კლაუდიო რანიერი აღიარებს: ” შეცდომა დავუშვი”

“ლესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ “საუთჰემპტონთან” განცდილი მარცხის (3:0) გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ სათამაშო ტაქტიკის შეცვლით დიდი შეცდომა დაუშვა.

“ბოლო მატჩებში გუნდი სხვა ტაქტიკით ვათამაშე იმ იმედით, რომ ფეხბურთელები ასე უფრო შეძლებდნენ სასურველი თამაშის ჩვენებას. მაგრამ, ეს შეცდომა იყო.

შეცდომა დავუშვი, როდესაც “ჩელსის” წინააღმდეგ სამი მცველით ვითამაშე ისევე როგორც დღეს.

ჩემი ფეხბურთელები 4-4-1-1 ტაქტიკას არიან მიჩვეულები. მინდოდა რაღაც დამატებითი ძალა მიმეცა მათვის, მაგრამ ეს არ გამომივიდა.”

შეგახსენებთ, რომ “მელიები” პრემიერ ლიგის 22 ტურის შემდეგ მე-15 პოზიციას იკავებენ და სულ რაღაც 3 ქულით არიან გასავარდნი ზონისაგან შორს.

რანიერიმ “ლესტერის” მიზნებზე ისაუბრა

პრემიერ ლიგის 2016/17 წლების სეზონის აუტსაიდერი ჩემპიონის, “ლესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ პრესასთან “მელიების” მიზნებზე ისაუბრა.

“ჩემპიონთა ლიგა? ბევრი თვლის, რომ “სევილიასთან’ დაწყვილებით ბედმა გაგვიღიმა, მაგრამ რატომ ამბობენ ასე? მათ ხომ ზედიზედ სამჯერ მოიგეს ევროპა ლიგა. ჩვენთვის მათი ბარიერის გავლა ადვილი არ იქნება, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ეს ჩვენი პატარა ოცნებაა.

რაც შეეხება პრემიერ ლიგას, არაფერი შეცვლილა – ჩვენი მიზანი 40 ქულის დაგროვებაა. გასავარდნ ზონას უნდა დავშორდეთ, ეს მნიშვნელოვანია.

იმედი მაქვს, რომ “სტოკთან” გამართული მატჩი ჩვენთვის რაღაც ახალისდასაწყისი იქნება, ვიმედოვნებ, რომ ყველაფერს თავიდან დავიწყებთ.” – განაცხადა რანიერიმ.

ჰარტი და შმეიხილი კლუბებს გაცვლიან?

The Sun-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ჯო ჰარტი და კასპერ შმეიხელი კლუბების გაცვლას აპირებენ.

როგორც იცით, ჰარტი, რომელიც ამჟამად იტალიური “ტორინოს” ღირსებას იცავს, “მანჩესტერ სიტის” მფლობელობაში იმყოფება, რომელსაც პეპ გვარდიოლა წვრთნის. ესპანელ სპეციალისტი კი გუნდში ინგლისელი მეკარის ადგილს ვერ ხედავს.

რაც შეეხება კასპერ შმეიხელის გარშემო არსებულ სიტუაციას, “მელიებს” არ სურთ მისი “სიტიში” გაშვება, სადაც ის ბავშვობაში თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ კასპერს “კინგ პაუერ სტედიუმთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

იმ შემთხვევაში, თუ კასპერი გუნდის დატოვებას გადაწყვეტს, მაშინ “ლესტერის” დირექტორთათვის საუკეთესო ვარიანტი სწორედ ინგლისელი ჯო ჰარტის გადაბირება იქნება.

“ლესტერმა” “მანჩესტერ სიტი” უხვგოლიან შეხვედრაში დაამარცხა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მე-15 ტურის პირველი სათამაშო დღე ჩემპიონისა (“ლესტერი”) და ჩემპიონობაზე პრეტენზიის მქონე (“მანჩესტერ სიტი”) გუნდების დაპირისპირებამ დახურა.

მართალია, “ლესტერი” პრემიერ ლიგაში ნაჩვენები საშინელი შედეგიდან გამომდინარე მატჩის უდავო ფავორიტად “სიტი” სახელდებოდა, მაგრამ მატჩში მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა – თამაშის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ ანგარიში უკვე 3-0 იყო “მელიების” სასარგებლოდ.

