კეილორ ნავასის კომენტარი “ბაიერნთან” მატჩის შემდეგ

“რეალმა” “ბაიერნთან” შინ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში სასურველი შედეგი დადო და ჩემპიონთ ლიგის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა. მატჩის შემდეგ ამ გამარჯვების ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა, კეილორ ნავასმა პრესასთან ისაუბრა.

“ძალიან გაგვიჭირდა სასურველ შედეგზე გასვლა, თუმცაღა ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის არის, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით. ჩვენ ისტორიას ვქმნით, ამ გუნდს არასოდეს დაუყრია ფარ-ხრმალი და ყოველთვის გამარჯვებაზე ფიქრობდა, მეტოქის პატივისცემის მიუხედავად.

მათ შეტევის გარდა სხვა შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ, არ დავუტოვეთ. ისინი გამალებით გვიტევდნენ, ჩვენ კი მთელი ძალებით ვიყავით გოლის გატანაზე კონცენტრირებულნი. მათ ბევრი ინდივიდუალისტი ჰყავთ, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.

ეს გამარჯვება თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის. ისღა დაგვრჩენია, გავერთოთ და დღევანდელი დღით ვისიამოვნოთ,” – აცხადებს კეილორ ნავასი, რომელმაც მატჩში რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სეივი განახორციელა.

ნავასი: “ესპანიოლთან” მარცხი მიუღებელია, მაგრამ ჩვენ პროფესიონალები ვართ და მოტივაცია არ უნდა დავკარგოთ”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის 26-ე ტურიში მადრიდის “რეალი” კატალონიას ესტუმრა და ადგილობრივ “ესპანიოლს” დაუპირისპირდა. საკმაოდ უინტერესო შეხვედრა ერთადერთი გატანილი გოლით დასრულდა – ანგარიშთ, 1-0 მასპინძლებმა იმარჯვეს.

მატჩის შემდეგ “ბლანკოსის” მეკარემ, კეილორ ნავასმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“რა თქმა უნდა, შედეგი, და, ზოგადად, ლა ლიგაში არსებული მდგომარეობა მიუღებელია. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვართ პროფესიონალები. შესაბამისად, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და მოტივაცია არ დავკარგოთ. ნაწყენები ვართ, რადგან მოგება გვინდოდა. თუმცა, დადებითი კუთხით თუ შევხედავთ, კარგი გამოცდილება მივიღეთ. ზოგჯერ იგებ, ზოგჯერ აგებ, თუმცა აუცილებელია, გამოავლინო ხასიათი, რომ წინ წახვიდე,” – ამბობს კეილორი.

ნავასი: “ხალხი ფიქრობს, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მარტივი ტურნირია – ეს ასე არაა”

მადრიდის “რეალი” მსოფლიოს საკლუბო ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.

აღნიშნული შეჯიბრების შესახებ “ბლანკოსის” მეკარემ, კეილორ ნავასმა ისაუბრა.

“ხალხი ფიქრობს, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მარტივი ტურნირია. მხოლოდ იმიტომ, რომ გუნდები ძლიერი ლიგებიდან არ არიან, ეს არ ნიშნავს იმას, ისინი კარგად არ თამაშობენ. ნებისმიერ მატჩში მაქსიმალური კონცენტრაცია უნდა გამოვიჩინოთ.”

“ხშირად არის ისეთი თამაშები, რომლებშიც წარმატების მიღწევა ძალიან რთულია. თუმცა, ჩვენი თავის რწემანს არასდროს ვკარგავთ. ვიცით, რომ მაქსიმალური ძალისხმევაა საჭრო, რომ მსოლფიო ჩემპიონები კიდევ ერთხელ გავხდეთ,” – აცხადებს ნავასი.

ფილიპე ლუისი და კეილორ ნავასი მადრიდული დერბის წინ ბავშვთა საავადმყოფოს ესტუმრნენ (ვიდეო)

სულ ცოტა დრო რჩება სეზონის ერთ-ერთი გამორჩეულ შეხვედრამდე. მადრიდული დერბი მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს, ამიტომაც თითოეული გუნდის ყველა მოთამაშე განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია.

დღეს ფილიპე ლუისი და კეილორ ნავასი ბავშვთა ჰოსპიტალს ეწვივნენ, სადაც სიმსივნით დაავადებული მცირეწლოვანები მკურნალობენ. მათთან ერთად პატარები რუბი პერესმა (“ლეგანესი”), ანხელმა (“ხეტაფე”) და ფრან ბელტრანმა (“რაიო ვალეკანო”) მოინახულეს. ფეხბურთელებმა ბავშვებთან ისაუბრეს და ფოტოები გადაიღეს. მათ მცირედით მაინც სცადეს პატარების გაბედნიერება. სპორტსმენებმა, ასევე მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

