შვედეთმა კორესი რესპუბლიკას მინიმალური სხვაობით სძლია (ვიდეო)

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე, F ჯგუფში, “ნიჟნი ნოვგოროდ სტადიონზე” ერთმანეთს შვედეთი და კორეის რესპუბლიკა დაუპირისპირდნენ.

მატჩი ევროპელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი გოლის ავტორი ანდრეას გრანკვისტი გახდა. “კრასნოდარის” მცველმა 65-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან მოახერხა გატანა. საბოლოოდ, 1-0 სკანდინავიელთა სასარგებლოდ.

ამ გამარჯვების შემდეგ შვედეთს სამი ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. ხოლო, კორეის რესპუბლიკა ნული ქულით ბოლოა.

 

ავსტრალიის ნაკრებმა აზიის თასი მოიგო და უნიკალური მიღწევა დააფიქსირა

აზიის თასის ფინალურ მატჩში ავსტრალიის ნაკრებმა სამხრეთ კორეა ანგარიშით 2:1 დაამარცხა. შეხვედრა სიდნეიში გაიმართა.

ანგარიში ტურნირის მასპინძლებმა პირველი ტაიმის ბოლოს მასიმო ლუონგოს ზუსტი დარტყმის შედეგად გახსნეს. სამხრეთ კორეის ნაკრებმა მატჩის კომპენსირებულ დროში გათანაბრება შეძლო — გოლი ჰონ-მინ სონმა გაიტანა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და დაინიშნა დამატებითი ტაიმები. 105-ე წუთზე ჯეიმს ტროიზიმ მეორედ შეარხია კორეელთა კარის ბადე. დარჩენილ დროში გოლი აღარ გასულა.

ამრიგად, ავსტრალიის ნაკრებმა პირველად მოიგო აზიის თასი. გარდა ამისა, ავსტრალია გახდა პირველი გუნდი, რომელსაც მოგებული აქვს ორი სხვადასხვა კონფედერაციის ტიტული — მანამდე “სოკერუსი” ოკეანეთის ზონაში ასპარეზობდა და ოთხჯერ რეგიონის ჩემპიონიც გახდა.

ტიმ კეჰილი და მარკო ბრეშიანო გახდნენ პირველი ფეხბურთელები, რომლებიც გახდნენ როგორც ოკეანეთის, ასევე აზიის ჩემპიონები.

შეგახსენებთ, რომ აზიის თასის გამარჯვებულს კონფედერაციის თასის საგზური ენიჭება. ამრიგად, 2017 წელს გასამართ კონფედერაციის თასზე მონაწილე ერთ-ერთი გუნდი სწორედ ავსტრალიის ნაკრები იქნება.

აზიის თასის ფინალი:

სამხრეთ კორეა — ავსტრალია 1:1 (დ.დ. 1:2)
გოლები: ჰონ-მინ სონი 90+1′ — ლუონგო 45′, ტროიზი 105′.

კორეის რესპუბლიკა — ალჟირი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კორეის რესპუბლიკისა და ალჟირის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა აფრიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ალჟირელი თავდამსხმელი ისლამ სლიმანი დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში გახსნა და მოგვიანებით ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

სლიმანმა მატჩი სრულად ჩაამთავრა, გააკეთა 26 გადაცემა და კარში 4-ჯერ დაარტყა.

 

რუსეთი — კორეა (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე რუსეთისა და კორეის რესპუბლიკის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ანგარიში მატჩის 68-ე წუთზე გაიხსნა, როცა შეცვლაზე შემოსული კიუნ-ჰო ლის დარტყმის შემდეგ რუსთა კიპერმა იგორ აკინფეევმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და ბურთი ხელიდან გაუვარდა. 74-ე წუთზე აგრეთვე შეცვლაზე შემოსულმა ალექსანდრ კერჟაკოვმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კორეელთა შემტევი ნახევარმცველი ჰიუნგ-მინ სონი დაასახელეს.

ლევერკუზენის „ბაიერში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მოედანზე 84 წუთი დაჰყო, გააკეთა 27 გადაცემა და კარში დაარტყა 3-ჯერ.