“სუონსი სიტის” ყოფილ თავდამსხმელ მიჩუს უელსურ კლუბში დაბრუნება სურს. შეგახსენებთ, რომ 29 წლის ფეხბურთელი ამჟამად ესპანეთის რანგით მეოთხე დივიზიონში მოასპარეზე კლუბ “ლანგრეოში” თამაშობს.
“გამიხარდებოდა “სუონსიში” დაბრუნება, სადაც კარიერის ყველაზე კარგი სეზონი გავატარე. მენატრება იქაური ქომაგი, ქალაქი, თანაგუნდელები და საერთოდ, პრემიერლიგა. თუ უმაღლეს დონეზე ისევ ვითამაშებ, ჩემი კლუბი სწორედ “სუონსი” იქნება.
დღემდე ვნანობ კლუბიდან წამოსვლას. იქ თამაში კვლავ მსურს. “სუონსიში” თამაში ჩემი ცხოვრების აზრი იყო. მესმის, რომ ფანების მხრიდან სიყვარულს ვერ დავიბრუნებ, მაგრამ მე მაინც მსურს დაბრუნება”, – ციტირებს მიჩუს სიტყვებს Goal.com-ი.