კარაგერმა ლოვრენი გააკრიტიკა: “ცოტა ჭკუაც უნდა ეხმარა”

ჯეიმი კარაგერმა, რომელიც საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგაც საკმაოდ აქტიურად იცავს “ლივერპულის” ღირსებას, “მანჩესტერ იუნაიტედთან” ცუდი თამაშისთვის დეიან ლოვრენი გააკრიტიკა.

“ლოვრენი სიამაყემ დააბრმავა. სინამდვილეში ცუდი სულაც არ არის იმის აღიარება, რომ ვინმე შენზე ძლიერია თამაშში. შენზე ძლიერ მეტოქეს სხვაგვარად უნდა ებრძოლო.

საჰაერო ორთაბრძოლებში საუკეთესო ნამდვილად არ ვიყავი, ამიტომაც, როცა ვხვდებოდი, რომ ვმარცხდებოდი სამი ჰიპიას ვუცვლიდი ადგილს. ზოგჯერ ცოტა ჭკუაც უნდა იხმარო.

ლუკაკუ ნამდვილი მანქანაა, ასეთ დროს სიამაყე ყველაზე წინ არ უნდა დააყენო. უნდა აღიარო რომ უფრო ძლიერია და გჯობნის, ჭკუა უნდა იხმარო!” – აცხადებს კარაგერი Sky Sports-თან საუბრისას.

კარაგერი: “ლივერპულს” ტრანსფერები სჭირდება”

ჯეიმი კარაგერი თვლის, რომ “ლივერპულის” ამჟამინდელი გუნდის საკმარისად ძლიერი არ არის, მომავალ სეზონში ინგლისის ჩემპიონობისთვის რომ იბრძოლოს და კლუბს სატრანფერო ფანჯარაზე აქტიურობისკენ მოუწოდებს.

“ამჟამინდელ გუნდს, სასტარტო თერთმეტეულს ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ შეუძლია თამაში, რაც ჩვენ გასულ სეზონშიც დაგვიმტკიცეს.

მაგრამ ეს საკმარისი არაა. აუცილებელია სტაბილურობა, განსაკუთრებით შობისა და იანვრის თვის პერიოდებში.

ამ ყველაფრისთვის კი რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის დამატებაა საჭირო – საუბარია 3-4 მოთამაშეზე, რომელიც სასტარტოში ადგილის დამკვიდრებას და შედეგზე გავლენის მოხდენას შეძლებს,” – აცხადბს კარაგერი.

ჯეიმი კარაგერის ვაჟმა “უიგანთან” გააფორმა კონტრაქტი (ფოტო)

ჯეიმს კარაგერმა, ინგლისის ნაკრებისა და “ლივერპულის” ყოფილი მცველის, ჯეიმი კარაგარეის ვაჟმა “უიგანთან” გააფორმა კონტრაქტი.

შეგახსენებთ, რომ კარაგერს “ლივერპულის” მაისურით 500-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული პრემიერ ლიგაში. ინგლისელმა კარიერა 2013 წელს დაასრულა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ჯეიმსი 2011 წლიდან “ლივერპულის” აკადემიაში ვარჯიშობს. დღეიდან კი ის “უიგანის” ახალგაზრდულ გუნდში გამოცდის ძალებს.

ამ ინფორმაციას თავად ჯეიმი კარაგერი ავრცელებს – “ვამაყობ შენით შვილო!” – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე.

ჯეიმი კარაგერი: “ტოტენჰემი” ასეთი თამაშით იმედებს მიცრუებს”

“ლივერპულის” ლეგენდამ და Sky Sports-ის ექსპერტმა, ჯეიმი კარაგერმა მაურისიო პოჩეტინოს გუნდზე ისაუბრა, რომელიც პრემიერ ლიგის გასულ ტურში “ლივერპულთან”, ანგარიშით 2-0 დამარცხდა.

