კვერკველია: „ურალთან“ მატჩში გაგვიჭირდება“

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ მცველმა სოლომონ კვერკველიამ „ურალთან“ რუსეთის პრემიერლიგის მე-10 ტურის მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელიც დღეს, თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება.

„დარწმუნებული ვარ, „ურალთან“ მატჩში გაგვიჭირდება, თანაც ბოლო ტურში ამ გუდნმა „კრასნოდარს“ მოუგო. ამიტომაც, გვესმის, რომ კარგად უნდა მოვემზადოთ. სახლში ვთამაშობთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოვიგოთ. იმედია, გულშემატკივრები ამაში დამეხმარებიან. ფეხბუთელისთვის გულშემატკივართა მხარდაჭერა და სავსე ტრიბუნები ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ძალიან გვეხმარებიან. ამის კარგი მაგალითი „ლოკომოტივთან“ მატჩია, რომელშიც კარგი ფეხბურთი გაჩვენეთ. „ურალთან“ ბოლომდე ბრძოლას შევეცდებით“, – განაცხხადა კვერკველიამ.

კვერკველიას და კობახიძის “რუბინმა” “არსენალს” სძლია

რუსული პრემიერლიგის მე-18 ტურში ყაზანის “რუბინმა” ტულის “არსენალი” მიიღო. მატჩი მასპნიძელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

“რუბინის” ძირითადში იყო საბა კვერკველია, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა. სათადარიგოთა სკამზე იყო და თამაშში არ ჩართულა მამუკა კობახიძე.

18 ტურის შემდეგ “რუბინი” 30 ქულით მე-6 პოზიციაზეა.

სოლომონ კვერკველია „სპარტასთან“ მატჩში ბრწინვალე საგოლე გადაცემით გამოირჩა (ვიდეო)

ყაზანის „რუბინი“ რუსეთის ჩემპიონატის მეორე ნაწილისთვის თურქეთში მზადებას აგრძელებს. გუნდმა მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა, ამჯერად ყაზანელთა მეტოქე პრაღის „სლავია“ იყო. მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და „რუბინის“ გამარჯვებით, 4:2 დასრულდა.

„რუბინის“ მეორე გოლში დიდი წვლილი სოლომონ კვერკველიამ შეიტანა, რომელმაც თანაგუნდელს ბრწყინვალე გადაცემა გაუკეთა.

კვერკველია მოსკოვის “დინამოს” სურს

მოსკოვის “დინამომ ” ყაზანის “რუბინს” საბა კვერკველიას შეძენის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი “რუბინში” 2011 წელს, “ზენიტიდან” გადავიდა, სადაც ახალგაზრდული გუნდის მოთამაშე იყო.

რუსული პრესის ცნობით ყაზანელები 22 ქართველის გაშვებას ზაფხულამდე არ აპირებენ, თუმცა მომავალში ტრანსფერის ალბათობას არ გამორიცხავენ და ამტომ მოსალაპარაკებლად მზად არიან.

მიმდინარე სეზონში კვერკველიამ “რუბინის” შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა.

რუბინმა ქულა ქართული დაცვით მოიპოვა

რუსული პრემიერ ლიგის მე-15 ტურში ყაზანის რუბინმა საკუთარ სტადიონზე მოსკოვის “დინამოს” უმაპინძლა. სატურნირო ცხრილში არსებული სიმჭიდროვიდან გამომდინარე საკმაოდ პრინციპული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

მასპინძელთა შემადგენლობაში დაცვის ხაზში ორმა ქართველმა, მამუკა კობახიძემ და სოლომონ კვერკველიამ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს და მოედანზე 90 წუთი გაატარეს.

კვერკველია ტრადიციულად დაცვის ცენტრში ირჯებოდა, ხოლო კობახიძე უკვე მეორედ მოგვევლინა მარცხენა მცველის პოზიციაზე.

სოლომონ კვერკველია: „მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებს ვუქომაგებ“

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა სოლომონ კვერკველიამ მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ კომენტარი გააკეთა. 22 წლის ქართველი ფეხბურთელი მუნდიალზე „სკუადრა აძურას“ დაუჭერს მხარს.

„მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებს ვუქომაგებ. ეს გუნდი ყოველთვის გამოირჩეოდა ძლიერი მცველებით. ნესტა, კანავარო, მალდინი – სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. საინტერესოა, ვინ გაიბრწყინებს ამჯერად“, – აღნიშნა კვერკველიამ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ხვალ იხსნება.

ბექა დოგრაშვილი