პოლონეთის სუპერ თასის შეხვედრაში ერთმანეთის ვარშავის ლეგია და გდინიას “არსკა” დაუპირისპირდნენ. ამ უკანასკნელში ქართველი ფეხბურთელი, ლუკა ზარანდია თამაშობს, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო.
ანგარიში დედაქალაქელებმა გახსნეს, თუმცა მეოცე წუთზე გდინიელთა მხრიდან ქართველმა ლამაზი გოლით გაათანაბრა. საბოლოოდ, დაპირისპირება და, შესაბამისად, სუპერ თასი ლუკა ზარანდიამ და მისმა თანაგუნდელებმა ანგარიშით, 3:2 მოიგეს.
აქვე გეტყვით, რომ “არკა” პოლონეთის ჩეპიონატის გახსნით შეხვედრას 21 ივლისს, 20:00 საათზე, კრაკოვის “ვისლას” წინააღმდეგ ჩაატარებს.