ათი საუკეთესო ქართველი გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში

თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდა შემტევის გიორგი პაპუნაშვილი ბრემენის „ვერდერში“ ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია. პარასკევს პაპუნაშვილი გერმანიაში გაფრინდა, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, იქამდე კი Fanebi.com-ი იმ ათ ქართველ ფეხბურთელს იხსენებს, რომელსაც პირველ ან მეორე ბუნდესლიგაში უთამაშია.

1. საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე 1993 წლიდან 1996 წლამდე ფრანკფურტის „აინტრახტის“ ფერებს იცავდა

`1
2. ლევან კობიაშვილს სამ გერმანულ კლუბში უთამაშია. ბუნდესლიგაში კარიერა მან „ფრაიბურგში“ დაიწყო, რის შემდეგაც „შალკეში“ გადავიდა, რომლის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა. კარიერა კობიმ ბერლინის „ჰერტაში“ დაასრულა

image_slshow_einzel_0_2
3. მრავალფეროვანი გერმანული კარიერა ალექსანდრე იაშვილსაც ჰქონდა, რომელმაც „ლუბეკში“, „ფრაიბურგში“, „კალსრუესა“ და „ბოხუმში“ ითამაშა

3
4. 1998 წლიდან 2005 წლამდე ლევან ცქიტიშვილი „ფრაიბურგში“ გამოდიოდა, რის შემდეგაც ერთი სეზონი „ვოლფსბურგში“ ირიცხებოდა. მოგვიანებით ის ჯერ „პანიონისში“ გადავიდა, შემდგომ კი თბილისის „ლოკომოტივში“ ითამაშა. 2009 წელს ცქიტიშვილი მეორე ბუნდესლიგის კლუბ „ვეჰელში“ თამაშობდა, რომელშიც კარიერა დაასრულა

4
5. არჩილ არველაძემ „კიოლნის“ რიგებში 2000 წლიდან 2003 წლამდე 29 შეხვედრა ჩაატარა

5
6. „შალკე“ ლევან ყენიაზე იმედებს სამი წლის განმავლობაში ამყარებდა, მაგრამ ხშირმა ტრავმებმა მას თავის გამოჩენის საშუალება არ მისცეს. 2013 წელს ის დიუსელდორფის „ფორტუნაში“ გადავიდა, ამჟამად კი პრაღის „სლავიას“ ღირსებას იცავს

6
7. ოთახ ხიზანეიშვილს უამრავ კლუბში უთამაშია, აქედან ორი გერმანულია („ფრაიბურგი“ და „აუგსბურგი“)

7
8. რევაზ არველაძემ ჯამში ოთხ გერმანულ კლუბში ითამაშა. ყველაზე მეტი შეხვედრა მან „ჰომბურგის“ მაისურით ჩაატარა. ასევე ის „კიოლნის“, „ტენის ბორუსიასა“ და „როტ-ვაისი ობერჰაუზენის“ რიგებში თამაშობდა. კარიერა მან სწორედ ამ უკანასკვნელში დაასრულა

8
9. „ფრაიბურგში“ თამაში დავით თარგამაძემაც მოასწრო, რომელიც ამ კლუბის ღირსებას 2008 წლიდან 2010 წლამდე იცავდა და ჯამში მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა

9
10. „ბოხუმში“ სადებიუტო სეზონში ნიკოლოზ გელაშვილმა 25 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მოგვიანებით ქართველი ფორვარდი აზერბაიჯანში გადაბარგდა, სადაც „ყარაბაღ აღდამის“ ფერებს იცავდა. ამჟამად გელაშვილი ალბანურ „ფლამურტალში“ გამოდის

Gelashvili729

მარგველებს ოთარ ხიზანეიშვილი შეუერთდა

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონ” კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა. 32 წლის გამოცდილი მცველი ოთარ ხიზანეიშვილი, რომელსაც ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მრავალ კლუბში წარმატებით უასპარეზია, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 1,5 (0,5+1 სისტემით) წლის განმავლობაში დაიცავს.

ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის შესახებ: ოთარ ხიზანეიშვილი  მცველი; დაბადებულია – 26.09.1981; სიმაღლე – 187 სმ, წონა – 89 კგ.

 

კარიერის მანძილზე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”დინამო” (თბილისი) – 1998-2000; ”სპარტკი”(მოსკოვი, რუსეთი) – 2000-2001; ”როსტსელმაში”(როსტოვი, რუსეთი) – 2001; ”დინამო” (თბილისი) – 2002-2004; ”დინამო” (მოსკოვი, რუსეთი) – 2004; ”ფრაიბურგი”(ფრაიბურგი, გერმანია) – 2005-2008; ”აუგსბურგი”(აუგსბურგი, გერმანია) – 2008-2010; ”ანჟი” (მახაჩკალა, რუსეთი) – 2010; ”ვოსტოკი” (ოსკემენი, ყაზახეთი) – 2011; ”დინამო” (თბილისი) – 2012-2013; ”დილა” (გორი) – 2013-2014.

 

ზესტაფონელთა ახალწვეულს საქართველოს თითქმის ყველა ასაკობრივ გუნდში უთამაშია, ხოლო ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მას20 მატჩი აქვს ჩატარებული. 2000 წელს, მოსკოვის “სპარტაკში” ასპარეზობისას, ოთარ ხიზანეიშვილი რუსეთის ჩემპიონი გახდა, შემდეგ , ჯერ “ფრაიბურგისა“, მერე კი “აუგსბურგის” შემადგენლობაში, წარმატებით ასპარეზობდა მეორე ბუნდესლიგაში.

 

აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ მარგველთა ახალწვეული გუნდის ღირსებას 33-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური