კარიკატურა: გვარდიოლამ პრემიერ ლიგა მოათვინიერა

პრემიერ ლიგის მერვე ტურში პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტიმ” “სტოკ სიტი” ანგარიშით, 7-2 გაანადგიურა და ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

ომარ მომანის აზრით, პეპმა, საბოლოოდ, მოათვინიერა ინგლისის ჩემპიონატი.

მოურინიო: “კარიერის “მანჩესტერ იუნაიტედში” დასრულებას ნამდვილად არ ვაპირებ”

მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთის სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ დარწმუნებით განაცხადა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” ბოლო კლუბი არ იქნება მის კარიერაში, სადაც მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე იმუშავებს.

სექტემბრის თვეში “რეალის” ექს-თავკაცმა აღნიშნა, რომ “ოლდ ტრაფორდზე” კიდევ მრავალი წლის მანძილზე გეგმავდა დარჩენას, რის გამოც ფანების გარკვეულმა ნაწილმა მას ფერგიუსონის გზის გავლა უწინასწარმეტყველა (რომელმაც 26 წელი გაატარა “მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელის პოსტზე). თუმცა, როგორც ჩანს, მოურინიო ამ მიზნისკენ სულაც არ მიილტვის.

“ერთადერთი რამ, რისი თქმაც ახლა შემიძლია არის ის, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი ვარ და ბევრი სადარდებელი, ამბიცია და სურვილი მაქვს, სურვილი სიახლეების მიღების.

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ კარიერის დასრულებას მანჩესტერში არ ვაპირებ,” – აცხადებს მოურინიო, რომელსაც “ინტერსა” და “ჩელსიში” მუშაობის გამოცდილებაც გააჩნია.

კლოპი: “მანჩესტერ იუნაიტედი” აქ ერთი ქულისთვის ჩამოვიდა და მიიღო კიდეც”

მერსესაიდის “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” გამართული მატჩი (0-0) შეაფასა, რომელშიც “წითლებმა” მეტოქე აშკარად დაჯაბნეს.

“ლივერპულთან” ასე თამაში არ შეიძლება, მაგრამ ეს მათთვის უმნიშვნელოა. “მანჩესტერ იუნაიტედი” “ენფილდზე” ერთი ქულისთვის ჩამოვიდა და მიიღო კიდეც.

ძალიან კარგი პერფრომანსი იყო ჩვენი მხრიდან, ვიტყოდი, რომ სამ ქულას ვიმსახურებდით, მაგრამ რამდენიმე სიტუაციაში უბრალოდ იღბალმა არ გაგვიმართლა. რა თქმა უნდა, ხაზგასასმელია დე ხეას სეივებიც.

რამდენიმე ფეხბურთელი ძალიან კარგად გამოიყურებოდა და ინდივინდუალიზმის ხარჯზე ცდილობდნენ წარმატების მიღწევას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თამაშები არც ისე კარგად ჩავატარეთ, დღეს დიდებულად ვიბრძოლეთ.

ჩემი აზრით, მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა, შეეძლო ლუკაკუსა და ლოვრენის ეპიზოდში წითელი ბარათიც ეჩვენებინა. ეს ყველაფერი კი ბუნებრივია, სხვა შედეგს მოგვცემდა. ასეთ დროს გაცილებით მეტი კრეატიულობა გვმართებს,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

“ლივერპულმა” და “მანჩესტერ იუნაიტედმა” ქულები გაიყვეს (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგის მერვე ტური მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე საინტერესო დაპირისპირებამ, “ლივერპულისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ჯახმა გახსნა, რომელმაც ჩვენდა სამწუხაროდ, გაცემული ავანსები ვერ გაამართლა.

მართალია, რეალური საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ მხარეებმა გოლის გატანა მაინც ვერ შეძლეს და მატცი ფრედ, 0:0 დასრულდა.

მომდევნო ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი” “ჰადერსფილდს” ეწვევა, “ლივერპული” კი კიდევ ერთ დიდ მატჩში მიიღებს მონაწილეობას და “უემბლიზე” შეეცდება “ტოტენჰემთან” ურთიერთობის გარკვევას.


“ლივერპული”: სიმონ მინოლე; მორენო, ლოვრენი, მატიპი, გომესი; ემრე ჯანი, ჰენდერსონი, ვეინალდუმი; კოუტინიო (სტარიჯი 79′), ფირმინო, მუჰამედ სალაჰი (ჩემბერლინი 79′)

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; ვალენსია, სმოლინგი, ჯონსი, დარმიანი; ანდერ ერერა, მატიჩი; იანგი, მხითარიანი (ლინგარდი 67′), მარსიალი (რეშფორდი 65′); რომელუ ლუკაკუ

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო


“ლივერპული” – “მანჩესტერ იუნაიტედი” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, ინგლისის პრემიერ ლიგის მერვე ტურში მერსესაიდის “ლივერპული” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედს” მიიღებს.

