დღეს ჩემოპიონთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრის პირველი მატჩი შედგა: მიიუნხენის “ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” მიიღო. დაპირისპირება ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით, 2-1 დასრულდა.
თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელი, ხამეს როდრიგესი ესაუბრა.
“ძალიან ახლოს ვიყავით, რომ მატჩი მოგვეგო. ბევრი მომენტი გვქოდნა. მათ მხოლოდ ორი შესაძლებლობა მიიღეს და ორივე გამოიყენეს. ძალიან კარგ ტემპში ვთამაშობდით. ახლა კი შვიდი დღე გვაქვს, რათა ქამბექზე ვიფიქროთ. ამ გუნდში ბედნიერი ვარ. უკვე რვა შესანიშნავი თვე მქონდა. დღესაც კარგად ვითამაშე. არ ვიცი რა იქნება მომავალში, ჩემი აწმყო “ბაიერნია”. ყველამ კარგად იცის, რომ აქ თავს კარგად ვგრძნობ,” – ამბობს ხამესი.