“ლივერპულთან” მატჩში “ტოტენჰემმა” უბრალოდ იმედები გამიცრუა. ასე ცუდად წლებია არ უთამაშიათ. ეს ნამდვილად არ გავდა პოჩეტინოს გუნდს.

მიზეზი იმისა, თუ რატომ ვამახვილებ ამაზე ყურადღებას, მარტივია: მე ამ სპეციალისტის უდიდესი გულშემატკივარი ვარ. მაგრამ ფაქტი სახეზეა – არავის დაამახსოვრდები, თუ ბოლო ორ წელიწადში ერთ ტიტულსაც ვერ მოიგებ.

“სპურსს” ყოველთვის უჭირს დიდი გუნდების წინააღმდეგ თამაში. მათი ეს პრობლემა დაახლოებით 20 წელს ითვლის. შესაძლოა, პრობლემა მათ რწმენაში, იდეალებშია. თუ პოჩეტინო ამას ვერ შეცვლის, მაშინ ისინი “ლიდსს” დაემსგავსებიან და ტიტულების მოგებას ნამდვილად ვერ შეძლებენ.”

* “ტოტენჰემმა” ტოპ-6 გუნდის წინ გამართულ მატჩებში ყველაზე ცოტა, 9 ქულა დააგროვა.

კარაგერი: “ძალიან მინდოდა, რომ “ლივერპულს” მაჰრეზი დაემატებინა”

ჯეიმი კარაგერი აღიარებს, რომ ზაფხულში ძალიან სურდა, მის ყოფილ კლუბს, “ლივერპულს” ალჟირელი რიად მაჰრეზი დაემატებინა, რომელიც პრემიერ ლიგის გასული სეზონის ჩემპიონი გახლავთ.

“მაჰრეზს “ლესტერის” დატოვება სურდა, თუმცა შეთანხმებას ვერცერთ სხვა კლუბთან ვერ მიაღწია.

პირადად მე კი ძალიან მინდოდა, რომ ის “ლივერპულში” გადმოსულიყო. გასულ სეზონში მისი თამაშების ყურებით უდიდესი სიამოვნება მივიღე. სავარძლიდან წამომაგდებდა ხოლმე მისი მოქმედებები, თუ როგორ ჭრიდა ის დაცვის ხაზს.

ძალიან გამიკვირდა, რომ ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო ესოდენ ნიჭიერი ფეხბურთელისთვის საჭირო თანხის გაღება, რომელმაც საკმაოდ ბევრი გოლიც გაიტანა და ასეთივე რაოდენობის საგოლე პასებიც დააგროვა.”

ჯეიმი კარაგერმა კარიუსი მწვავედ გააკრიტიკა

ინგლისური “ლივერპულის” ლეგენდამ, ჯეიმი კარაგერმა მერსესაიდელთა გერმანელი მეკარე, ლორის კარიუსი გააკრიტიკა, რომლის შეცდომებიც “ბორნმუთთან” განცდილი მარცხის (4-3) გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლდათ.

“ლივერპულის” რიგებში ჩატარებულ რვა მატჩში მას ისეთი არაფერი გაუკეთებია, რაც დაამტკიცებდა, რომ ის საკმარისად ძლიერია ასეთ დონეზე სათამაშოდ.

მან ჯერ კიდევ ვერ მოახერხე ჩემი მოხიბლვა. მართალია, დასკვნების გამოტანა ადრეა, მაგრამ ფაქტია, რომ მან თამაშის ხარისხზე ბევრი უნდა იმუშავოს.

როდესაც შენი დაცვა დიდი წნეხის ქვეშაა მოქცეული, ზოგჯერ მეკარემაც უნდა გააკეთოს თავისი საქმე და განმუხტოს სიტუაცია, ის კი ძალიან შორს იყო აქიდან (ფრეიზერის გოლის მომენტში).” – განაცხადა მან.