გთავაზობთ გუნდების სასტარტო შემადგენლობებს.

“ლივერპული”: მინოლე, გომესი, მატიპი, ლოვრენი, მორენო, ვეინალდუმი, ჰენდერსონი, ჩანი, სალაჰი, ფირმინო, კოუნტინიო.

“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა, ვალენსია, სმოლინგი, ჯონსი, დარმიანი, ერერა, მატიჩი, იანგი, მხითარიანი, მარსიალი, ლუკაკუ.

კარიკატურა: ალან შირერმა როი კინი ნოკაუტში ჩააგდო

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და “ნიუსკასლ იუნაიტედის” ლეგენდას, ალან შირერს ჰკითხეს, ჩააგდო თუ არა ნოკაუტში მისი მეტოქე, როი კინი. შირერმა უპასუხა, რომ მან ეს მოახერხა.

ომარ მომანი ამ სიტყვებს ასე ეხმაურება

მოურინიო: “ენფილდის” ატმოსფერო ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა”

დღეს პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში მერსესაიდის “ლივერპული” “ენფილდზე” “მანჩესტერ იუნაიტედს” მიიღებს.

“წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მატჩამდე ჟურნალისტებს ესაუბრა.

“ჩემთვის სასაცილოა ხალხის საუბარი, როცა ამბობენ, რომ დიდი ატმოსფერო ჩვენ არ მოგვწონს. თითქოს, ისინი ფიქრობენ,რთულია ჩავიდეთ განსაკუთრებულ ადგილზე და მოწინააღმდეგის გულშემატკივრების მიერ შექმნილ საოცარ ატმოსფეროს დავუპირისპრიდეთ. ზოგჯერ, ასე ფიქრობენ გამორჩეული, ვეტერანი ფეხბურთელები. პირიქით! ეს ის გარემოა, რომელიც ჩვენ გვსურს, რადგან ის დამატებითი მოტივატორია.”

“როცა “ბარსელონა” “ლას პალმასს” ცარიელ სტადიონზე ეთამაშა, თქვენი აზრით ფეხბურთელები ბედნიერნი იყვნენ ამით? მართლა ფიქრობთ, რომ “ლას პალმასის” მოთამაშეები ასეთ გარემოში ასპარეზობას ამჯობინებდნენ?”

“ჩვენ ხვალ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ტრადიციული გუნდის წინააღდეგ გამორჩეულ სტადიონზე ჩავატარებთ. ვიცით, რომ ფანებს “მანჩესტერ იუნაიტედი” ძალიან არ უყვართ.. თუმცა, ეს ისაა, რაც ჩვენ გვსურს. “ლივერპულს” კარგი მოთამაშეები ჰყავს. ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. რთულია, მათ გავუტოლდეთ. იმედი მაქვს, ისინიც იმავეს ფიქრობენ ჩვენზე,” – ამბობს სეუ ჟოზე.

ლუკაკუს ტრავმა არც ისე სერიოზული აღმოჩნდა

ბელგიის საფეხბურთო ნაკრების სამედიცინო შტაბი “მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივართათვის სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, რომელუ ლუკაკუ მოედანზე უფრო ადრე შეძლებს დაბრუნებას, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით.

მცირე დაზიანების მიღების შემდეგ რომელუ ლუკაკუს ნაკრებთან ერთად არ უვარჯიშია, რამაც ფანების აფორიაქება გამოიწვია. ბელგიელებმა მალევე გაასაჯაროვეს საჭირო ინფორმაცია და აღნიშნეს, რომ არანაირ მოტეხილობას არ აქვს ადგილი.

“რომელუ ლუკაკუს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევები. რენტგენმა არანაირი სახის მოტეხილობა არ დააფიქსირა. რამდენიმე დღის მანძილზე მას ინდივიდუალური პროგრამით მოუწევს ვარჯიში. არსებობს რაღაც შანსი, რომ მან ბოსნიასთან, ან კვიპროსთან გასამართ მატჩებში შეძლოს მონაწილეობის მიღება,” – ვკითხულობთ ბელგიელთა ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში “მანჩესტერ იუნაიტედს” ურთულესი მატჩი ელის – “წითელი ეშმაკები” “ენფილდელებს” უნდა დაუპირისპირდნენ. ასეთ მატჩში კი რომელუ ლუკაკუს მსგავსი ფეხბურთელის არყოფნა მომაკვდინებელიც შეიძლება აღმოჩნდეს.

