“ვესტ ბრომვიჩმა” “ლივერპულს” ქამბექი შეუსრულა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 35-ე ტურში გასავარდნ ზონაში მყოფი “ვესტ ბრომვიჩი” იურგენ კლოპის “ლივერპულს” დაუპირისპირდა, რომელსაც ახლა სულაც არ აღელვებს პრემიერ ლიგა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოო ჯამში ფრედ, 2-2, დასრულდა.

ანგარიში დენი ინგსმა გახსნა შეხვედრის მეოთხე წუთზე. 72-ე წუთზე სალაჰმა უპირატესობა ორამდე გაზარდა. რასაც ლივერმორისა და რონდონის გოლები მოჰყვა შესაბამისად 79-ე და 88-ე წუთებზე.

შედეგად, მერსესაიდელები კვლავ მესამე ადგილზე იმყოფებიან, “ვესტ ბრომი” კი – მეოცეზე, თუმცაღა “ალბიონი” დარჩენის თეორიულ შანსს მაინც ინარჩუნებს.

“ვესტ ჰემის” ფანს სამუდამო დისკვალიფიკაცია ელის

“ვესტ ჰემ იუნაიტედის” ხელმძღვანელები მზად არიან “ჩაქუჩების” ფანი, რომელიც ჯეკ ლივერმორის გარდაცვლილი შვილის მიმართ დამცინავი შეძახილების სკანდირებაში არის ბრალდებული, სამუდამო დისკვალიფიკაციით დასაჯონ.

შემთხვევა “ვესტ ჰემსა” და “ვესტ ბრომვიჩს” შორის სამშაბათს გამართული მატჩის (2-1) მიმდინარეობისას მოხდა. მას შემდეგ რაც ლივერმორი რობსონ-კანუმ შეხვედრის 64-ე წუთზე შეცვალა, ჯეკი მასპინძელ გულშემატკივართა ტრიბუნისკენ გაემართა.

არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს, როგორ დამცინავად იმეორებს “ვესტ ჰემის” გულშემატკივარი ლივერმორის გარდაცვლილი შვილის სახელს. ინგლისელი ფეხბურთელის ვაჟი 2014 წელს, დაბადებიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა – მის ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდებოდა. ვრცელდებოდა ხმები, რომ ამ ტრაგედიის შემდეგ ლივერმორი კოკაინსაც მოიხმარდა.

ლივერმორი, რომელიც მეტოქეთა ტრიბუნაში შევარდა, მალევე შეაჩერეს სტიუარდებმა და გასახდელში შეიყვანეს. ეს უკანასკნელი უარს ამბობს პოლიციაში განცხადების შეტანაზე.

დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებულია, თუმცა გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

“ვესტ ბრომვიჩი” ტონი პულისის გაშვებას გეგმავს

“ვესტ ბრომვიჩ ალბიონის” ხელმძღვანელები უკმაყოფილონი არიან კლუბის მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შედეგებით და გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ტონი პულისის განთავისუფლებას აპირებენ.

ბრიტანულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაცის თუ დავუჯერებთ, დიდია ალბათობა იმისა, რომ ტონი პულისისთვის სანაკრებო შესვენების შემდეგ, “ჩელსისთან” გასამართი მატჩი პულისისთვის ბოლო გამოდგეს “ვესტ ბრომელთა” თავკაცის რანგში.

Telegraph-ის ცნობით, ხელმძღვანელები უკვე ესაუბრნენ ტონი პულისს, რომელმაც ინგლისის პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო ოცი მატჩიდან მხოლოდ ორის მოგება მოახერხა.

რაც შეეხება პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში ამჟამად არსებულ მდგოამრეობას, 11 მატჩის შემდეგ “ალბიონელებს” 10 ქულა უგროვდებათ და მე-16 ადგილზე იმყოფებიან.

გარეთ ბერიმ რაიან გიგზის რეკორდი გაიმეორა

ინგლისის პრემიერ ლიგაში მოთამაშე “ვესტ ბრომვიჩის” ნახევარმცველმა, გარეთ ბერიმ “ვესტ ჰემთან” გამართული მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, რითიც რაიან გიგზის რეკორდი გაიმეორა.

“ვესტ ჰემთან” გამართული მატჩი 36 წლის ფეხბურთელისათვის პრემიერ ლიგაში ჩატარებული რიგით 632-ე მატჩი გახლავთ, რაც ამ დროისთვის საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მატჩში ბარიმ თავისივე რეკორდი გააუმჯობესა და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერ ლიგის 600 მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობიდან.

ცნობისთვის გეტყვით, რომ გარეთ ბარი ინგლისში 1998 წლიდან თამაშობს. მისი დებიუტი “ასტონ ვილაში” შედგა. მას “ევერტონისა” და “მანჩესტერ სიტის” რიგებშიც აქვს ნათამაშები. 2012 წელს კი “ქალაქელებთან” ერთად პრემიერ ლიგის ტიტულიც კი ასწია.

