“მანჩესტერ იუნაიტედი” – “ვესტ ჰემი”: მანჩესტერელების ბრწყინვალე სტარტი (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 2017/18 წლების სეზონის პირველი ტურის ბოლო მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედი” სლავენ ბილიჩის “ვესტ ჰემს” დაუპირისპირდა და საკმაოდ იოლადაც დაამარცხა.

მატჩში აგარიში 33-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც რეშფორდმის პასი რომელუ ლუკაკუმ გამოიყენა და პირველი გოლიც გაიტანა “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით პრემიერ ლიგაში. 53-ე წუთზე კი დუბლის გაფორმება შეძლო ბელგიელმა ფეხბურთელმა.

87-ე და 90-ე წუთზე კი გულგატეხილი ჯო ჰარტის კარი ანტონი მარსიალმა და პოლ პოგბამ აიღეს. შედეგად, “იუნაიტედმა” 4:0 მოიგო და პირველი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეშიც მოექცა.

მომდევნო ტურში ჟოზეს გუნდი “სუონსის” ეწვევა, სლავენ ბილიჩის – “საუთჰემპტონს”.


“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; ბლინდი, ჯონსი, ბაილი, ვალენსია; პოლ პოგბა, ნემანია მატიჩი; რეშფორდი, მხითარიანი, მატა (ფელაინი 75′); რომელუ ლუკაკუ

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

“ვესტ ჰემი”: ჯო ჰარტი; საბალეტა, რიდი, ოგბონა, მასუაკუ; ნოუბლი (რაისი 61′), ობიანგი; ანდრე აიუ, ფერნანდესი (სახო 60′), არნაუტოვიჩი; ჩიჩარიტო

მთავარი მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი


მოურინიო: “ბრძოლა მინდა, სირთულეებისთვის მზად ვარ”

“ვესტ ჰემთან” გასამართი მატჩის წინ, ჟოზე მოურინიომ პრესასთან საკუთარ გუნდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს “წითელი ეშმაკები” ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

“მინდა “ვესტ ჰემის” წინააღმდეგ დიდი ბრძოლა გავმართოთ, შემდეგ კი “სუონსის” იგივე მიზნით ვეწვიოთ. მინდა ჩემპიონთა ლიგა დაიწყოს. მინდა, ძალიან მინდა, ბრძოლისთვის მზად ვარ. მაგრამ, ჭკვიანურად მოვიქცევი, თამაშგარიდანაც რომ გაგვიტანონ.

ეს უკვე ჩემი გუნდია, მეორე სატრანსფერო ფანჯარა უკვე სრულდება. ადრე ვფიქრობდი, რომ სამი სატრანსფერო ფანჯარა დამჭირდებოდა, მაგრამ ორიც საკმარისი აღმოჩნდა. შესანიშნავი გუნდი მყავს.

წელს გაცილებით უფრო კარგად ორგანიზებულები ვართ, ყველა ასპექტში. ასე რომ, მიმდინარე სეზონში ბოლომდე ვიბრძოლებთ, ტიტულს ვუმიზნებთ და სირთულეებისთვის მზად ვართ,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.

“პოგბა ისეთივე გამორჩეული არ არის, როგორიც კანტონა იყო”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, შოტლანდიელმა დევიდ მოიესმა პრესასთან პოლ პოგბაზე ისაუბრა, რომელიც მანჩესტერული გუნდის ერთ-ერთ უმთავრეს იმედად მოისაზრება.

“ჩემი გადმოსახედიდან, ის უმაღლესი დონის მოთამაშეა, მაგრამ არ ვიცი, შეუძლია თუ არა მას “მანტერ იუნაიტედის” სასარგებლოდ მატჩის ბედის გადაწყვეტა.

წარსულში “მანჩესტერ იუნაიტედს” ჰყავდა ისეთი განსაკუთრებული მოთამაშეები, როგორებიც კანტონა და გიგზი იყვნენ. პოგბა კი ასეთივე გამორჩეული ნამდვილად არ არის.

პოგბა ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არამგონია, მნიშვნელოვან მატჩებში მან გუნდის ლიდერობა შეძლოს,” – აცხადებს მოიესი.

პერესმა ბეილის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა გუნდის უელსელ ვარსკვლავზე, გარეტ ბეილზე გააკეთა კომენტარი, რომელსაც ბოლო დროს საკმაოდ აქტიურად უკავშირებენ “მანჩესტერ იუნაიტედს”.

“ბეილის გაყიდვაზე არც კი მიფიქრია, ის ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და ამავდროულად, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეცაა.

ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს. ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგების შემდეგ, ჩემი და ზიდანის იდეა მხოლოდ არსებული ფეხბურთელების შენარჩუნება და მომავალ წარმატებებზე ფიქრი იყო,” – აცხადებს პერესი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ბეილმა გასული სეზონის 27 მატჩში მხოლოდ ცხრა გოლის გატანა შეძლო.

მოურინიო იბრაჰიმოვიჩის დარჩენაზე მიგვანიშნებს?

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის მომავალზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის ძალიან ახლოსაა “მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩენასთან.

როგორც იცით, ზლატანს უკვე ამოეწურა “წითელ ეშმაკებთან” გაფორმებული 1-წლიანი კონტრაქტი და ახლა ლაზარეთში იმყოფება, სადაც ის რეაბილიტაციის პროცესს გადის.

“იქნებ, ის მომავალ სეზონშიც ჩვენთან დარჩეს. მართალია, მას კლუბთან არანაირი სახის კონტრაქტი არ აკავშირებს, მაგრამ “მანჩესტერ იუნაიტედთან” მაინც ძალიან ახლოსაა,” – განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ზიდანი ფინალის წინ: “რონალდუ სრულ მზადყოფნაშია”

ევროპის სუპერთასის ფინალის წინ, მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესასთან კრიშტიანუ რონალდუს ფორმაზე ისაუბრა, რომელიც ახლახან დაუბრუნდა გუნდს.

“მის გარშემო ძალიან დიდი აურზაურია ატეხილი და ბევრი რამ ხდება, მაგრამ ის მშვიდადაა. ყველაზე მეტად ის მაკვირვებს, რომ ფიზიკურად ისეთივე ფორმაშია, როგორიც სეზონის ბოლოს იყო.

ჩემთვის მთავარია, რომ ის მზადყოფნაშია. სხვა მხრივ კი, ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ის ფაქტი, რომ რონალდუ ახლა ჩვენს გვერდითაა ძალიან კარგია, რადგანაც ის ჩვენს გუნდში უდიდეს როლს თამაშობს. ვნახავთ, ითამაშებს თუ არა ის ხვალ,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

მოურინიო: “რეალსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის სხვაობა ძალიან დიდია”

ევროპის სუპერთასის მატჩამდე, სადაც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან, “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ პრესასთან ისაუბრა.

“რა თქმა უნდა, ვეცდებთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულსა და ევროპა ლიგის გამარჯვებულს შორის სხვაობა ისედაც ნათელია.

გუნდებს შორის განსხვავება დიდია, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია. ჩემი გუნდი მოედანზე უნდა გავიდეს და უბრალოდ სიამოვნება მიიღოს ამ მომენტით. ფეხბურთელის ცხოვრებაში მსგავსი მომენტები ხშირი ნამდვილად არ არის, თუ რა თქმა უნდა, “რეალში” ან “ბარსელონაში” არ თამაშობს.

როდესაც “რეალს” ვახსენებთ, ვსაუბრობთ ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ჩემპიონზე, რაც საუკეთესო ტიტულია, რომელიც გუნდს შეიძლება ჰქონდეს. ჩვენ კი ევროპა ლიგა მოვიგეთ,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.

ჟოზე მოურინიო: “მატიჩი ნამდვილი გენიოსია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გუნდის ახალწვეული, ნემანია მატიჩი შეაქო, რომელიც ახლახან, ლონდონის “ჩელსისგან” გადაიბირა და მას გენიოსიც კი უწოდა.

“ჩემი გადმოსახედიდან, ასეთ პოზიციაზე მარტივად თამაში მხოლოდ გენიოსებს შეუძლიათ. დიახ, მატიჩი ნამდვილი გენიოსია, რადგანაც ყველაფერს ისე აკეთებს, თითქოს ეს უადვილესი რამ იყოს. ის თავის პოზიციაზე ფანტასტიკურად თამაშობს.

მისი თამაშის სტილი განსაკუთრებულია, ის თამაშისას გადაწყვეტილებებს ცივი გონებით იღებს და ფიზიკურადაც ყოველთვის მზადაა. რა თქმა უნდა, ჯერ მხოლოდ პრესეზონია და უმაღლეს დონეზე თამაშს ვერავისგან მოვითხოვ,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.

L’Equipe: “წინა ზაფხულში ნეიმარს “მანჩესტერში” გადასვლას კონტრაქტზე ხელის მოწერაღა აშორებდა”

ფრანგული გამოცემა, L’Equipe სენსაციური ინფორმაციის შემცველ ვრცელ სტატიას ვარცელებს.

