მარჩელო ლიპი: “ეს ის რონალდუ არაა, რომელიც “რეალში” თამაშობდა”

იტალიის საფეხბურთო ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მარჩელო ლიპი კრიშტიანუ რონალდუზე საუბრისას საკმაოდ საინტერესო მოსაზრებას გვიზიარებს.

“კრიშტიანუ რონალდუ “იუვენტუსში” სწორ დროს გამოჩნდა. სამი წლის წინ რომ შეეძინათ, როდესაც “რეალი”, “ბარსელონა” და “ბაიერნი” გაცილებით უფრო მაღლა იდგნენ სხვა კლუბებზე, ის ასეთ გავლენას ვერ მოახდენდა კლუბზე.

ახლა ისინი ევროპის საუკეთესო კლუბების დონეზე იმყოფებიან, ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდნენ, რაც პოზიტიურ ფიქრებს იწვევს ჩემში.

რა თქმა უნდა, ეს ის რონალდუ არაა, რომელიც “რეალში” თამშობდა, თუმცა ახლაც “იუვეს” საუკეთესო მოთამაშედ ითვლება. მან მალევე შექმნაახალი დონე, თანაგუნდელებიც დიდი სიამოვნებით შეეგებნენ მას, როდესაც მოედანზე რონალდუს სიდიადე იხილეს,” – აცხადებს ლიპი.

ლიპი „მილანში“ შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა მარჩელო ლიპიმ კიდევ ერთხელ უარყო ინფორმაცია, რომლის თანახმად, ის შემდეგ სეზონში „მილანის“ მთავარი მწვრთნელი გახდება.

„მილანი“? ამაზე გარკვეული ხნის წინ მისაუბრია. ახლა ასეთი საუბრები აღარაა. ერთადერთი სკამი, რომელზეც ვზივარ, ქალაქ ვიარეჯიოს სანაპიროზე მდებარეობს“, – ციტირებს ლიპის „Football-Italia“.

ლიპი: „ჩემპიონობის შანსი არამხოლოდ „ნაპოლისა“ და „იუვენტუსს“ აქვთ“

ცნობილი იტალიელი სპეციალისტის მარჩელო ლიპის აზრით, იტალიის სერია ა-ს მოგების შანსი მიმდინარე სეზონში არამხოლოდ პირველ და მეორე ადგილზე მყოფ კლუბებს აქვთ.

„ნაპოლი“ და „იუვენტუსი“? არ ვიცი. ოთხი თუ ხუთი კვირის წინ ყველაფერი სხვაგვარად იყო. ასე რომ, სხვა გუნდებს რბოლაში დაბრუნება შეუძლიათ. გადამწყვეტი „იუვენტუსსა“ და „ნაპოლის“ შორის მატჩიც კი არ იქნება, რადგან კიდევ ბევრი სხვა შეხვედრა გველის. რაც შეეხება „იუვენტუსს“, შეგვიძლია, ვიხუმროთ და ვთქვათ, რომ ამ გუნდმა სხვებს სეზონის სტარტზე ფორა მისცა“, – ციტირებს ლიპის „Football-Italia“.

ლიპი: “იტალიის ნაკრებში დაბრუნება ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო”

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი მარჩელო ლიპი მიიჩნევს, რომ იტალიის ნაკრებში დაბრუნება მის კარიერაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო. შეგახსენებთ, რომ ლიპიმ “სკუადრა აძურასთან” ერთად 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. 2008 წელს იგი გუნდში დაბრუნდა და ნაკრები 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოამზადა. 2010 წლის მუნდიალზე “სკუადრა აძურამ” სრული კრახი განიცადა და ტურნირი მატჩის მოუგებლად დატოვა.

“ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იტალიის ნაკრებში დაბრუნება იყო. ჯერ კიდევ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატამდე ვაპირებდი წასვლას, მაშინ მართლაც საოცარი გუნდი დავაყენე. დავბრუნდი იმიტომ, რომ ის ნდობა გამემართლებინა, რომელიც ჩემ მიმართ იყო. შეცდომა დავუშვი. ახლა კვლავ მსურს მუშაობა, თუმცა იმ ასაკში აღარ ვარ, რომ შორ მანძილებზე ვიარო. მინდა, იტალიური საკლუბო ფეხბურთით დავკავდე”, – ლიპის კომენტარს TV2000 აქვეყნებს.

 

ლიპიმ, შესაძლოა, „მილანი“ ჩაიბაროს

„მილანის“ შესაძლო ახალ მთავარ მწვრთნელად ამჯერად იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი მარჩელო ლიპი სახელდება.

