Don balon: “რონალდუმ ნეიმარს “პსჟ”-ში გადასვლის შემდეგ წერილი მისწერა”

ნეიმარმა კატალონიური “ბარსელონა” დატოვა და იქ წავიდა, სადაც მეტ ხელფასს მისცემენ – “პსჟ”-ში.

გამოცემა Don balon-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტრანსფერის განხორციელების შემდეგ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ ბრაზილეილ შემტევს მესიჯი მისწერა:

“მესმის შენი სურვილი, რომ გინდა მესის ჩრდილს გაექცე. თუმცა, შენ მაინც შეცდომას უშვებ,” – წერს Don balon-ი.

რა წერილი შევიდა “ლივერპულში”? — ჩვენ არ ვეძებთ FIFA 15-ის ჩემპიონს

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ბრენდან როჯერსის გათავისუფლების შემდეგ მერსისაიდული კლუბის მისამართზე საინტერესო წერილი მივიდა. განმცხადებელი მზად იყო, კლუბი ჩაებარებინა, სამუშაო გამოცდილებად კი ვიდეოთამაშ FIFA 15-ში “პორტსმუთის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოთხწლიან მუშაობას და გუნდთან ერთად პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ასახელებდა.

“ლივერპულმა” განმცხადებელს პატივი დასდო და საპასუხო წერილი გაუგზავნა:

“მადლობას გიხდით საფეხბურთო კლუბ “ლივერპულის” პირველი მწვრთნელის ვაკანტურ პოსტზე თქვენი კანდიდატურის შემოთავაზებისთვის.

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე თქვენს ინტერესს ვერ დავაკმაყოფილებთ, ვინაიდან ჩვენ პროფესიონალურ დონეზე უფრო დიდი გამოცდილების მქონე პირს ვეძებთ. გამოცდილება, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ: კერძოდ, FIFA 15-ში საფეხბურთო კლუბ “პორტსმუთის” მეორე დივიზიონში ჩაბარება და ოთხ სეზონში პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება, არ არის ის სამუშაო გამოცდილება, რომელსაც ამ ეტაპზე ვითხოვთ.

მიუხედავად ამისა, მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და მზად ვართ, მომავალშიც მივიღოთ თქვენი წინადადებები”.

შეგახსენებთ, რომ “ლივერპულის” თავკაცის პოსტზე იურგენ კლოპი დაინიშნა.

LFC letter

 

ემოციური წერილი დავიდ ლუისს

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ბრაზილიის ნაკრები გერმანიის ეროვნულ გუნდთან გამანადგურებელი ანაგრიშით 1:7 დამარცხდა და თასის მოგების შანსი მოისპო. ამის შემდეგ „სელესაოსა“ და ლუიშ ფელიპე სკოლარის მიმართ კრიტიკა კიდევ უფრო გაძლიერდა, თუმცა იყო მანუგეშებელი სიტყვებიც.

მატჩის შემდეგ ბრაზილიის ნაკრების ახალგაზრდა გულშემატკივარმა დავიდ ლუისს, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში გუნდს კაპიტნობდა, ემოციური წერილი მისწერა:

„გამარჯობა, დავიდ ლუის!

მე ანა ლუზი მქვია.

„მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების ყველა მატჩი ვნახე და ძალიან მომწონს შენი თამაში.

კარგად ითამაშე და ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო, ამიტომ არ უნდა იყო დაღონებული. დიდებულად იკაპიტნე.

ხან წაგებ, ხან მოიგებ, მთავარი ისაა, რომ ბედნიერი იყო. ასეთია ცხოვრება.

დავიდ ლუის, შენ ჩემი ჩემპიონი ხარ!“