ნახსნები გამოცემის თანახმად, კატალონიის “ბარსელონას” სუპერვასკვლავით, ნეიმარით გასულ ზაფხულში “მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერესდებოდა და მასში ასტრონომიულ თანხას, 190 მილიონ ვეროს იხდიდა. “წითელი ეშმაკები” ფეხბურთელსა და მის მამას კონტრაქტის საოცნებო პირობებზეც შეუთანხმდნენ. ეს ყველაფერი ისე არ გაიწელა, როგორც – ახლა “პსჟ”-“ბარსელონას” მოლაპარაკება. იგივე წყაროს ცნობით, ბრაზილიელმა ბოლო მომენტში გადაიფიქრა “მანჩესტერულ”, უკვე შედგენილ კონტრაქტზე ხელის მოწერა.

სტატიის ბოლოს წერია, რომ ნეიმარის “პსჟ”-ში ტრანსფერი გადაწყვეტილი არაა და ბრაზილიელი არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებებით ხასიათდება. ვნახოთ, როგორ დასრულდება საგა, რომელიც “ნეისა” და “პსჟ”-ს უკავშირდება.

როგორი სქემით ითამაშებს “მანჩესტერ იუნაიტედი” შემდეგ სეზონში? (ფოტო)

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე “მანჩესტერ იუანაიტედის” აქტიურობამ შედეგი გამოიღო: მან სამი ვარსკვლავი დაიმატა. პირველი მათგანი ვიქტორ ნილსონ ლინდელოფია. იგი ლისაბონის “ბენფიკადან” შეუერთდა ინგლისურ კლუბს. ასევე, “წითელი ეშმაკი” გახდა ნემანია მატიჩი. სერბმა ლონდონური კარიერა დაასრულა და “ჩელსიდან” მანჩესტერში გადმობარგდა. ხოლო, ყველაზე დიდი და, რაც მთავარია, ახალი ძალა რომელუ ლუკაკუა. ბელგიელი თავდამასხმელი კლუბში ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჩაანაცვლებს.

ნახსენები სამი მოთამაშის შეძენის შემდეგ, ინგლისურ გამოცემათა უმარვლესობის აზრით, “იუნაიტედი” ასეთი სქემით ითამაშებს:

დე ხეა, შოუ, ლინდელოფი, ბაილი, ვალენსია, პოგბა, მატიჩი, ერერა, მარსიალი, ლუკაკუ, მხითარიანი.

 

მაკლერი: “მატიჩი პოგბას გათავისუფლებას შეძლებს”

ბრაიან მაკლერმა, რომელსაც “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში 388 მატჩი აქვს ჩატარებული, ნემანია მატიჩის ტრანსფერის დადებით მხარეებზე ისაუბრა.

“იუნაიტედს” სჭირდება ისეთი ფეხბურთელი, რომელიც პოგბას უკან თამაშობს. გასულ სეზონში პოლმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც მაიკლი იყო, მაგრამ კერიკის მშვენიერი კარიერა უკვე დასასრულს უახლოვდება და ჟოზეს მის ადგილას ვინმე უფრო მობილური ფეხბურთელი სჭირდებოდა.

იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პოლ პოგბას მისთვის უჩვეულო პოზიციაზე უწევდა ყოფნა, რაც მას თავისი შესაძლებლობების ბოლომდე გამომჟღავნებაში უშლიდა ხელს.

მჯერა, რომ უახლოეს პერიოდში მატიჩი მის გათავისუფლებას შეძლებს და პოგბაც უფრო პროდუქტიული იქნება შეტევში,” – აცხადებს მაკლერი.

მოურინიო: “გავუშვებ თუ არა ფელაინის “გალათასარაიში”?

მარუან ფელაინი უკვე წლებია “მანჩესტერ იუნაიტედშია” და მაინც ვერ ამართლებს ბოლომდე იმ იმედებს, რაც მისადმი გულშემატკივარს აქვს. სატრანსფერო პერიდოის დროს მას ხშირად უკავშირებენ ამა თუ იმ კლუბს. ერთ-ერთი ასეთი თურქული “გალათასარაია”. მისმა წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ ისიც თქვეს, რომ ბელგიელი ძალიან ახლოს იყო მათ გუნდში გადასვლასთან.

დღეს “წითელმა ეშმაკებმა” ამხანაგურ შეხვედრაში “ვალერენგას” მოუგეს. ფელაინიმ ჰენრიც მხითარიანის პასით ანგარიში გახსნა. საბოლოოდ, კი მატჩი ანგარიშით, 3:0 დასრულდა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიოს ნახსენები შესაძლო ტრანსფერის შესახებ ჰკითხეს…

“მარუანი ჩვენთვი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. შესაძლოა, მისი პოზიციის სხვა მოთამაშე დავიმატოთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფელაინი დაგვტოვებს. ის ძალიან გვჭირდება. მეტსაც გეტყვით,  “გალათასარაიში” ჩემი წასვლის შანსი უფრო დიდია, ვიდრე – ფელაინის,” – განაცხადა პორტუგალიელმა.