მარიო ბალოტელი: “ჯეიმი კარაგერი – ცუდი ფეხბურთელი და ბრწყინვალე მოძულეა”

მარიო ბალოტელიმ ჯეიმი კარაგერს, რომელმაც თავიდანვე აითვალწუნა იტალიელი ფორვარდი, სათანადო პასუხი გასცა – “ჯეიმი ცუდი ფეხბურთელი და ბრწყინვალე მოძულეა” – დაპოსტა მან.

შეგახსენებთ, რომ ბალოტელის “ლივერპულში” გამოჩენას ჯეიმიმ თავიდანვე ბოროტად უპასუხა: “არ მჯერა, რომ ბალოტელი დავიმატეთ. ზოგი ამბობს ნიჭიერიაო, მაგრამ მის მიერ ჩატარებული კარგი მატჩი პირადად მე ნამდვილად არ მახსოვს.”

ბალოტელის “ნიცაში” გადასვლას კი “ლივერპულელი” ლეგენდის მხრიდან ასეთი გამოხმაურება მოჰყვა: “უფასოდ შეძენილი ბალოტელიშიც ზედმეტი არის გადახდილი”.

კარაგერი: „იმედია, ფელაინი პრემიერლიგაში აღარ ითამაშებს“

„ლივერპულის“ ყოფილი მცველი ჯეიმი კარაგერი „დეილი მეილის“ სვეტში მარუან ფელაინისა და რობენ ჰუტის ინციდენტს გამოეხმაურა და ბელგიელ ნახევარმცველი სხვა ფეხბურთელებისთვის სახიფათოდ მოიხსენია. „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ლესტერ სიტის“ წინა კვირას გამართული მატჩის შემდეგ ორივე ფეხბურთელმა შელაპარაკებისთვის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

01_05151014_1b5efc_2844112a

„ორივე ერთნაირი დისკვალიფიკაციით დასაჯეს? პირველმა მეორეს დარტყმა განგებ მიაყენა, მეორემ კი მას თმაზე ხელი მოქაჩა. ორივე რატომღაც ერთნაირ დისკვალიფიკაციას იღებს.

რაც უფრო ხშირად ვუყურებ სასჯელს, რომელიც ორივე ფეხბურთელმა მიიღო, ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილების უფრო ნაკლებად მესმის. ჰუტი, რომელმაც „ლესტერის“ ზღაპრულ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა, სკოლის დონის შემთხვევისთვის ჩემპიონობის მოედანზე აღნიშვნას გამოტოვებს.

ამავდროულად ფელაინი ჯერ კიდევ „კრისტალ პალასთან“ ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს. პირადად მე, ვიმედოვნებ, რომ მას პრემიერლიგაში არასდროს ვიხილავ.

ის სხვა ფეხბურთელებისთვის, ამ სიტყვის ყველაზე ცუდი მნიშვნელობით, სახიფათოა. მას ცუდი უნარები არ აქვს, მაგრამ პროფესიონალური თვალსაზრისით ის „მანჩესტერ იუნაიტედის“ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს“, – დაწერა კარაგერმა.

კარაგერმა ვან გაალი „დატროლა“

„ლივერპულის“ ექს-მცველი ჯეიმი კარაგერი უეფა-ს ევროპის ლიგის 1/8 ფინალის კენჭისყრას გამოეხმაურა, რომელშიც მერსესაიდელები პრინციპულ მეტოქე „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეხვდებიან. კარაგერის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ „ლივერპული“ ამ დუელში მოიგებს, ტურნირის მოგებისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დამარცხდება, ყოველ შემთხვევაში, ამით ლუი ვან გაალს სამუშაოს შეუნარჩუნებს. თავისი აზრი ჯეიმი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში გამოხატა:

„ლივერ[ულისთვის“ ეს მშვენიერი კენჭისყრის შედეგია. თუ გავიმარჯვებთ, ბედნიერი დღეები გვექნება, ხოლო თუ დავმარცხდებით, ლუი ვან გაალი დარჩება“, – დაწერა კარაგერმა.