“პარი სენ-ჟერმენი” კრიხოვიაკს ინგლისურ კლუბში გაანათხოვრებს

The Guardian-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “პარი სენ-ჟერმენის” კუთვნილებაში მყოფი დაცვითი ტიპის ნახევარმცველი, გრეგორჟ კრიხოვიაკი არენდის წესით “ვესტ ბრომვიჩ ალბიონში” იქნება განათხოვრებული.

როგორც იცით, ფრანგულ გრანდში გადასვლამდე პოლონელი ფეხბურთელის გადაბირებისთვის რამდენიმე დიდი ევროპული კლუბიც იბრძოდა, თუმცა კრიხოვიაკმა მასში გადახდილი 30 მილიონის გამართლება ვერ მოახერხა და ახლა პარიზსაც ტოვებს.

მართალია, ტრანსფერი ჯერ არ გაოფიციალურებულა, მაგრამ ინგლისური ჟურნალისტების ცნობით, მხარეები შეთანხმებას უახლოეს საათებში მიაღწევენ.

გეტყვით იმასაც, რომ ტონი პულისი გუნდში კრიხოვიაკთან ერთად “არსენალში” მოთამაშე კირან გიბსის მიყვანასაც გეგმავს, რომლის სანაცვლოდაც “მეთოფეები” 7 მილიონ ფუნტს ითხოვენ.

ოფიციალურად: “სტოკ სიტიმ” დარენ ფლეტჩერთან შეათანხმა

“ვესტ ბრომვიჩის” შოტლანდიელი კაპიტანი, დარენ ფლეტჩერი “ალბიონელებთან” არსებული კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ “სტოკ სიტის” ბანაკში გადაბარგდება.

33 წლის ფეხბურთელს პრემიერ ლიგის არც ერთი მატჩი არ გამოუტოვებია, მას შემდეგ, რაც “ალბიონს” 2015 წლის თებერვალშე შეუერთდა. ტონი პულისის მეთაურობით ფლეტჩერმა 91 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

როგორც იცით, კარიერის გარკვეულ ეტაპზე ფლეტჩერი “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებასაც იცავდა. “წითელ ეშმაკებთან” ერთად დარენმა ხუთჯერ მოიგო პრემიერ ლიგა, ორჯერ ლიგის თასი, ერთხელ ინგლისის თასი, 2007-08 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგა და 2008 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.

“მანჩესტერ სიტიმ” “ვესტ ბრომვიჩ ალბიონი” დაამარცხა (ვიდეო)

16 მაისს პრემიერ ლიგის 34-ე ტურის გადადებული მატჩები გაიმართა.

პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე უმოტივაციოდ დარჩენილი “ვესტ ბრომვიჩი” მიიღო და ორბურთიანი სხვაობით, ანგარიშით 3-1 დაამარცხა.

მატჩში ანგარიში “ქალაქელთა” ახალწვეულმა, გაბრიელ ჟეზუსმა გახსნა 27-ე წუთზე, ორიოდე წუთში კი მისი პასი საგოლე გადაცემად კევინ დე ბრუინმა აქცია. მესამე გოლი კი იაია ტურემ, მატჩის 57-ე წუთზე დაუსვა.სტუმართა მხრიდან ერთი გოლის გაქვითვა ჰალ რობსონ-კანუმ, ბოლო წუთებზე შეძლო.


“მანჩესტერ სიტი”: კაბალიერო; კოლაროვი, ოტამენდი, კომპანი (სტოუნზი 77′), ფერნანდინიო; იაია ტურე (ფერნანდო 81′); სანე, სილვა, დე ბრუინი, გაბრიელ ჟეზუსი; აგუერო

მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

“ვესტ ბრომვიჩი”: ფოსტერი; ნიომი, დოუსონი, ევანსი, უილსონი (მაკკლინი 52′); იაკობი; შადლი, ფლეტჩერი, ლივერმორი (მორისონი 65′), ბრანტი; რონდონი (ჰაკ რობსონ კანუ 71′)

მთავარი მწვრთნელი: ტონი პულისი


ჯილობოჯი 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ინგლისური ფეხბურთის ასოციაციის მიერ შექმნილმა დისციპლინარულმა კომიტეტმა “სანდერლენდის” მცველი, პაპი ჯილობოჯი “ვესტ ბრომთან” გამართულ მატჩში ჩადენილი დანაშაულისთვის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის 23-ე ტურის ეგიდით გამართული მატჩის 86-ე წუთზე, ჯილობოჯიმ დარენ ფლეტჩერს სახეში ხელი ჩაარტყა. ეს ეპიზოდი მატჩის მთავარ არბიტრს გამორჩა, მაგრამ არა კომიტეტის წევრებს.

ოფიციალურად: ლესკოტი “სანდერლენდის” ფეხბურთელია

პრემიერ ლიგაში “სანდერლენდი” საშინლად გამოიყურება. 22 ტურის შემდეგ ამ გუნდს, მხოლოდ და მხოლოდ, 15 ქულა აქვს და მე-20 ადგილზე იმყოფება. გუნდს გაძლიერება და ახალი ფეხბურთელების დამატება ესაჭიროება.