როგორც „Football-Italia“ წერს, ლიპი „როსონერის“ იმ შემთხვევაში ჩაიბარებს, თუ კლუბის პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი კლუბის აქციებს ჩინელ ინვესტორებს დაუთმობს.

ცნობისთვის, 36 ტურის შემდეგ მილანელები 46 ქულით სერია ა-ს მეათე ადგილს იკავებენ.

ლიპი: „რეალს“ გულშემატკივრების გახარება შეუძლია“

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ მადრიდის „რეალთან“ მოახლოებულ განმეორებით მატჩზე ისაუბრა.

„რეალისთვის“ ეს საუკეთესო სეზონი არ ყოფილა, თუმცა გუნდს გულშემატკივრების ფინალში გასვლით გახარება შეუძლია. თუმცა, „იუვენტუსს“ ევროთასებზე დიდი გამოცდილება აქვს.

ვფიქრობ, განმეორებით შეხვედრაში გადამწყვეტი ბუფონისა და ნახევარმცველების თამაში იქნება. რაც შეეხება პოგბას, ის გუნდს 70 წუთის განმავლობაში მაინც გამოადგება“, – განაცხადა ლიპიმ.



ლიპი: „იუვენტუსი“ ფავორიტია, თუმცა „ბორუსია“ მაინც სახიფათოა“

„იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ „იუვე“ – „ბორუსიას“ მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონატში უიღბლობის შემდეგ „ბორუსია“ თავის გამოჩენას ჩემპიონთა ლიგაზე შეეცდება. ასე რომ, ამის დავიწყება არ შეიძლება. ამის მიუხედავად, ჩემი აზრით, ორმტაჩიანი სერიის ფავორიტი მაინც „იუვენტუსია“, – განუცხადა ლიპიმ გერმანულ პრესას.

ლიპი მხოლოდ ნაკრებებთან იმუშავებს

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი მარჩელო ლიპი, რომელიც ჩინური “გუანჩჯოუ ევერგარნდის” მწვრთნელის პოსტიდან გადადგა და ხსენებული კლუბის სპორტული დირექტორი გახდა, სამწვრთნელო კარიერის დასრულებას არ აპირებს. 68 წლის სპეციალისტი მხოლოდ ნაკრებების შემოთავაზებებს განიხილავს.

“ფეხბურთიდან არ მივდივარ. მართალია, საკლუბო მუშაობას აღარ დავუბრუნდები, თუმცა რომელიმე ნაკრებს სიამოვნებით ჩავიბარებდი” – განაცხადა ლიპიმ.

მარჩელო ლიპის თავკაცობით იტალიის ნაკრები 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

 

ლიპიმ კანავარო შეცვალა

იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი და ფიფას 2006 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელი ფაბიო კანავარო ჩინური “გუანჩჯოუ ევერგანდის” მწვრთნელი გახდა.

აღნიშნულ თანამდებობაზე 41 წლის კანავარომ 66 წლის თანამემამულე, მარჩელო ლიპი შეცვალა, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა კი დაასრულა და ჩინურ კლუბში ტექნიკური დირექტორის თანამდებობა დაიკავა.

შეგახსენებთ, ლიპი “გუანჩჯოუში” 2012 წლიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა ჩინეთის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო და 2013 წელს აზიურ ჩემპიონთა ლიგაშიც გაიმარჯვა.

მარჩელო ლიპიმ “გუანჩჟოუს” თავკაცის პოსტი დატოვა

“გუანჩჟოუ ევერგრანდი” ჩინეთის ჩემპიონი გახდა, მარჩელო ლიპიმ კი კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების გადაწყვეტლება მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინური კლუბის თავკაცის თანამდებობაზე ლიპი შესაძლოა, ფაბიო კანავარომ ჩაანაცვლოს.

მარჩელო ლიპი “გუანჩჟოუს” 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდის განმავლობაში იტალიელი სპეციალისტი გუნდთან ერთად სამჯერ გახდა ჩინეთის ჩემპიონი, მოიგო აზიის ჩემპიონთა ლიგაც.

 

მარჩელო ლიპიმ მსაჯზე გაიწია

20 აგვისტოს აზიის ჩემპიონთა ლიგაზე “სიდნეი უონდერსმა” საკუთარ მოედანზე მარჩელო ლიპის გაწვრთნილი “გუანჯოუ” მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის 89-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან “გუანჯოუს” ფეხბურთელი გააძევა, დაახლოებით ორ წუთში კი არბიტრმა წითელი ბარათი “გუანჯოუს” კიდევ ერთ მოთამაშეს უჩვენა. ამ ყოველივემ 66 წლის სპეციალისტი ძალიან გააბრაზა და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ის მოედანზე შეიჭრა.