ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურში “ტოტენჰემ ჰოთსპურმა” “კრისტალ პალასი” ჰინ-მინ სონის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
სამხრეთკორეელი ნახევარმცველისთვის ეს ინგლისის ჩემპიონატში გატანილი მე-20 გოლი გახლავთ, რაც აზიელ ფეხბურთელთა შორის ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია.
სონმა თავისივე თანამემამულე პარკ ჯი სუნი ჩამოიტოვა, რომელიც 2005-დან 2012 წლამდე “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას იცავდა და ამ პერიოდის განმავლობაში ინგლისის პრემიერლიგაში 19 გოლი გაიტანა.