ბრაზილიელი ნახევარმცველი, პაულინიო 2016 წლიდან გამოდის ჩინური სუპელიგის გუნდ “გუანჯოუში”. ბოლო ხანებში გავრცელდა ხმები, რომ 28 წლის საყრდენით სერიოზულად ინტერესდებოდა მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცი, კარლო ანჩელოტი და რომ ბრაზილიელი იტალიელი სპეციალისტის უმთავრესი სამიზნე იყო.
ამის შესახებ თავად მოთამაშემ ისაუბრა.
“ბუნებრივია, რომ საფეხბურთო ინდუსტრიაში ძალიან ბევრი სპეკულაციაა. მინდა, მოკლედ და კონკრეტულად განვაცხადო, რომ “ბაიერნიდან” არავის დაურეკავს და, შესაბამისად, არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა.”
“ახლა მხოლოდ ჩემი გუნდის წარმატებასა და საკუთარ განვითარებაზე ვფიქრობ,” – განაცხადა ბრაზილიელმა.