ჭანტურიშვილის “სპარტაკი” “სლოვანთან” დამარცხდა

დღეს სლოვაკეთში სუპერ ლიგის მე-16 ტურის შეხვედრები შედგა.

ერთ-ერთ მატჩში ბრატისლავას “სლოვანმა” ტრნავას “სპარტაკი” მიიღო. საკმაოდ დაძაბული მატჩი ერთადერთი გატანილი გოლით დასრულდა. მისი ავტორი მე-14 წუთზე დედაქალაქელთა ვეტერანი შემტევი, 33 წლის ფილიპ ჰოლოსკო გახდა. საბოლოოდ, “სლოვანმა” მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.

როგორც იცით, “სპარტაკის” შემადგენლობაში ქართველი მოთამაშე, ვახტანგ ჭანტურიშვილი გამოდის. მან მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მე-18 წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. საბოლოოდ, იგი 77-ე წუთზე შეცვალეს.

ამ მარცხის შემდეგ ტრნავას გუნდის 37 ქულით პირველ პოზიციაზეა.

ჯაბა ჯიღაურის გამარჯვება “პელისტერთან”

დღეს მაკედონიის პირველ ლიგაში მე-16 ტურის მატჩები ჩატარდა.

სკოპიეში, “ტელეკომ არენაზე” “ვარდარმა” “პელისტერი” მიიღო. არც ისე სანახაობრივ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა. მისი ავტორი დედაქალაქელთა ფეხბურთელი, ვისარ მუსლიუ გახდა. 23 წლის მაკედონიელმა 65-ე წუთზე გაიტანა “ვარდარის” გამარჯვების გოლი.

ამ მატჩში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ნახევარმცველმა, ჯაბა ჯიღაურმა. მან სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეცვალეს. მის მაგივრად მოედანზე სომეხი ლეგიონერი, ბარსეღიანი გამოვიდა.

ამ მოგების შემდეგ ჯიღაურის გუნდი 29 ქულით მეორე პოზიციაზეა.

ჯიღაურის ვარდარმა გასვლაზე წააგო

მაკედონიის პირველ დივიზიონში დღეს მეთერთმეტე ტურის შეხვედრაში “პაბედამ” “ვარდარს” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

“ვარდარის” სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების შემტევი ჯაბა ჯიღაური. როგორც ჩანს ევროპა ლიგაზე განადგურების შემდეგ სკოპიელები გონზე ჯერ კიდევ ვერ მოვიდნენ და ახლა უკვე შიდა ჩემპიონატში დამარცხდნენ.

ჯიღაურის გუნდს მეთერთმეტე ტურისათვის 19 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზეა, მაგრამ “ვარდარს” ორი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ჯიღაურის “ვარდარი” ევროპა ლიგაზე განადგურდა

დღეს ევროპა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში “ვარდარმა” “რეალ სოსიედადს” უმასპინძლა და განადგურდა.

“ვარდარის” სასტარტო შემადგენლობაში იყო ქართელი ფეხბურთელი ჯაბა ჯიღაური, რომელმაც სრული მატჩი ჩაატარა, მაგრამ მინდორზე მნიშვნელოვანი ვერაფერი შექმნა. საბოლოოდ შეხვედრა 0-6 დასრულდა. ესპანელთაგან გოლები შემდეგმა ფეხბურთელებმა გაიტანეს: ოარზაბალი (12), ვილიან ჟოზე (34; 42; 55; 59), დე ლა ბელა (90).

ამ მომენტისათვის მაკედონელები ქულის გარეშე ბოლო ადგილს იკავებენ, მათ 14 გაშვებული და მხოლოდ 1 გატანილი გოლი აქვთ აქტივში.

