29 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა მიჩუმ კონტრაქტი თავისი ქვეყნის რანგით მეოთხე დივიზიონის კლუბ „იურ ლანგრეოსთან“ გააფორმა.
მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების დეტალები არ ხმაურდება.
შეგახსენებთ, რომ მიჩუმ ცოტა ხნის წინ „სუონსისთან“ კონტრაქტი გაწყვიტა, რომელშიც 2012 წლიდან ირიცხებოდა და 52 მატჩში 20 გოლი გაიტანა. 2014/15 წლების სეზონში ის იჯარით „ნაპოლიში“ იყო, თუმცა მხოლოდ 3 შეხვედრის ჩატარება მოუწია.