პირველი ტაიმში მეტი გოლი არ გასულა. მატჩის მეორე ნახევარში კი ერთი ამდენი გოლი იხილა “კინგ პაუერსზე” შეკრებილმა გულშემატკივარმა – ერთი მასპინძელთა შესრულებით, ორი კი – სტუმართა.

შედეგად, “მანჩესტერ სიტიმ” მეტოქეებს გადასწრების დიდებული შანსი მისცა. “ლესტერი” კი მოპოვებული 3 ქულის წყალობით, 14 პოზიციაზე გადავიდა.


XV ტური
“კინგ პაუერ სტედიუმი”

“ლესტერ სიტი”: ცილერი; ფუქსი, მორგანი, ჰუტი, სიმფსონი; ოლბრაიტონი, კინგი, ამარტი, მაჰრეზი; სლიმანი (ოკაზაკი 79′), ჯეიმი ვარდი

მთავარი მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

“მანჩესტერ სიტი”: კლაუდიო ბრავო; საბალეტა, სანია, სტოუნზი, კოლაროვი; ფერნანდო; ხესუს ნავასი (სტერლინგი 58′), დე ბრუინი, გიუნდოგანი (ნოლიტო 68′), სილვა; იჰეანაჩო (იაია ტურე 58′)

მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლები: ჯეიმი ვარდი 3′ 20′ 78′, კინგი 5′ – კოლაროვი 82′, ნოლიტო 90′


კარაგერი: “ძალიან მინდოდა, რომ “ლივერპულს” მაჰრეზი დაემატებინა”

ჯეიმი კარაგერი აღიარებს, რომ ზაფხულში ძალიან სურდა, მის ყოფილ კლუბს, “ლივერპულს” ალჟირელი რიად მაჰრეზი დაემატებინა, რომელიც პრემიერ ლიგის გასული სეზონის ჩემპიონი გახლავთ.

“მაჰრეზს “ლესტერის” დატოვება სურდა, თუმცა შეთანხმებას ვერცერთ სხვა კლუბთან ვერ მიაღწია.

პირადად მე კი ძალიან მინდოდა, რომ ის “ლივერპულში” გადმოსულიყო. გასულ სეზონში მისი თამაშების ყურებით უდიდესი სიამოვნება მივიღე. სავარძლიდან წამომაგდებდა ხოლმე მისი მოქმედებები, თუ როგორ ჭრიდა ის დაცვის ხაზს.

ძალიან გამიკვირდა, რომ ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო ესოდენ ნიჭიერი ფეხბურთელისთვის საჭირო თანხის გაღება, რომელმაც საკმაოდ ბევრი გოლიც გაიტანა და ასეთივე რაოდენობის საგოლე პასებიც დააგროვა.”

ცუდი შედეგების მიუხედავად, რანიერი სიმშვიდეს მაინც არ კარგავს

ინგლისის ჩემპიონის, “ლესტერ სიტის” თავკაცი, კლაუდიო რანიერი , მიუხედავად “უოტფორდთან” განცდილი დასანანი მარცხისა და სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციაზე გადანაცვლებისა, სიმშვიდეს მაინც არ კარგავს და თვლის, რომ ფეხბურთელები სწორ გზას მალევე დაუბრუნდებიან.

“2-0-ზე საკმაოდ კარგი რეაქცია გამოვამჟღავნეთ, თუმცა “უოტფორდის” გამოცდილი მცველების წინააღმდეგ თამაში ძალიან გაგვიჭირდა.

ვერ ვიტყვი, რომ მსაჯმა შეცდომა დაუშვა. პენალტი სამართლიანი იყო. მათ ორი გოლის გატანა მოახერხეს, რამაც თამაშში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

წავაგეთ, მაგრამ დავინახე ის, რამაც პოზიტიურად ფიქრის უფლება მომცა – ჩვენი მებრძოლი სული. მართალია, სატურნირო ცხრილში ჩვენი პოზიცია არც ისე კარგია, მაგრამ ჩემი ფეხბურთელების მჯერა, ნამდვილად მჯერა.” – განაცხადა მან.

რანიერი: “კანტეს გაშვება ძვირად დაგვიჯდა”

ინგლისის მოქმედი ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ “ჩელსისთან” განადგურების (3-0) შემდეგ აღნიშნა, რომ ნ’გოლო კანტე, რომელიც ზაფხულში “ლესტერიდან” “ჩელსიში” გადაბარგდა, გუნდის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყო.

როდესაც მას კითხეს, იყო თუ არა ეს მარცხი დამსახურებული კანტეს გაყიდვის გამო, მან განააცხადა: “დიახ, ასე იყო. თუმცა ამარტიც კარგად ართმევს თავს თავის მოვალეობებს.

ისინი განსხვავებული ტიპის ფეხბურთელები არიან. რა თქმა უნდა, ნ’გოლო კანტე ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო. ისევე როგორც სხვა ფეხბურთელები. გუნდი ერთმა კაცმა, ერთი კაცის აზროვნებამ შეცვალა.

ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ ამარტის თამაშით, ის უდიდეს პროგრესს განიცდის.”

“I am very, very happy with Amartey, improving in every match.”

რანიერი: “გაგვიმართლა, საუთჰემპტონთან მატჩში ქულა რომ ავიღეთ”

ინგლისის პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის, “ლესტერ სიტის” თავკაცი თვლის, რომ დღევანდელ მატჩში, რომელიც ფრედ, 0-0 დამთავრდა, გამარჯვებას “საუთჰემპტონი” იმსახურებდა.

“ვთვლი, რომ “საუთჰემპტონი” ამ მატჩში გამარჯვებას იმსახურებდა. მათ უფრო მეტი შანსიც შექმნეს და თამაშსაც აკონტროლებდნენ. სამუშაოს უნდა დავუბრუნდეთ.

კმაყოფილი ვარ, ამ მატჩიდან ქულა რომ ავიღეთ, რამეთუ მეტოქეს 3 ქულის მოპოვების ბევრი შანსი მივეცით. საბედნიეროდ, კასპერ შმეიხელმა დიდებული სეივების განხორციელება შეძლო.

თუმცა, ესეც ახალი გამოცდილებაა. ჩემპიონთა ლიგას ვეჩვევით. “საუთჰემპტონმა” დღეს 7 ცვლილება განახორციელა. ალბათ ამიტომაც დაგვჯაბნეს.”

ჯეიმი ვარდი: “არაყმა მომარჩინა, ლაზარეთში ყოფნისას 3-ლიტრ არაყს მივაგენი “

ჯეიმი ვარდი აღიარებს, რომ ლაზარეთში ყოფნისას მან რეაბილიტაციის პროცესის გაუმჯობესების თავისებურ ხერხს მიაგნო – საუბარია არაყზე, რომელშიც მან ე.წ. “სკიტლსები” გაურია.

“განადგურებული ფეხი მქონდა – არაფრით გამორჩეული ტრავმა იყო, თუმცა რეაბილიტაციის პროცესი უსასრულოდ გრძელდებოდა. სახლში 3-ლიტრი არაყი მქონდა, რომელშიც დიდი რაოდენობის “სკიტლსები” ჩავყარე.

ერთხელ მთლიანი შეკვრა ჩავყარე, თუმცა შემდეგში უპირატესობას წითელ და იასამნისფერ ბურთულებს ვანიჭებდი, რადგანაც ფორთოხლისფერი, მწვანე და ყვითელი ბურთულები დიდად არ მომწონს. 20 სხვადასხვა შეკვრა მაინც გამოვიყენე. ამის შემდეგ კი, შეგიძლიათ არაყი დალიოთ და მას სწორედ ისეთი გემო ექნება, როგორიც “სკიტლსებს” აქვთ.

როდესაც მოვიწყენდი, ერთ ჭიქას მოვიმზადებდი და ასე ვკლავდი დროს. არაყი მინიმალური რაოდენობის იყო, მაგრამ ჩემი ფეხისთვის, რომელიც სისხლდენას არ წყვეტდა, მეტი არ შეიძლებოდა.