“ვარდარს” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფამდე ერთი ნაბიჯი აშორებს – ჯიღაურს მომდევნო კვირაში ელიან

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკავლიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში მაკედონიის “ვარდარი” “ფილიპ II მაკედონსკიზე” დანიურ “კოპენჰაგენს” დაუხვდა. პირველ კლუბში ქართველი ფეხბურთელი, ჯაბა ჯიღაური თამაშობს. 25 წლის ნახევრამცველს ტრავმა აქვს და იგი განაცხადში არ ყოფილა. თუმცა, მომდევნო კვირაში, დიდი ალბათობით, ჯაბა თამაშს შეძლებს.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, იგი მინიმალური ანგარიშით სწორედ ჯიღაურის კლუბმა მოიგო. ერთადერთი გოლის ავტორი ჯონათან ბალოტელი გახდა. ბრაზილიელმა 65-ე წუთზე აიღო სკანდინავიელების კარი.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრა უკვე დანიაში, “ტელია პარკენზე”, ორ აგვისტოს, 22:00 საათზე შედგება. ამ ბარეირის გადალახვის შემთხვევაში, ქართველი მოთამაშის გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს. იმასაც გეტყვით, რომ თუ “ვარდარი” პლეი-ოფში წარუმატებლად გამოვა, იგი პირდაპირ გადაინაცვლებს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

თბილისის “დინამო” შემდეგ ეტაპზე ზაგრების “დინამოს” დაუპირისპირდება

დღეს გაიმართა “ჩემპიონთა ლიგის” შეხვედრები. ერთ-ერთ მათგანში ერთმანეთს დაუპირისირდნენ ზაგრების “დინამო” და მაკედონიის “ვარდარი”. სწორედ ამ წყვილში გამარჯვებული უნდა დაპირისპირებოდა თბილისის “დინამოს” “ჩემპიონთა ლიგის” მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე.

მატჩი დაძაბულად წარიმართა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. “ვარდარი” ველოვსკის გოლით გავიდა წინ. ხორვატებმა პიაცას დარტყმული თერთმეტმერიანით გაათანაბრეს. 62-ე წუთზე შინდენფელდის ავტოგოლით მაკედონიელები კვლავ დაწინაურდნენ. ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრეს მასპინძლებმა. ისევ პიაცას პენალტი და 2-2. წერტილი 78-ე წუთზე “დინამოს” მოთამაშემ, მაშადუმ დასვა და გუნდს 3-2 გაამარჯვებინა. ორი მატჩის ჯამში 5-3 და ზაგრების “დინამო” შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც თბილისურ “დინამოს” შეერკინება.

“დინამო ზაგრები” – “ვარდარი” (პირდაპირი ტრანსლაცია)

ამ წუთებში მიმდინარეობს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი ზაგრების “დინამოსა” და მაკედონიურ “ვარდარს” შორის. ამ გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი ხორვატთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ამ წყვილის გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე თბილისურ “დინამოს” დაუპირისპირდება.

მაკედონიელმა გულშემატკივარმა პოლიციის იარაღის გამო ხელი დაკარგა (+18)

3 აგვისტოს მაკედონიის ჩემპიონატის პირველ ტურში ერთმანეთს პრინციპული მეტოქეები “პელისტერი” და “ვარდარი” დაუპირისპირდნენ.

მაკედონიაში “მარადიულ დერბად” წოდებული დაპირისპირება “პელისტერის” სტადიონზე გაიმართა, თუმცა სამი ქულის მოპოვება სტუმრებმა მოახერხეს.

სამწუხაროა, მაგრამ მატჩი ტრაგიკულად დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 90-ე წუთზე ადგილობრივმა პოლიციელებმა “ვარდარის” გულშემატკივრებს ყველა მხრიდან გასასვლელი ჩაუკეტეს. ამ დროს, ერთ-ერთ პოლიციელს შემთხვევით ხელიდან იარაღი გაუვარდა. იარაღის აღება ერთ-ერთმა ფანმა სცადა, რასაც საშინელი შედეგი მოჰყვა – მან მარცხენა ხელი დაკარგა. ასევე, რამდენიმე ადამიანმა სერიოზული დაზიანება მიიღო.

მაკედონიური პრესის ცნობით, მალევე ინციდენტის გამოძიების ბრძანება ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ბრძანა.

“ვარდარის” მწვრთნელმა კი მატჩის შემდეგ ასეთი რამ თქვა: “როცა ჩვენმა გულშემატკივარმა ხელი დაკარგა, სამი ქულის მოპოვება სიხარულს ნამდვილად არ გვანიჭებს.”