დღეს სერია ა-ს მეორე ტურის მორიგი შეხვედრები იმართება. რომში, ადგილობრივი “რომა” “ატალანტას” მასპინძლობს. საგულისხმოა, რომ მატჩის მეორე წუთზე ხავიერ პასტორემ ულამაზესი გოლის გატანა ქუსლით მოახერხა.
იხილეთ ვიდეო
დღეს სერია ა-ს მეორე ტურის მორიგი შეხვედრები იმართება. რომში, ადგილობრივი “რომა” “ატალანტას” მასპინძლობს. საგულისხმოა, რომ მატჩის მეორე წუთზე ხავიერ პასტორემ ულამაზესი გოლის გატანა ქუსლით მოახერხა.
იხილეთ ვიდეო
ხავიერ პასტორეს “პსჟ”-ში სათანადო რაოდენობის სათამაშო დრო არ ეძლევა. გუნდში ამდენი ვარსკვლავის არსებობის გამო, არგენტინელი ხშირად ზის სათადარიგოთა სკამზე. 28 წლის ნახევარმცველს ჰკითხეს, რას აპირებს მომავალ ზაფხულში.
“ჯერ კიდევ არ ვიცი. მინდა, სეზონი წარმატებით დავასრულო. ერთ თასზე გვაქვს სათამაშო. მის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. ხოლო, ამის შემდეგ სიტუაციას უკეთ შევაფასებ და გადაწყვეტილებას მივიღებ,” – ამბობს ხავიერი.
ცნობისთვის, გეტყვით, რომ პასტორე პარიზულ კლუბში 2011 წელს გადავიდა. მან ამ სეზონში, ლიგა 1-ში ოცი თამაში ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.
“ბარსელონასთან” წაგებული მატჩის შემდეგ შეხვედრა პარიზელთა ნახევარმცველმა, ხავიერ პასტორემ შეაფასა.
“მომხდრას იმედგაცრუებას ვერ ვუწოდებ. მეტოქე უბრალოდ ჩვენზე ძლიერია. მშვენიევრად ვხვდებით, რომ “ბარსელონასთან” ათიდან ცხრა მატჩს წავაგებთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ კატალონიელეთან შეხვედრამდე სამი უმნიშვნელოვანესი მატჩი ჩავატარეთ, რაც ჩვენს ფიზიკურ კონდიციებზე აისახა. უბურთოდ თამაშისას კი დაღლილობა გაცილებით სწრაფად მოდის” – განაცხადა პასტორემ.
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ერიკ კანტონამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.
მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეისობით ფეხბურთის გულშემატკივრებს არჩევანის გაკეთება კრიშტიანო რონალდუსა და ლიონელ მესის შორის უწევთ, კანტონას რჩეული “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი ხავიერ პასტორე აღმოჩნდა.
“პირადად ჩემთვის, დღეს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ხავიერ პასტორეა. ვფიქრობ, ის მსოფლიოში ყველაზე კრეატიული მოთამაშეა”, – ციტირებს კანტონას სიტყვებს Express-ი.
“პარი სენ-ჟერმენის” არგენტინელი ფეხბურთელი ხავიერ პასტორე აცხადებს, რომ ჯერ-ჯერობით ის კლუბის გამოცვლას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 წლის ნახევარმცველით იტალიური “რომაა” დაინტერესებული.
“რომა”? “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წელი მაქვს დარჩენილი, ამიტომ არსად წასვლას არ ვაპირებ. თუმცა, ვოლტერ საბატინისთან ხშირად ვსაუბრობ, ეს ის ადამიანია, რომელმაც ჩემს იტალიაში გადაბარგებაზე დიდი გავლენა მოახდინა”, – აცხადებს პასტორე.
17 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “პარი სენ-ჟერმენსა” და “ჩელსის” შორის გამართულ მატჩში (1:1), რამირესმა ლონდონელთა საჯარიმოში ხავიერ პასტორე წააქცია, მსაჯმა კი თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა.
ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” არგენტინელმა ნახევარმცველმა ხავიერ პასტორემ ვარჯიშზე ეფექტური გოლი გაიტანა.
“ნაპოლისა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ შეხვედრაში ხავიერ პასტორემ მეტოქის კარში ლამაზი გოლი გაიტანა.
ხავიერ პასტორე მადრიდის “ატლეტიკოს” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ტრასნფერს რეალურს ის გარემოებაც ხდის, რომ გასულ სეზონში არგენტინელს “პსჟ”-ში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ ქონია.
“ატლეტიკოს” ადრეც ჰქონდა პასტორეს გადაბირების, თუმცა მაშინ მადრიდულ კლუბს სწორედ პარიზელებმა აჯობეს.
არ არის გამორიცხული, ფეხბურთელი ესპანეთში იჯარის წესით გადაბარგდეს.
“პსჟ”-ს ნახევარმცველმა ხავიერ პასტორემ საკუთარ მომავალზე ისაუბრა. ბოლო დროს პრესაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია ფეხბურთელის შესაძლო გაყიდვაზე, თუმცა პასტორემ აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა.
“პსჟ-სთან ჩემი კონტრაქტი 2016 წელს იწურება და კლუბიდან წასვლაზე არ ვფიქრობ. პარიზში ტიტულების მოსაგებად ჩამოვედი და ეს გამომგდის კიდეც. დიდი გუნდის ფეხბურთელი ვარ, ამიტომ აქედან წასვლის სურვილი არ მაქვს” – განაცხადა პასტორემ.
ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაში პასტორემ 28 მატჩში ჩაატარა და ერთი გოლის გატანა მოახერხა.
საფეხბურთო პორტალმ GiveMeSport-მა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ნახევარმცველების ათეული გამოაქვეყნა.
* თანხა მოცემულია ფუნტ სტერლინგის სახით
10. ხავიერ პასტორე – 37 მილიონი
“პალერმოდან” “პარი სენ-ჟერმენში”
9. ხუან სებასტიან ვერონი – 37.5 მილიონი
“ლაციოდან” “მანჩესტერ იუნაიტედში”
8. ხუან მატა – 39.5 მილიონი
“ჩელსიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში”
7. ჯეიმს როდრიგესი – 39.5 მილიონი
“პორტოდან” “მონაკოში”
6. გაიზკა მენდიეტა – 42 მილიონი
“ვალენსიადან” “ლაიცოში”
5. მესუთ იოზილი – 44 მილიონი
“რეალიდან” “არსენალში”
4. ლუიშ ფიგუ – 53 მილიონი
“ბარსელონადან” “რეალში”
3. კაკა – 57 მილიონი
“მილანიდან” “რეალში”
2. ზინედინ ზიდანი – 64.5 მილიონი
“იუვენტუსიდან” “რეალში”
1. გარეტ ბეილი – 80 მილიონი
“ტოტენჰემიდან” “რეალში”