როდესაც ჩემმა ფიზიოთერაპისტმა ნახა, რომ რეაბილიტაციის პროცესი ასე წარმატებულად მიმდინარეობდა, ძალიან გაუკვირდა. შემდეგ კი ჩემი საიდუმლო გავანდე. სანამ ამ ყველაფერს მეცნიერულ ახსნას მოუძებნიდა და მეტყოდა, რომ ეს ჩემთვის საზიანო იყო, შემაქო კიდეც.”

ტრავმირებული მარსიალი “ლესტერთან” ვერ ითამაშებს

ვოლტერ მაცარის გუნდთან თამაშისას მიღბული ტრავმის გამო, ანტონი მარსიალი “ლესტერ სიტისთან” გასამართ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედის” დახმარებას ვერ შეძლებს. ამ ინფორმაციას მანჩესტერელთა თავკაცი, ჟოზე მოურინიოც ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი შემტევი “უოტფორდთან” გამართული მატჩის 38-ე წუთზე დაშავდა, თუმცა მატჩის მთავარმა არბიტრმა თამაშის წესები არ დააფიქსირა. ამ მომენტს კი დე ხეას კარში გატანილი გოლი მოჰყვა.

“ტრავმის გამო, მარსიალი “ლესტერთან” თამაშს ვერ შეძლებს.

იცით, როდის მიიღო მან ეს დაზიანება – ვფიქრობ, იცით.” – დაამატა მან, რითიც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მსაჯის შეცდომას, რომელმაც გარკვეულწილად მატჩის ბედიც განაპირობა.

ჩავი: “მაჰრეზი “ბარსელონას” დონის ფეხბურთელია”

კატალონიური “ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა, ესპანელმა ჩავიმ “ლესტერის” ლიდერზე, რიად მაჰრეზზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ნამდვილად შეუძლია “ბარსელონელების” გვერდით თამაში.

“მაჰრეზი “ბარსელონას” დონის ფეხბურთელია, მაგრამ იმითაც კმაყოფილი ვარ, მან “ლესტერში” დარჩენა რომ გადაწყვიტა.” – განაცხადა მან Shortlist-თან საუბრისას.

“ნათელია, რომ მას ზაფხულში რამდენიმე ვარიანტი ექნებოდა, მაგრამ “ლესტერს” ამხელა წარმატების შემდეგ ლიდერი რომ დაეკარგა, ნამდვილად დიდი სირცხვილი იქნებოდა.

საინტერესო იქნება “ლესტერისა” და მისი თამაშის ხილვა ჩემპიონთა ლიგაზე.”

კანტე: “მემუდარებოდა, რომ მის გუნდში გადავსულიყავი…”

ნ’გოლო კანტე გასული სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა. მან “ლესტერ სიტისთან” ერთად პრემიერ ლიგა მოიგო და მისი ყოფილი კლუბის წარმატების შემოქმედი იყო. იგი ევრო 2016-ზეც შესანიშნავად გამოვიდა. გასაკვირი არაა, რომ კანტემ ბევრი ევროპული გრანდის ყურადღება მიიპყრო. საბოლოოდ, მან კონტეს “ჩელსის” მიაშურა, სადაც უკვე ადაპტაცია გაიარა და შესანიშნავად ათამაშდა.

ცოტა ხნის წინ კანტემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ჩელსისთან” ერთად მისი შეძენა “მანჩესტერ იუნატედსაც” ძალაინ სურდა…

“როდესაც “ჩელსისა” და “ლესტერს” შორის არჩევანი უნდა გამეკეთებინა, ჟოზე მოურინიომ დამირეკა და მის გუნდში გადასვლას მთხოვდა… მან ძალიან ბევრი არგუმენტი მომიყავანა, რატომ უნდა შევერთებოდი “წითელი ეშმაკების” კოლექტივს. ვუსმენდი მშვიდად, მაგრამ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჩემზე ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინა.”

“ვფიქრობ, კარგად მოვიქეცი, როცა “არისტოკრატებს” შევუერთდი. ამ გუნდთან ერთად დიდი წარმატებისთვის ვიბრძოლებ!” – განაცხადა ფრანგმა საყრდენმა.