ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და ამჟამად ფეხბურთის ექსპერტი გარი ლინეკერი კონფედერაციათა თასზე გერმანიის ნაკრების გამარჯვებას გამოეხმაურა.
ოჰ, ღვთის გულისათვის, გერმანია. ეს უკვე მოსაწყენი ხდება”, – დაწერა სოციალურ ქსელში ლინეკერმა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის კონფედერაციათა თასის ფინალურ მატჩში გერმანიის ნაკრებმა ლარს შტინდლის მიერ გატანილი ერთადაერთი გოლის წყალობით ჩილე 1:0 დაამარცხა და ეს ტურნირი ისტორიაში პირველად მოიგო.
შეგახსენებთ 1990 წელს ლინეკერის მიერ თქმულ ერთ ფრთიან ფრაზასაც:
“ფეხბურთი მარტივი თამაშია. 22 კაცი 90 წუთის განმავლობაში დასდევს ბურთს და ბოლოს გერმანელები იმარჯვებენ”.