კეილორ ნავასის დაბრუნება მადრიდულ დერბიში საეჭვოა

მაშინ, როდესაც ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებებთან ერთად მატჩებისთვის ემზადებიან ანდაც კლუბში მომავალი შეხვედრებისათვის აქტიურ სამწვრთნელო პროცესში არიან ჩართულნი, მადრიდის “რეალის” მეკარე, კეილორ ნავასი დროს სატრენაჟორო დარბაზში ატარებს.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ კეილორ ნავასი უკვე 5 შეხვედრაა კლუბს ტრავმის გამო ვერ ეხმარება. კოსტა-რიკელის ტრავმა, არც თუ ისე მსუბუქი აღმოჩნდა, როგორც მედიკოსები ვარაუდობდნენ. დიდი ალბათობით, მას მადრიდულ დერბიმდე დასაბრუნებლად დრო არ ეყოფა, ამიტომაც ზიდანს ისევ კიკო კასილიაზე ნდობა მოუწევს. ასევე პრობლემები აქვს “რეალის” მესამე მეკარეს ლუკა ზიდანსაც, რომელსაც ძვლის მოტეხილობის გამო ოპერაცია ჩაუტარდა და ის გუნდს რამდნეიმე თვე ვერ დაეხმარება.

კლუბში ამჟამად მესამე მეკარის ფუნქცია ახალგაზრდა მოჰა რამოს აქვს შეთავსებული, რომელიც მადრიდის “რეალის” აკადემიის წევრია. ის უკვე რამდენიმეჯერ მოხვდა დედაქალაქელტა განაცხადში და ზიდანის გადაწყვეტილებიტ ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც შეიყვანეს.

“რეალი” – “ტოტენჰემი”: ორივე გუნდს საკადრო პრობლემები აქვს

სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე, ლონდონის “ტოტენჰემი” “სანტიაგო ბერნაბეუს” ეწვევა და ადგილობრივ მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება.

ამ შეხვედრას ორივე გუნდი დიდი საკადრო პრობლემებით ხვდება, გადაწყვეტილია, რომ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს გარეტ ბეილი, ასეე “რეალს” ვერ დაეხმარებიან კოვაჩიჩი და კარვახალი, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მადრიდელთა სამწვრთნელო პროცეს შეუერთდა კეილორ ნავასი, რომელსაც კუნთის ტრავმა აწუხებდა.

რაც შეეხება “ტოტენჰემს”, დისკალიფიკაციის გამო, სამშაბათს მოედანზე ვერ გამოვა დელე ალი, ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებთ: ვანიამას, დემბელეს, ლამელასა და დენი როუზს.

კეილორ ნავასი: “ზიდანმა რწმენა მომცა!”

მადრიდის “რეალის” მეკარემ, კეილორ ნავასმა თავის მწვრთნელზე, ზინედინ ზიდანზე ისაუბრა.

“სეზონი ტრავმით დავიწყე და გამოჯანმრთლების გამო, ბევრი გამიცდა. ყველანაირად ვცდილობდი, უფრო მალე აღმედგინდა კონდიციები, თუმცა ეს ასე მარტივი არ იყო.”

“ახლა თავს ძალიან ძლიერად ვგრძნობ, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი თვალსაზრისით. ბედნიერი ვარ იმ ტიტულებით, რომლებიც მოვიგეთ. ეს არ იყო ადვილად გასავლელი გზა! ამაში თავდაჯერებულობა დაგვეხმარა, რაც უმნიშვნელოვანესი რამეა ფეხბურთში. ყოველთვის მადლობას გადავუხდი ყველა ადამიანს, ვინც გვერდით მედგა და მხარს მიჭერდა. პირველ რიგში, ეს ზინედინ ზიდანს ეხება. მის მიმართ მადლიერების გამოსახატავი ყველაზე კარგი გზა კი არის ძალების მაქსიმალურად დახარჯვით თამაში,” – განაცხადა ნავასმა.

“მანჩესტერ სიტი” კეილორ ნავასის გადაბირებას ცდილობს

ბოლო დღეებში დაშვებული სამარცხვინო შეცდომების მიუხედავად, მადრიდის “რეალის” კარის დარაჯი, კეილორ ნავასი ევროპული გრანდებისათვის კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მეკარედ რჩება.

როგორც ცნობილი ხდება, კეილორ ნავასის გადაბირებით სერიოზულად არის დაინტერესებული პეპ გვარდიოლა, რომელიც ვილი კაბალიეროსა და კლაუდიო ბრავოს შემცვლელის ძიებაშია.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენა “ლივერპულსა” და “არსენალსაც” დაუკავშირეს.

ასევე ბევრს საუბრობენ “პარის სენ-ჟერმენის” მხრიდან ინტერესის არსებობაზე, რასაც კევინ ტრაპისა და ალფონსე არეოლას ცუდი თამაში კიდევ უფრო რეალურს ხდის.