კარაგერი: „დიეგო კოსტას მთელი სეზონი სძინავს“

„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა „ჩელსის“ თავდამსხმელი დიეგო კოსტა გააკრიტიკა.

„ლესტერის“ პირველი გოლის შემდეგ კოსტას ერთდროულად რამდენიმე თანაგუნდელის მიმართ პრეტენზია ჰქონდა. იმაზე ცუდი არაფერი, როდესაც ფეხბურთელი, რომელიც თვითონ არაფერს აკეთებს, სხვებს ეჩხუბება. კოსტას მთელი მიმდინარე სეზონის განმავლობაში სძინავს. თუ მის ამჟამნდელ გამოსვლას შარშანდელ სეზონს შევადარებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოსტას საერთოდ არაფერი გაუკეთებია“, – განაცხადა კარაგერმა.

კარაგერმა ბრენდან როჯერსი გააკრიტიკა

“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურში “მანჩესტერ იუნაიტედთან” დამარცხების (1:3) შემდეგ მერსისაიდული გუნდის მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი გააკრიტიკა.

“მატჩის დაწყებამდე ვთქვი, რომ საჭირო იყო ორი ცენტრალური თავდამსხმელის დაყენება, ნახევარმცველები კი რომბისებრად უნდა განლაგებულიყვნენ, თუმცა როჯერსმა მაინც 4-3-3 ფორმაცია არჩია.

უბრალოდ არ მესმის, რა აზრი აქვს შეტევის ფლანგზე დანი ინგსის დაყენებას. იგი ამ პოზიციიდან ბენტეკეს ვერ ეხმარება.

შეხედეთ, რამდენი სუფთა თავდამსხმელი ჰყავს “ლივერპულს”. სამაგიეროდ, ფლანგის შემტევები არ გვყავს. ფირმინიო ფლანგზე მოთამაშე თავდამსხმელი არ არის, ორიჯი ცენტრფორვარდია და იგივე ამპლუისაა დანიელ სტარიჯი. ასე რომ, ვერ ვიგებ, რატომ ათამაშებ როჯერსი გუნდს 4-3-3 სქემით.

ბრენდან როჯერსმა თავიდანვე 4-3-3 ფორმაცია აირჩია და ამ სქემამ არ გაამართლა. როდესაც “ლივერპულს” საუკეთესო სეზონი ჰქონდა, გუნდი ორი თავდამსხმელით თამაშობდა. როჯერსმა ბევრი ცენტრფორვარდი მოიყვანა, არ დაიმატა ფლანგის შემტევები და ამ დრომდე 4-3-3 სქემით აგრძელებს თამაშს”, – ციტირებს კარაგერის სიტყვებს Liverpool Echo.

 

5 ფეხბურთელი, რომელთაც პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი ავტოგოლი აქვთ გატანილი

უცხოურმა სტატისტიკურმა პორტალმა Soccernet გამოაქვეყნა იმ ხუთი ფეხბურთელის სია, რომელთაც საფეხბურთო კარიერის მანძილზე ყველაზე მეტჯერ აქვს გოლი საკუთარ კარში გატანილი.

5. ფილ იაგიელკა – 6 ავტოგოლი

JAGIELKA

4. რიო ფერდინანდი – 6 ავტოგოლი

RIO

3. ვეს ბრაუნი – 6 ავტოგოლი

wES

2. ჯეიმი კარაგერი – 7 ავტოგოლი – “ტოტენჰემთან”(2), “ჰალ სიტისთან”, “მანჩესტერ იუნაიტედთან”, “ბლექბერნთან”, “ვესტ ჰემთან”, “საუთჰემპტონთან”.

JAMIE

1. რიჩარდ დანი – 12 ავტოგოლი

RICHARD