ერიკ დაიერი: “ტოტენჰემი” ბოლომდე იბრძოლებს”

ერიკ დაიერი აცხადებს, რომ “ტოტენჰემი”, რომელიც ამ დროისთვის მთელი 10 ქულით ჩამორჩება ლიდერ ლონდონის “ჩელსის”, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დანებებას არ აპირებს და ბოლომდე იბრძოლებს.

“მართალია, ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ მჯერა, რომ ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება,” – აცხადებს დაიერი Evening Standard-თან საუბრისას.

“წელს ბევრი კარგი გუნდი ცდილობს წარმატებისთვის ბრძოლას, ჩვენი ჩათვლით და დანებებას არ ვაპირებთ. მომავალს იმედის თვალით შევყურებთ და ვცდილობთ თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ.

წინ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, სამწვრთნელო შტაბს ბევრი სამუშაო აქვს. საუბარი არაფერს მოგვიტანს, უნდა ვიმოქმედოთ.”

ერიკ დაიერი: “ერერამ ეს განზრახ გააკეთა, მაგრამ არ ვიცი რატომ”

ლონდონის “ტოტენჰემისა” და ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ერიკ დაიერმა მასსა და ანდერ ერერას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა (როდესაც ერერამ მას მხარი ჩაარტყა).

“ფეხბურთელები თამაშისას ერთმანეთს ხშირად არტყამენ, ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ეს პასის გაკეთებიდან კარგა ხნის შემდეგ მოხდა… მან უბრალოდ ჩამარტყა, თანაც სახეში და არ ვიცი რატომ. ჩემთვის ეს მიუღებელი და სამარცხვინოა.

ფეხბურთში დარტყმები ჩვეულებრივია, თუმც ასეთი რამ ჩვეულებრივი არ არის, ეს სიბინძურე უფროა, რომლის საჭიროებაც ნამდვილად არ იყო.

ამბობს მე არ გამიკეთებიაო, მაგრამ ეს ხომ ყველასათვის ნათელია. თუ ამ მომენტს კიდევ ერთხელ შეხედავთ, დარწმუნდებით, რომ მან მე ძალით მომარტყა. ასეთი რაღაცეები ნამდვილად არ მომწონს.” – განაცხადა მან.

დაიერი: “კრიზისი “ტოტენჰემში? ნუ მაცინებთ”

ლონდონის “ტოტენჰემის” ინგლისელ ფეხბურთელს, ერიკ დაიერს “ტოტენჰემის” კრიზისში ყოფნის საკითხი სასაცილოდ მიაჩნია მიუხედავად იმისა, რომ “სპურსის” მოუგებელი სერია უკვე შვიდ მატჩს ითვლის.

“ხალხი “ტოტენჰემის” კრიზისში ყოფნაზე ალაპარაკდა, არადა პრემიერ ლიგის ახალ სეზონში ერთი მატჩიც არ წაგვიგია.” – განაცხადა დაიერმა, რომელმაც “ბაიერ ლევერკუზენთან” წაგებულ მატჩში (0-1) 90 წუთი ითამაშა.

“რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენები შედეგი დამამწუხრებელია, მაგრა ვფიქრობ, რომ სასაცილოა როდესაც კრიზისში ყოფნას გვაბრალებენ მაშინ, როდესაც ლიგაში ჯერ ერთი მატჩიც არ წაგვიგია.

წარსულზე დარდის დრო ნამდვილად არ გვაქვს. გასულ წელს ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ, რათა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოგვეპოვებინა. ახლა კი ვალდებულნი ვართ, მომავალზე ვიფიქროთ და ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც გვჩვევია.”

ერიკ დაიერმა რუსეთთან გამართული მატჩის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

როგორც იცით, ევრო 2016-ის პირველ მატჩში ინგლისის ეროვნული ნაკრები რუსეთის გუნდს დაუპირისპირდა. მატჩი ბრიტანელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა რუსებმა ბოლოს ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს.

“ერთმანეთი უნდა წამოვაყენოთ და წინსვლა განვაგრძოთ. ამ მატჩიდან ბევრი დადებითი რამის აღება შეგვიძლია, მხოლოდ იმედგაცრუება არაფერს გვიშველის …

ყველაფერს ვაკონტროლებდით ბოლო მომენტამდე … მატჩიდან – მატჩამდე უნდა ვიმოქმედოთ. წინ კიდევ ერთი დიდი მატჩი გველის (უელსთან), ასე რომ ეს შედეგი უნდა დავივიწყოთ.” – განაცხადა პირველი გოლის ავტორმა, ერიკ დაიერმა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ B ჯგუფს 3 ქულით უელსის ნაკრები ლიდერობს, 1-1 ქულა აქვთ ინგლისისა და რუსეთის ნაკრებებს, ხოლო 0 – სლოვაკეთს.

“რეკორდმაისტერი” “ტოტენჰემის” ვარსკვლავს აკვირდება

London Evening Standard ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ბავარიული გრანდი, “ბაიერნი” “ტოტენჰემის” ნახევარმცველის, ერიკ დაიერის გარშემო არსებულ სიტუაციას აკვირდება.

ბუნდესლიგას ლიდერები ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ფორმით გაოცებულები არიან. მათი სკაუტები დაიერს ევროპა ლიგის ეგიდით ჩატარებულ მატჩში (დორტმუნდის “ბორუსიასთან”) აკვირდებოდნენ.

როგორც იცით, ჩაბი ალონსოს კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს იწურება, ამიტომაც “ბაიერნი” ცფილობს, რომ მის ჩამნაცვლებელზე აქედანვე იზრუნოს.

“ტოტენჰემმა” ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების წევრი შეიძინა

ინგლისის ახალგაზრდული გუნდის მცველმა ერიკ დაიერმა “ტოტენჰემ ჰოთსპურში” სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ჩრდილოლონდონურ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტიც გააფორმა.

20 წლის ფეხბურთელი მანამდე ლისაბონის “სპორტუნგის” ღირსებას იცავდა.

ოფიციალური მხარე ტრანსფერის დეტალებს არ ახმაურებს, თუმცა ბრიტანული პრესის ინფორმაციით, პორტუგალიურმა კლუბმა დაიერის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო მიიღო.

 

დაიერი ტოტენჰემში ითამაშებს

“ტოტენჰემმა” ლისაბონის “სპორტინგთან” ერიკ დაიერის ტრანსფერზე მოილაპარაკა. ლონდონელები ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეში 5 მილიონ ევროს გადაიხდიან. მოსალოდნელია, რომ მხარეები ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებენ.

დაიერი, რომელიც ახლა 20 წლისაა, ინგლისში დაიბადა, თუმცა 10 წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად პორტუგალიაში გადავიდა.

გასულ სეზონში ახალგაზრდა ინგლისელმა “სპორტინგის” შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა.