პაიეტმა “მარსელი” “პარი სენ-ჟერმენზე” წინ დააყენა

“მარსელის” ფრანგმა ნახევარმცველმა, დიმიტრი პაიეტმა “პარი სენ-ჟერმენთან” გასამართი მატჩის წინ საკმაოდ გამომწვევად ისაუბრა და განაცხადა, რომ “მარსელი” საფრანგეთის საუკეთესო კლუბია.

“არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ მე საუკეთესო ფრანგულ კლუბში ვთამაშობ. რაც მთავარია, ჩვენ ერთ მუშტად შეკრული გუნდი ვართ. ბოლო დროს გუნდური თამაში იშვიათობაა. ჩემთვის ეს ინდივიდუალისტების შოუზე უფრო მნიშვნელოვანია.

ამ მატჩს კარგ ფორმაში ვხვდებით. ნამდვილად არ მაინტერესებს, თუ რა გავლენას ახდენს მათზე “რეალთან” გასამართი მატჩი. თუ უნდათ, რომ დაგვითმონ, სამ ქულას დიდი სიამოვნებით ავიღებთ,” – აცხადებს პაიეტი.

დიმიტრი პაიეტი: “ვესტ ჰემში” მოვიწყინე”

ფრანგული “მარსელის” შემტევმა, დიმიტრი პაიეტმა “ვესტ ჰემიდან” წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

“ვესტ ჰემის” თამაშის სტილი, მუდამ დაცვიდან თამაში, დიდად არ მომწონდა. შეიძლება ითქვას, რომ მოვიწყინე.

ამასთანავე, გარკვეული კავშირები უკვე მქონდა “მარსელთან”, კერძოდ კი მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიასთან. მე მომწონს მისი ფილოსოფია, ამიტომაც არ გამჭირვებია არჩევანის გაკეთება.

“ვესტ ჰემში”, ყველა ბედნიერი იყო, როდესაც “ჰალ სიტი” 1-0 დავამარცხეთ. არადა, მათ ოთხჯერ მოარტყეს ბურთი ძელს, ძელმა გადაგვარჩინა და არა ჩვენმა თამაშმა.

ვფიქრობდი, რომ ასე ვერ გავძლიერდებოდი, წინ ვერ წავიწევდი. უნდა გამერისკა, ახალი გამოწვევა მჭირდებოდა,” – აცხადებს ფრანგი შემტევი.

ვინ შექმნა ყველაზე მეტი შანსი პრემიერ ლიგის ახალ სეზონში?

პრემიერ ლიგის ყველაზე კრეატიულ ფეხბურთელებზე საუბრისას, ჩვენს თავში ისეთი ფეხბურთელების სახელები ამოტივტივდება, როგორებიც არიან : მესუტ იოზილი, კევინ დე ბრუინი და დიმიტრი პაიეტი. თუმცა, ამ დროისთვის ახალ სეზონში ყველაზე მეტი შანსი არც ერთ მათგანს არ შეუქმნია.

უმაღლეს დივიზიონში ყველაზე მეტი შანსი “კრისტალ პალასის” შემტევმა, ჯეისონ პანჩეუონმა შექმნა, “საუთჰემპტონის” ექს-ფეხბურთელის ანგარიშზე 24 შანსია.

პანჩეონის უახლოესი მეტოქე “ჩელსის” ბრაზილიელი ფეხბურთელი, ვილიანია 23 შექმნილი შანსით, ვისაც ტადიჩი, დე ბრუინი და პაიეტი მოსდევენ. რობერტო ფირმინო და როს ბარკლი მე-7, მე-8 პოზიციებს იყოფენ.

ფოტოებში: როგორ გაიტანა გოლი დიმიტრი პაიეტმა 5 მცველის მოტყუების შემდეგ

დიმიტრი პაიეტმა ბრწყინვალე ინდივიდუალური თამაშის მეშვეობით “ვესტ ჰემს” ნანატრი ერთი ქულა მოუტანა “მიდლსბროსთან” მატჩში, რომელსაც ლონდონის ოლიმპიურმა სტადიონმა უმასპინძლა.


1. არანაირ საშიშროებას არ მოასწავებს ფაქტი, რომ პაიეტმა ბურთი მეტოქის საჯარიმოდან საკმაოდ შორს მიიღო


2. პაიეტმა პირველი მოძრაობით ანტონიო ბარაგანი გათიშა, “მაწონზე გაუშვა”


3. ბარაგანის შეცდომის გამოსწორება შემდეგში მარტინ დე რუნმა სცადა


4. პაიეტი დე რუნს ადვილად გაცდა და საჯარიმოში შევიდა. მის წინ კალუმ ჩემბერსის ბარიერი აღიმართა


5. ჩემბერსი ფრანგთან ახლოს მისვლას ვერ ბედავს, კალუმს ბენ გიბსონიც გამოექომაგა, თუმცა ამაოდ. პაიეტმა ორივე მათგანი გააცურა


6. მიუხედავად იმისა, რომ მის წინ ბევრი ლურჯმაისურიანი ფეხბურთელია, პაიეტმა მაინც დაარტყა. დააგვიანა?


7. პაიეტმა ბურთი ვალდესის მიმართულებით გაგზავნა, თუმცა საკმაოდ ოსტატურად – ვალდესმა საკუთარი გუნდი გაშვებულ გოლს ვერ გადაარჩინა. სტადიონი ფეხზეა.


ვიდეო:

პიერლუიჯი კოლინა: “პაიეტს რონალდუსთვის ზიანის მიყენება არ უნდოდა”

ლეგენდარულმა მსაჯმა, პიერლუიჯი კოლინამ პრესასთან იმ ეპიზოდზე ისაუბრა, როდესაც დიმიტრი პაიეტმა კრიშტიანუ რონალდუს ზიანი მიაყენა. შეგახსენებთ, რომ საქმე ევრო 2016-ის ფინალს ეხება.

“პაიეტის ასეთი სვლა, ეს წესების სრული დარღვევა იყო. იმსახურებდა თუ არა ყვითელ ბარათს? ამაზე დავა შეიძლება, მაგრამ შეჯახების დინამიკა – მუხლი მუხლზე – შემთხვევითი იყო.

ეს უბრალოდ უიღბლო ეპიზოდი იყო. პაიეტს რონალდუსთვის ზიანის მიყენება არ უნდოდა.” – ციტირებს კოლინას სიტყვებს Goal-ი.

აღნიშნული ტრავმის გამო, “რეალის” სუპერვარსკვლავს ფინალის უმეტესი ნაწილის გამოტოვება მოუწია, თუმცა მისმა ნაკრებმა მაინც მოახერხა ჩემპიონობის მოპოვება.

1

ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპის ბომბარდირები

ბრძოლა ევრო 2016-ის ოქროს ბუცისათვის ჯერ კიდევ არ დასრულებულა. თუმცა, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ აღნიშნულ რბოლაში რამოდენიმე ფეხბურთელი დაწინაურდა …


1. გარეთ ბეილი| უელსი | გოლი: 3 | საგოლე პასი: 0

გარეთ ბეილი


=1. ალვარო მორატა| ესპანეთი | გოლი: 3 | საგოლე პასი: 0

მორატა


3. დიმიტრი პაიეტი | საფრანგეთი | გოლი: 2 | საგოლე პასი: 1


=3. კრიშტიანუ რონალდუ | პორტუგალია | გოლი: 2 | საგოლე პასი: 1


=3. ივან პერიშიჩი | ხორვატია | გოლი: 2 | საგოლე პასი: 1


6. რომელუ ლუკაკუ | ბელგია | გოლი: 2 | საგოლე პასი: 0


=6. ბოგდან სტანკუ | რუმინეთი | გოლი: 2 | საგოლე პასი: 0


=6. ნანი | პორტუგალია | გოლი: 2 | საგოლე პასი: 0


=6. ბალაშ ჯუჯაკი | უნგრეთი | გოლი: 2 | საგოლე პასი: 0


10. აარონ რემზი| უელსი | გოლი: 1 | საგოლე პასი: 2

რედნაპი: “ვესტ ჰემი” გმირ პაიეტს არ გაყიდის”

ჰარი რედნაპს მტკიცედ სწამს, რომ არ არსებუბს რეალური მიზეზი, რის გამოც შესაძლოა დიმიტრი პაიეტმა “ვესტ ჰემი” დატოვოს, რომელიც მომავალი სეზონიდან ახალ სტადიონზე ითამაშებს.

“ვფიქრობ, რომ ისინი პაიეტს არ გაყიდიან. “ვესტ ჰემს” ახალი სტადიონი აქვს, 60,000-იანი სტადიონი, “ოლიმპიური სტადიონი” და მათ უკვე გაყიდეს სეზონური აბონიმენტების 50 პროცენტი.

დევიდ სულივანი, დევიდ გოლდი, ეს ადამიანები კლუბის გაყიდვას არ აპირებენ. მათ ფულიც არ აკლიათ. ვერ ვხედავ ვერცერთ რეალურ მიზეზს, რის გამოც შესაძლოა ასეთი ვარსკვლავი გაყიდონ.

ფანები მას აღმერთებენ, ის სუპერვარსკვლავი გახდა. ის ხალხის ყველაზე დიდი ფავორიტია პაულო დი კანიოს შემდეგ. ვფიქრობ, რომ ის კლუბთან ახალ კონტრაქტს უახლოეს მომავალში გააფორმებს.”

დიმიტრი პაიეტის საშინელი კუთხური

“მარსელის” ფეხბურთელმა დიმიტრი პაიეტმა კუთხური ძალიან ცუდად მოაწოდა.