სულ ცოტა ხნის წინ ოფციალურად დადასტურდა, რომ “შავმა კატებმა” ინგლისელი ცენტრალური მცველი, ჯოლეონ ლესკოტი გაიფორმეს.

34 წლის ფეხბურთელი ბოლოს ათენის “აეკში” გამოდიოდა. იგი ბერძნულ კლუბში 2016 წლის ზაფხულში ჩაირიცხა და ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა. შესაბამისად, ლესკოტი “სანდერლენდში” თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა და კლუბთან, ასევე, ნახევარწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ინგლისელს პრემიერლიგაში ასპარეზობის დიდი გამოცდილება აქვს. იგი სხვადასხვა დროს ისეთ გუნდებში თამაშობდა, როგორებიცაა: “ევერტონი”, “მანჩეტსერ სიტი”, “ვესტ ბრომვიჩი” და, ბოლოს, “ასტონ ვილა”.

“ვესტ ბრომვიჩი” მზადაა, შნეიდერლინში 18 მილიონი ფუნტი გადაიხადოს

Daily Telegraph-ის მიერ მოპოვებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი, მორგან შნეიდერლინი “ვესტ ბრომის” ხელმძღვანელთა ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

როგორც იცით, “ოლდ ტრაფორდზე” ჟოზე მოურინიოს გამოჩენის შემდეგ, ფრანგ ნახევარმცველს საკმარისი სათამაშო დრო აღარ ეძლევა. მან პრემიერ ლიგის წლევანდელ სეზონში მხოლოდ 11 წუთი ითამაშა, რაც მის გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა.

რამდენადაც იანვარში მისი “წითელი ეშმაკების” რიგებიდან გასვლა ძალზედ მოსალოდნელია, “ვესტ ბრომის” ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, ახლავე შეეთავაზებინებინათ 18 მილიონი ფუნტი მის სანაცვლოდ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მორგანს გარკვეული დროის მანძილზე მერსესაიდულ “ევერტონთანაც” აკავშირებდნენ.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ვესტ ბრომვიჩი” ზლატანის გოლებით დაამარცხა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მე-17 ტურის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მატჩს “ვესტ ბრომვიჩისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირება წარმოადგენდა (გამომდინარე სატურნირო მდგომარეობიდან).

აღნიშნული დაპირისპირება “მანჩესტერელთა” უპირატესობით დაიწყო და ასევე დასრულდა. მატჩის გმირად “წითელ ეშმაკთა” შვედი ლიდერი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოგვევლინა, რომელმაც დუბლის გაფორმება მოახერხა.

შედეგად, 17 ტურის შემდეგ “ოლდ ტრაფორდელებს” 30 ქულა დაუგროვდათ, რაც მხოლოდ მე-6 ადგილის დაკავებისათვისაა საჭირო, “ვესტ ბრომი” კი მე-7 პოზიციას იკავებს 23 ქულით.

პრემიერ ლიგის შემდეგ ტურში ტონი პულისის გუნდი “ემირეიტსს” ეწვევა, ჟოზეს გუნდი კი “სანდერლენდს” მიიღებს.


“ვესტ ბრომვიჩი”: ფოსტერი; ნიომი, ოლსონი, მაკკაული, დოუსონი (მორისონი 74′); იაკობი, ფლეტჩერი; ფილიპსი, შადლი, ბრანტი; რონდონი

მთავარი მწვრთნელი: ტონი პულისი

“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; ვალენსია, ჯონსი, როხო, დარმიანი; ანდერ ერერა, კერიკი, პოლ პოგბა; ლინგარდი (რეშფორდი 77′), იბრაჰიმოვიჩი, რუნი

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: იბრაჰიმოვიჩი 5′, 56′


ტონი პულისი: “კოშტას გოლი მშვენიერი იყო”

“ვესტ ბრომვიჩ ალბიონის” მთავარმა მწვრთნელმა, ტონი პულისმა დიეგო კოშტას მიერ გატანილ გოლს, რომელმაც “ჩელსის” 3 ქულა მოუტანა, ხოლო თავის კლუბს 1 ქულა დააკარგვინა, “მშვენიერი” უწოდა.

“ძალიან დასანანი გოლი გავუშვით, რადგანაც მჯერა, რომ გარეთს ამასთან გამკლავება შეეძლო. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამას მას ვაბრალებ.

ძალიან იმედგამაცრუებელია, როდესაც ერთ შეცდომას უშვებ და ამის გამო აგებ – კოშტამ მშვენიერი გოლი გაიტანა – მაგრამ, ჩვენ შეჩერებას არ ვაპირებთ.

ჩვენი გუნდი საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული. მხოლოდ ერთი შეცდომა დავუშვით, მათ კი ეს მაქსიმალურად გამოიყენეს – აი რას ნიშნავს განსხვავება კლასში.”