ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ კარლოს დუნგას უახლოეს პერიოდში შესაძლოა, პოსტი დაატოვებინონ.
ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციაში უკმაყოფილონი არიან 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში “სელესაოს” შედეგებით. ბრაზილიის ნაკრები პირველ ტურში ჩილესთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა, მეორე ტურში კი ვენესუელა 3:1 დაამარცხა. შესაძლოა, არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ 14 ნოემბერს გასამართი მატჩი დუნგასთვის გადამწყვეტი გამოდგეს.
შეგახსენებთ, რომ კარლოს დუნგას კოპა ამერიკაზე წარუმატებელი გამოსვლის გამო ჯერ კიდევ ზაფხულში უპირებდნენ გათავისუფლებას, თუმცა მაშინ გადაწყვიტეს, რომ მისთვის კიდევ ერთი შანსი მიეცათ.