როგორც იცით, დღეს დილის 9 საათიდან უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა უნდა დაწყებულიყო. ვებ-გვერდზე კვლავ პრობლემებია. biletebi.ge-მ რიგი დააპაუზა და ბილეთების გაყიდვა დროებით შეაჩერა.
ჭდე: სუპერთასი
რა მდგომარეობაა ახლა biletebi.ge-ზე?
Biletebi.Ge-ს მორიგი სასტიკი ტყუილი!
ბილეთები კვლავ არ იყიდება?
ბილეთების გაყიდვის დაწყების დრო ცნობილია
სულ ცოტა ხნის წინ სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით ახალი ინფრომაცია გავრცელდა. გულშემატკივრებს “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის გასამართ მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა 30 ივნისს, 9:00 საათიდან შეეძლებათ. ბილეთები ისევ biletebi.ge-ზე გაიყიდება.
სფფ-მ ბილეთების თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა (ვიდეო)
რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სუპერთასის ბილეთების თაობაზე მორიგი განცხადება გაკეთდა.
ბილეთების გაყიდვა ჯერჯერობით კვლავ შეჩერებულია. დაუდასტურებული ინფრომაციით, რეალიზაციის დაწყება ორშაბათიდანაა მოსალოდნელი.
უეფასთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ ხვალ, თბილისის დროით 12:00 საათზე ფედერაციამ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს უნდა გადასცეს კომუნიკაციის სტრატეგია, რის შედეგადაც უეფა გადაწყვეტილებას მიიღებს.
შესაძლოა, ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია ცალკე მოხდეს. ქართულ ბაზარზე 24 ათასი ბილეთი გაიყიდება.
ახალი ინფორმაცია სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით
როგორც იცით, რამდენიმე საათის წინ ვებ-გვერდ biletebi.ge-ს უეფასგან მიცემული 48-საათიანი ვადა ამოეწურა. დღესვე ფედერაციისა და უეფას წარმომადგენლებს შორის საუბარი შედგა.
წინასწარი ინფორმაციით, სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ორშაბათიდან დაიწყება, თუმცა რა ფორმით, ეს ხვალ ან ზეგ გაირკვევა.
Biletebi.Ge ბოდიშს იხდის
Biletebi.Ge სუპერთასის ბილეთებზე ახალ ინფორმაციას აქვეყნებს
სფფ-სთან აქციის მონაწილე: „ამ ხალხის უპასუხისმგებლობის გამო მთელი დღე კომპიუტერებთან გავატარეთ“
23 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისთან გულშემატკივრების აქცია გაიმართა, რომლებიც თბილისში ჩასატარებელ უეფა-ს სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებულ პრობლემებს აპროტესტებდნენ.
ჩვენი საიტი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ადგილზე კომენტარი სთხოვა და შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით თავისი აზრის გამოთქვის საშუალება მისცა.
„ძირითადად „ბარსელონას“ ქომეგები მოვედით. ორი დღის განმავლობაში ბილეთებთან დაკავშირებულ ამბავს ვაპროტესტებთ. ძალიან ცუდი სიტუაციაა, იმიტომ, რომ ქართველი ქომაგები ამას დიდი ხნის განმავლობაში ველოდით. მთელი დღე ამ ხალხის უპასუხისმგებლობის გამო კომპიუტერებთან გავატარეთ. მსგავსი დიდი ღონისძიება ასე არ იგეგმება. ეს კი ნამდვილად დიდი ღონისძიებაა. ვითხოვთ, სასწრაფოდ მიიღონ ზომები, რათა დაიწყოს ბილეთების გაყიდვა“, – განაცხადა Fanebi.com-თან საუბრისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
სუპერთასის ბილეთების შესახებ ინფორმაცია 19 საათზე გახდება ცნობილი
ამ წუთებში ქართულ მხარესა და უეფას შორის მოლაპარაკებების შემაჯამებელი რაუნდი მიმდინარობს, რის შემდეგაც დაახლოებით ერთ საათში სფფ-ს ხელმძღავნელები საბოლოო განცხადებას გააკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ უეფას სუპერთასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა გუშინ, დილის 9 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა biletebi.ge-მ მომხმარებელთა ნაკადს ვერ გაუძლო და გაითიშა.
კომპანიის ხელმძღვანელები ვებგვერდის ადგენას ორი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. გავრცელებული ინფორმაციით, ხსენებული კომპანია ბილეთებს აღარ გაყიდის.
სუპერთასი 2015 – მიმდინარეობს ბილეთების გაყიდვის ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობა
ცოტა ხნის წინ, ფეხბურთის ფედერაციაში დამთავრდა შეხვედრა biletebi.ge-ს წარმომადგენლებთან. როგორც კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა აღნიშნა, საიტს კვლავ აქვს პრობლემები და სერვერმა ვერ გაუძლო მოძღვავებულ მომხმარებელს. შესაბამისად, ამ დროისთვის ბილეთების გაყიდვა შეჩერებულია.
მოცემულ მომენტში, მიმდინარეობს ბილეთების გაყიდვის ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობა, რომელიც ეცნობება უეფას და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ, სად და როდის გაიყიდება სუპერთასზე დასასწრები ბილეთები. ვვარაუდობთ, რომ უეფა თავის გადაწყვეტილებას სამუშაო დღის ბოლომდე გვაცნობებს.
„უეფა,biletebi.ge და ფეხბურთის ფედერაცია ერთობლივად ვმუშაობთ, რომ პრობლემა მოგვარდეს და გულშემატკივრები დავაკმაყოფილოთ. ახლა, სწორედ ესაა პრიორიტეტი. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ უეფასთან და როგორც კი რამე სიახლე იქნება, გულშემატკივრებს ყველა არსებული საშუალებით შევატყობინებთ“ – განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა
სფფ-ის პრესსამსახური