გრიზმანი: “ეს გამარჯვება დავიმსახურეთ”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკომ” “ბარსელონას” ბარიერის დაძლევა მოახერხა. როგორც მოგეხსენებათ, წყვილის პირველი მატჩი კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. მადრიდში გამართულ საპასუხო შეხვედრაში “ატლეტიკომ” ანტუან გრიზმანის დუბლის წყალობით 2:0 იმარჯვა.

მატჩის შემდეგ გრიზმანმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა.

“ატლეტიკომ” ძალისხმევა არ დაიშურა იმისთვის, რომ ევროპის საუკეთესო კლუბთა ოთხეულში აღმოჩენილიყო. ვიცოდით, რომ დღეს სულ სხვა თამაში იქნებოდა. ყურადღებით ვმოქმედებდით დაცვაში და საერთო ჯამში, ეს გამარჯვება დავიმსახურეთ”, – ციტირებს გრიზმანის სიტყვებს “ბიბისი”.

 

სიმეონე: “ატლეტიკო” გრიზმანს ჯაჭვით ვერ დააკავებს”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე გუნდიდან ანტუან გრიზმანის წასვლას არ გამორიცხავს. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ მადრიდულ კლუბს ფიფასგან ტრანსფერებზე დისკვალიფიკაცია აქვს დაწესებული და ფრანგი ფეხბურთელის წასვლის შემთხვევაში, ორი სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში გუნდი მის შემცვლელს ვერ იყიდის.

“სპორტული დირექტორი ანტუანს გაესაუბრება და ერთად მიიღებენ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას. გრიზმანი ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მეტად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა მას ჯაჭვით ვერ დავაკავებთ”, – ციტირებს სიმეონეს სიტყვებს Goal.com-ი.

ანტუან გრიზმანმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში 18 გოლი გაიტანა.

 

პერესმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ გრიზმანს “რეალში” გადასვლა სურს

ესპანური გამოცემა “ასი იტყობინება, რომ მადრიდის “რეალის” ახალი სატრანსფერო მიზანი “ატლეტიკოს” ნახევარმცველი ანტუან გრიზმანი გახდება.

წყაროს თანახმად, “სამეფო კლუბის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ჟურნალისტებს უკვე აცნობა, რომ ფრანგ ფეხბურთელს “სანტიაგო ბერნაბეუზე” გადასვლა სურს.

შეგახსენებთ, რომ “რეალში” გრიზმანის თანაგუნდელები – კარიმ ბენზემა და რაფაელ ვარანი თამაშობენ.

გეტყვით იმასაც, რომ ფრანგ ფეხბურთელს “ატლეტიკოსთან” მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისს ეწურება.

 

გრიზმანი: “იმედია, ჩემგან ნამდვილი თავდამსხმელი დადგება”

მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა იმედი გამოთქვა, რომ თავდამსხმელის ნიჭის სრულად გამომჟღავნებას შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გუშინ გამართულ მატჩში (4:0) ერთი გოლი გაიტანა. მისთვის ეს პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში მე-12 გატანილი გოლია.

“იმედი მაქვს, ჩემგან ნამდვილი თავდამსხმელი დადგება. მეტოქე გუნდების კართან ბევრს ვმუშაობ და ვეცდები, რომ მატჩიდან მატჩამდე განვვითარდე.

“რეალთან” შესანიშნავი შეხვედრა ჩავატარეთ. პირველ ტაიმში რამდენჯერმე დავკარგე ბურთი ისეთ მომენტში, რომელშიც არ უნდა დამეკარგა, თუმცა ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ. ასე უნდა გავაგრძელო”, – გრიზმანის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

ოფიციალურად: გრიზმანმა “ატლეტიკოსთან” ექვსწლიანი გააფორმა

ფრანგმა თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა მადრიდის “ატლეტიკოში” სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კლუბთან ექვსწლიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერის ღირებულებამ 30 მილიონი ევრო შეადგინა.

“მოხარულები ვართ, რომ ეს ტრანსფერი შედგა. ანტუანი თავიდანვე იყო ჩვენი სატრანსფერო მიზანი. ის ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რაც “რეალ სოსიედადში” თამაშის დროს დაამტკიცა.
გრიზმანი კარგად თამაშობს ორივე ფლანგზე, ეხერხება ფლეიმეიქერის პოზიციაზე თამაშიც. სწრაფია, შესანიშნავი დარტყმა აქვს და გადაცემებსაც კარგად აკეთებს”, – განაცხადა “ატლეტიკოს” სპორტულმა დირექტორმა ხოსე ლუის კამინერომ.

ანტუან გრიზმანმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის გასულ გათამაშებაში 35 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.

 

ანტუან გრიზმანი „ატლეტიკოს“ უახლოვდება

მადრიდის “ატლეტიკო“ „რეალ სოსიედადის“ თავდამსხმელ ანტუან გრიზმანის შეძენასთან ახლოსაა.

Goal.com-ის თანახმად, მადრიდელები მზად არიან, ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გაიღონ. 23 წლის ფორვარდის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები თვეზე მეტია, მიმდინარეობს და მხარეები თითქმის საბოლოო შეთანხმებამდეც მივიდნენ.

ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს დღეებში უნდა დადასტურდეს.

ანტუან გრიზმანმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის გასულ გათამაშებაში 35 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.