კასილიამ კეილორ ნავასი დაიცვა: “ის ამას არ იმსახურებს”

მადრიდის “რეალის” მეორე მეკარემ, კიკო კასილიამ მისი თანაგუნდელი, კეილორ ნავასი დაიცვა, რომელიც “ნაპოლისთან” დაშვებული შეცდომების გამო ჟურნალისტებმა კრიტიკის საგნად აქციეს.

“კეილორ ნავასს ნამდვილად არ დაუმსახურებია ის კრიტიკა, რაც მისი მისამართით მოდის. მეკარეები ყოველთვის წინა პლანზე არიან და ყველაფერზე რომ ვიფიქროთ, რასაც ისინი წერენ, ცხოვრებას უბრალოდ ვერ შევძლებთ.

მე ვიცი ჩემი ადგილი და ის, თუ რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია. მხოლოდ თასის თამაშებში უნდა მიმეღო მონაწილეობა, ასეთმა შანსმა კი ნამდვილად გამაბედნიერა.

ჩემთვის განსაკუთრებული მატჩი იყო, რადგანაც დიდი ხანი არ მითამაშია და არ მოველოდი, რომ ასეთი შანსი მომეცემოდა,” – აცხადებს კიკო კასილია, რომელმაც “ესპანიოლთან” გამართული ლა ლიგის მატჩი სასტარტოდან დაიწყო.

ორმაგი დარტყმა მადრიდელებს: კეილორ ნავასისა და გარეთ ბეილის ტრავმები დადასტურდა

მადრიდის “რეალის” ორი მთავარი ფეხბურთელი, კეილორ ნავასი და გარეთ ბეილი გუნდის დახმარებას უახლოეს მომავალში ტრავმის გამო ვერ შეძლებს.

ბეილს მუხლთან მდებარე კუნთი აქვს დაჭიმული, ნავასმა კი “მანჩესტერ სიტისთან” მატჩში კოჭი დაიზიანა. თუმცა, ჯერჯერობიტ უცნობია, თუ რამდენ ხანს გაატარებენ ისინი ლაზარეთში.

როგორც იცით, უელსელი ფორვარდი ბოლო დროს მართლაც შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა. ბეილმა საშინაო ჩემპიონატში “რაიოსა” და “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ გამართულ მატჩებში მოახერხა გაბრწყინება, მანამ სანამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გადამწყვეტ გოლს გაიტანდა.

კეილორ ნავასი კი ბრწყინვალე სეზონს ატარებს. მიმდინარე სეზონში მან 43 მატჩიდან 21-ში მოახერხა კარის მშრალად შენახვა.

ესპანური გრანდი მომდევნო მატჩებს “ვალენსიასა” და “დეპორტივოს” წინააღმდეგ გამართავს, რის შემდეგაც მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზე გადაერთვება.

კეილორ ნავასი: “ბარსელონასთან” დამარცხების შემდეგ დასკვნები გამოვიტანეთ”

მადრიდის “რეალის” კიპერმა კეილორ ნავასმა ესპანეთის პრიმერადივიზიონში “ბარსელონასთან” ანგარიშით 0:4 განადგურების შესახებ კომენტარი გააკეთა.

“ბარსელონასთან” დამარცხების შემდეგ დასკვნები გამოვიტანეთ. ჩვენ პროფესიონალები ვართ და გვესმის, რომ ძალიან ცუდად ვითამაშეთ. თავად ჩვენ ვართ დამნაშავეები, თუმცა ჩვენი მიზნები უცვლელია და ბრძოლას ვაგრძელებთ”, – აღნიშნა ნავასმა.

“რეალი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურში დონეცკის “შახტარს” დაუპირისპირდება. “სამეფო კლუბის” მეკარემ დამდეგი შეხვედრის შესახებაც გააკეთა კომენტარი.

“რა თქმა უნდა, “შახტარი” ძლიერი მეტოქეა, ქულებიც სჭირდება. ვეცდებით, რომ უშეცდომოთ ვიმოქმედოთ, გუნდურად უნდა ვითამაშოთ და ჩვენი თამაში ვაჩვენოთ. როგორც ყველა მატჩში, ხვალაც გამარჯვებას ვგეგმავთ”, – განაცხადა კეილორ ნავასმა.

მატჩი “შახტარსა” და “რეალს” შორის ხვალ, ლვოვში გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

 

კეილორ ნავასმა ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა

მადრიდის “რეალის” კარის დარაჯმა კეილორ ნავასმა “პარი სენ-ჟერმენთან” გამართულ შეხვედრაში რეკორდი დაამყარა.

28 წლის კოსტა რიკელი პირველი მეკარეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჩატარებულ პირველ ექვს შეხვედრაში თავისი კარი მშრალად შეინახა.

შეგახსენებთ, რომ 3 ნოემბერს, “სამეფო კლუბმა” სანტიაგო ბერნაბეუზე “პარი სენ-ჟერმენი” ანგარიშით 1:0 დაამარცხა.