პერუში მიმდინარე პოლიტიკურ-სოციალურმა მოვლენებმა შესაძლოა, იტალიის ნაკრების სასარგებლოდ იმოქმედოს და “სკუადრა აძურამ” დიდი ტანჯვის შემდეგ, მაინც შეძლოს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება.
პერუელ მაღალჩინოსნებს მკაცრად აქვთ გადაწყვეტილი, რომ პოლიტიკოსებს პერუს ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში ჩარევის უფლება მიეცეს, რაც ფიფას რეგულაციებს ეწინააღმდეგება.
სამხრეთ ამერიკული ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემა, Libero ირწმუნება, რომ ამ მოვლენებმა შესაძლოა, პერუს მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთა გამოიწვიოს.
თუ პერუს მუნდიალზე თამაშის უფლებას არ მისცემენ, შესაძლოა, მისი ადგილი იტალიის, ჰონდურასის, საბერძნეთის, ირლანდიის, ან ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებმა დაიკავოს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პრინციპით შეირჩევა სამხრეთ ამერიკული ქვეყნის შემცვლელი.