გურკუფი „გენგამში“?

„გენგამის“ ხელმძღვანელობა ნახევარმცველ იოან გურკუფით დაინტერესდა.

„L’Equipe“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაფორმებლად კლუბი მზადაა. აქამდე გავრცელებული ცნობით, გურკუფს „ბორდოს“ შემადგენლობაში დაბრუნება შეეძლო.

შეგახსენებთ, რომ ივნისის ბოლოს იოანს „ლიონთან“ კონტრაქტი ამოეწურა და ამჟამად ის თავისუფალი აგენტია.

„ლიონმა“ საფრანგეთის ჩემპიონატის მეექვსე ბომბარდირი დაიმატა

„ლიონმა“ „გენგამის“ ნახევარმცველის კლაუდიო ბოვეს დამატება დაადასტურა.

27 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და ახალ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე გააფორმა.

ბოვე „გენგამის“ ფერებს 2013 წლიდან იცავდა. საფრანგეთის ლიგა 1-ს განვლილ სეზონში მან 36 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 17 გოლი გაიტანა, რითაც ჩემპიონატის ბომბარდირთა შორის მეექვსე ადგილზე გავიდა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე სამი შედეგიანი გადაცემაა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “გენგამს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

8 მაისს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “გენგამი” მიიღო.

მატჩის მე-18 წუთზე, პარიზელთა შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მეტოქის კარში ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.

“გენგამის” ფეხბურთელმა 92-ე წუთზე ბრწყინვალე გოლი გაიტანა (ვიდეო)

5 მარტს, საფრანგეთის თასზე “კონკარნომ” საკუთარ მოედანზე “გენგამი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 92-ე წუთზე დაფიქსირდა, როცა “გენგამის” შემტევმა ნახევარმცველმა კლაუდიო ბოვიუმ ჯარიმა შესანიშნავად შეასრულა.

“დინამოს” დამაჯერებელი გამარჯვება და დაძაბულობა კიევში

კიევში, ევროპა ლიგის 1/16 ფინალურ შეხვედრაში ადგილობრივმა “დინამომ” ფრანგულ “გენგამს” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით კიეველებმა შემდეგი ეტაპის საგზურის მოპოვება შეძლეს.

ანგარიში 31-ე წუთზე ტეოდორჩიკმა გახნეს. მეორე ტაიმის დებიუტში “ოლიმპიისკიზე” შეკრებილი გულშემატკივრები ბუიალსკიმ გაახარა. 66-ე წუზე ფრანგებმა მანდანის გოლით ორი მატჩის ჯამში სხვაობა შეამცირეს, თუმცა დამატებით დროის დანიშვნა საჭირო არ გახდა. 75-ე წუთზე ტეოდორჩიკზე ფოლისთვის დანიშნული პენალტი გუსევმა ზუსტად შეასრულა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა.

მატჩს არც უსიამოვნო ინციდენტის გარეშე ჩაუვლია, რის გამოც შეხვედრის შეჩერებაც კი გახდა საჭირო. საქმე იმაშია, რომ ფრანგული გუნდის გულშემატკივრების ერთ-ერთი ბანერი “დინამოს” ფანებმა პროვოკაციულად ჩათვალეს, რასაც არეულობა და სტიუარდებთან დაპირისპირება მოჰყვა. საბოლოოდ ვითარება “დინამოს” ფეხბურთელებმა განმუხტეს.

როგორი უნდა იყოს კომბინაცია – “რენის” გოლი “გენგამის” კარში (ვიდეო)

22 ნოემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “გენგამსა” და “რენს” შორის გამართულ მატჩში, “რენის” ფეხბურთელებმა გოლი მშვენიერი კომბინაციის შემდეგ გაიტანეს.

“პარი სენ-ჟერმენმა” საფრანგეთის სუპერთასი მოიგო

ჩინეთის დედაქალაქ ბეიჯინგში “პარი სენ-ჟერმენსა” და “გენგამს” შორის საფრანგეთის სუპერთასის მატჩი გაიმართა. ქვეყნის ჩემპიონსა და თასის მფლობელს შორის გამართული შეხვედრა პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

ორივე გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა. შვედმა თავდამსხმელმა ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა, მე-20 წუთზე კი დუბლი შეასრულა. 31-ე წუთზე “გენგამის” ფეხბურთელებს ერთი ბურთის გაქვითვის შანსი მიეცათ, თუმცა მუსტაფა იატაბარემ თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა, პარიზელთა კიპერმა სალვატორე სირიგუმ მოიგერია.

ამრიგად, “პარი სენ-ჟერმენმა” საფრანგეთის სუპერთასი კლუბის არსებობის ისტორიაში მეოთხედ მოიგო (1995, 1998, 2013, 2014).