ მარსელოს. ხშირი ტრავმიანობა და ნაჩოს ეფექტური თამაში – ესაა მთავარი მიზეზები, რის გამოც ესპანელი დაცვი სხვადასხვა პოზიციას ამაგრებს. როგორც იცით, ის უკანა ხაზში ოთხივე ადგილზე დგას.

ფერნანდესმა ამ სეზონში 4 გოლიც გაიტანა. სამის შეგდება მან ლა ლიგაში მოახერხა, როცა ერთხელ “აპოელს”, ჩემპიონთა ლიგაზეც გაუტანა.

ნაჩომ პირადი რეკორდი დაამყარა

გუშინ მადრიდის “რეალი” ლა კორუნიის “დეპორტივოს” დაუხვდა “სანტიაგო ბერნაბეუზე” და მეტოქე ანგარიშით, 7-1 გაანადგურა.

საგულისხმოა, რომ დაპირისპირებაში დუბლი შეასრულა “ბლანკოსის” მცველმა, ნაჩო ფერნანდესმა. 27 წლის მოთამაშემ ჯერ 32-ე წუთზე მარსელოს პასის შემდეგ აიღო მეტოქის კარი. საგულისხმოა, ეს გოლი გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივ, რომ “რეალმა” ანგარიში გაათანაბრა. ხოლო, მოთამაშემ ამით გააუმჯობესა თავისი შედეგი: ერთ სეზონში გატანილი გოლების მიხედვით. მან წელს უკვე სამჯერ აიღო მეტოქის კარი. ფერნანდესმა ვარანის პასის შემდეგ, 88-ე წუთზეც მოახერხა შეგდება.

საბოლოოდ, ნაჩოს ამ სეზონში ოთხი გოლი დაუგროვდა. მან აქამდე “აპოელსა’ და “სევილიას” გაუტანა.

MARCA : “მადრიდის “რეალი” კარვახალის სანაცვლოდ არავის შეიძენს”

ესპანურმა გამოცემამ, MARCA-მ მადრიდის “რეალის” სატრანსფერო პოლიტიკასთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა.

როგორც ეს გამოცემა იუწყება იმ შემთხვევაში, თუ კარვახალი დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოახერხებს მინდორზე გასვლას, “რეალი” მზადაა ნაჩოსა და აჩრაფ ჰაკიმს ენდოს.

ნაჩო ფერნანდესი უნივერსალური მცველია, მას შეუძლია დაცვაში ნებისმიერ ადგილას ითამაშოს და, თანაც, საკმაოდ საიმედოდ. სწორედ ეს აძლევს ზიდანს მასზე დაყრდნობის საშუალებას. ასევე “რეალის” მესვეურები დიდ იმედებს ამყარებენ აჩრაფ ჰაკიმზე.

ჯერჯერობით, უცნობია თუ რამდენ ხანს იუქმებს კარვახალი, მაგრამ ფაქტია, მადრიდის “რეალი” აჩქარებას არ აპირებს და ისინი სრულ ნდობას უცხადებენ, როგორც დანიელ კარვახალს, ასევე აჩრაფსა და ნაჩო ფერნანდესს.

ნაჩო: “რეალს” არასდროს მოუგია დორტმუნდში და ახლა ამის გაკეთება სურს!”

ხვალ მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში დორტმუნდის “ბორუსიას” სტუმრად დაუპირისპირდება.

წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ნაჩო ფერნანდესი ესაუბრა.

“აქ არასდროს მოგვიგია. სწორედ ამიტომ, გვინდა, ახლა ვიმარჯვოთ და სახლში სამი ქულით დავბრუნდეთ. თავს მშვენივრად ვრძნობთ და მონდომებულები ვართ, წარმატებულად წარმოვაჩინოთ თავი. კონკრეტულ ასპექტებში ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ამას ადრე ვაკეთებდით. ვგულისხმობ ერთ გუნდად თამაშს, მეტოქეზე მეტ სირბილს. შეტევა შესანიშნავად შეგვიძლია და მეტოქეს დიდ ზიანს მივაყენებთ.”

“ყველა პოზიტიურადაა განწყობილი. ვფიქრობ, სეზონი წარმატებულად დავიწყეთ, რადგან მოვიგეთ ესპანეთისა და ევროპის სუპერ თასები. იქ ძლიერი მეტოქეები გვყავდა, თუმცა მათ ვაჯობეთ. ახლაც ძალიან მონდომებულები ვართ – როცა ამ მაისურს ატარებ, სხვანაირად არც შეიძლება იყოს,” – აცხადებს ნაჩო.

ნაჩო: “რონალდუს ზიდანზე გაბრაზება ნორმალურია”

ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში ერთმანეთს ბილბაოს “ატლეტიკი” და მადრიდის “რეალი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრის 79-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუ ისკო ალარკონმა შეცვალა. სათადარიგო სკამისკენ მიმავალმა პორტუგალიელმა ზინედინ ზიდანს ხელი კი ჩამოართვა, თუმცა შემდეგ გაბრაზებულმა წარმოსთქვა რამდენიმე სიტყვა და მკაცრი გამომეტყველებით დაჯდა სკამზე.

ამასთან დაკავშირებით გუნდის მცველმა, ნაჩო ფერნანდესმა ისაუბრა.

“ეს ნორმალურია. კრიშტიანუ ყოველთვის გაბრაზდება, როცა მას შეცვლიან. ვინც არ უნდა იყოს, ისკო იქნენა თუ სხვა, რონალდუს სათადარიგოზე დაჯდომა გააღიზიანებს.”

“პორტუგალიელი ბეილთან და ბენზემასთან ერთად უმნიშვნელოვანეს ძალას წარმოადგენს. ეს ტრიო ჩვენთვის გადამწყვეტ როლს თამაშოვს. მათი დიდი დამსახურებაა, რომ ბოლო სამ წელში ორჯერ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა,” – განაცხადა ნაჩო ფერნანდესმა.

 

ნაჩომ შესაძლოა, “რეალი” დატოვოს

შესაძლოა, ნაჩო ფერნანდესმა ზაფხულში “სანტიაგო ბერნბეუ” დატოვოს.

Marca-ს ინფორმაციით, 25 წლის მცველი განიხილავს კლუბის გამოცვლას.

მიზეზი მარტივია – ახალგაზრდა მცველს არ აქვს სათამაშო დროს, რის გამოც, შეიძლება, მისი კარიერა სამუდამოდ დაინგრეს.

ფერნანდესს დაცვის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ფეხბურთელს გუნდთან ხელშეკრულების ვადა 2020 წელს გასდის.

მიმდინარე სეზონში, ნაჩო ფერნანდესმა 11 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

რეალი ნაჩო ფერნანდესის გაშვებას არ აპირებს

მიუხედავად რამდენიმე საინტერესო წინადადებისა, რომლებიც “რეალმა” ნაჩო ფერნანდესის ტრანსფერთან დაკავშირებით მიიღო, კარლო ანჩელოტის ფეხბურთელის გაშვება არ სურს.

გასულ სეზონში ნაჩოს ბევრი არ უთამაშია, თუმცა მადრიდელთა მწვრთნელი მისი უნივერსალიზმით არის მოხიბლული. ფეხბურთელს ცენტრში და ორივე ფლანგზეც შეუძლია თამაში.