გვარდიოლა: “გვინდა “იუნაიტედი”, “ტოტენჰემი” და “არსენალი” საკუთარ სდატიონებზე დავამარცხოთ”

ლონდონის “ჩელსისთან” მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვების (0:1) შემდეგ, “მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ პრესასთან საკმაოდ ვრცლად ისაუბრა.

“მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გუნდურად ვიმოქმედოთ და ამაში მხოლოდ ფეხბურთელებს არ ვგულისხმობ, საუბარი ექიმებზე, შტაბის წევრებსა და ხელმძღვანელებზე მაქვს. ერთმანეთის გვერდიგვერდ უნდა ვიდგეთ.

ჩვენი მიზანია, რომ გასვლით თამაშებშიც ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და მეტოქეს პრესინგი შევთავაზოთ. დღეს პირველივე წუთებიდან ამას ვცდილობდით და საბოლოო ჯამში, ამან შედეგი გამოიღო.

კონკურენტები? “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ჰარი კეინის გუნდი”, რომელსაც ყოველ მატჩში ორი ან სამი გოლი გააქვს. “იუნაიტედს” ჟოზე ჰყავს, რომლის სტილიც სწორედ რომ დიდი ზეწოლა და ორთაბრძოლებში დომინირებაა კონტრ-იერიშებზე თამაშის მსგავსად.

ჩვენმა ფეხბურთელებმა უკვე დაამტკიცეს, რომ ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია. გვინდა “ოლდ ტრაფორდზე”, “უემბლიზე” და “ემირეიტსზეც” ჩვენი თამაში ვაჩვენოთ, თუნდაც მაღალი პრესინგის პირობებში,” – აცხადებს ესპანელი სპეციალისტი.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “კრისტალ პალასსაც” ოთხი გოლი გაუტანა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 2016/17 წლების სეზონის მეშვიდე ტურში ჩემპიონობისთვის მებრძოლმა “მანჩესტერ იუნაიტედმა” საშინაო არენაზე “კრისტალ პალასი” მიიღო, რომელსაც გასულ 6 ტურში ერთი გოლიც კი არ ჰქონდა გატანილი.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი “წითელ ეშმაკთა” უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მესამე წუთზე ხუან მატამ გახსნა, ფელაინიმ 39-ე და 49-ე წუთებზე გაიტანა, რომელუ ლუკაკუმ კი 86-ე წუთზე საბოლოო ანგარიში, 4:0 დააფიქსირა.

მომდევნო ტურში ჟოზე მოურინიოს ბიჭები “ენფილდზე” ეცდებიან სასურველი შედეგის მიღწევას, “კრისტალ პალასი” კი ანტონიო კონტეს “არისტოკრატებს” მიიღებს საშინაო არენაზე.


მხითარიანი:”ბევრს ვმუშაობ და უფრო ვრწმუნდები, რომ საზღვრები არ არსებობს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” სომეხმა ნახევარმცველმა, ჰენრიკ მხითარიანმა, რომელსაც ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ევროპულ სარბიელზე ისე ვერ ახერხებდა თამაშს, როგორც პრემიერ ლიგაში, პრესასთან ამ პრობლემაზე ისაუბრა.

“გასულ სეზონში სულ სხვა სიტუაცია იყო, წელს კი ყველაფერი შეიცვალა. ვარჯიშებზე გაცილებით უფრო მეტს ვვარჯიშობ. სეზონი კარგად დავიწყე და მაქსიმუმს ვაკეთებ, რომ ასევე გავაგრძელო.

გასულ სეზონში ძალიან დიდი დრო გავატარე ლაზარეთში ტრავმების გამო და უმეტეს შემთხვევაში თავს კარგად არ ვგრძნობდი. წელს კი ეს პრობლემა აღარ მაწუხებს, თანაგუნდელებსაც შევეწყვე და იმედი მაქვს, რომ ერთად ბევრ გოლს გავიტანთ.

ბევრს ვმუშაობ და კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ საზღვრები არ არსებობს. ძალიან დიდი ხანი ვცდილობდი სასტარტოში მოხვედრას და არ ვაპირებ ამ უფლების ხელიდან გაშვებას,” – აცხადებს მხითარიანი.

კარიკატურა: რიო ფერდინანდი რინგზე შედის

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლსიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რიო ფერდინანდმა განაცხადა, რომ მას სურს პროფესიონალი ბოქსიორი გახდეს. რიოს ამაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

ომარ მომანის აზრით, ფერდინანდი ასეთი ხერხებით შეეცდება მეტოქის დამარცხებას.