ურუგვაელმა ფეხბურთელმა გასახდელისკენ მიმავალი მეტოქე სცემა (ვიდეო)

6 მაისს, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე, “ალ ნასრმა” საკუთარ მოედანზე “ლეხვია” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, როცა ორივე გუნდის ფეხბურთელები გასახდელში მიდიოდნენ, “ან ნასრის” ურუგვაელმა შემტევა ფაბიან ესტოიანოფმა მეტოქე სცემა.

ლუის სუარესმა შუა თამაშისას ტუალეტში წასვლა მოინდომა

10 ოქტომბერს, ურგვაისა და საუდის არაბეთის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ლუის სუარესმა მატჩის მიმდინარეობისას ტუალეტში წასვლა მოითხოვა და მან ეს მსაჯსაც უთხრა.

ლუის სუარესმა დისკვალიფიკაციის შემდეგ ურუგვაის ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)

10 ოქტომბერს, საუდის არაბეთისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ერთ-ერთი გოლი ლუის სუარესმა გაიტანა.

მინდორზე წაქცეულმა ფეხბურთელმა გოლი თავით გაიტანა

6 მაისს, აზიის ჩემპიონთა ლიგაში, “ალ იტიჰადსა” და “ალ შაბაბს” შორის გამართულ მატჩში, ფეხბურთელმა გოლი უცნაურ სიტუაციაში მყოფმა გაიტანა.

„ვიტესის“ ხელმძღვანელობა კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა

არნემის „ვიტესის“ ხელმძღვანელობა ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. საქმე იმაში გახლავთ, რომ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, სადაც ჰოლანდიური კლუბი შეკრებას გადის, „ვიტესის“ 25 წლის ებრაელი მცველი დინ მორი არ შეუშვეს. ამის მიუხედავად, კლუბმა სეზონის მეორე წრისთვის მოსამზადებელი ეტაპის ადგილმდებარეობის შეცვლა არ მოისურვა.

მორი იძულებული გახდა, ჰოლანდიაში დაბრუნებულიყო, სადაც ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. „ვიტესში“ აღნიშნეს, რომ არაბეთის გაერთიანებული საემიროების მთავრობამ ებრაელი ფეხბურთელის ქვეყანაში შესვლაზე თავდაპირველად სიტყვიერი თანხმობა კი განაცხადა, თუმცა მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შეცვლეს და მორი სახელმწიფო ტერიტორიაზე აღარ შეუშვეს.

ცნობისთვის, გუნდთან ერთად აბუ-დაბიში შეკრებას გადიან კლუბის ქართველი ფეხბურთელები: გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია.

ბექა დოგრაშვილი

უცნაური საქციელი: ფეხბურთელმა მეტოქეს გოლი ბურთის დაბრუნებისას გაუტანა

26 დეკემბერს, არაბთა გაერთიანებულ საამიროების ჩემპიონატში, “დუბაიმ” საკუთარ მოედანზე “ალ ვაჰდა” მიიღო და მეტოქესთან ფრედ, 1:1 ითამაშა.

აღნიშნულ შეხვედრაში საინტერესო რამ მოხდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ “ალ ვაჰდას” ფეხბურთელებს მეტოქისათვის ბურთი უნდა დაებრუნებინათ, თუმცა ამის მაგივრად, არგენტინელმა თავდამსხმელმა, ტაგლიაბუემ ბურთი კარებში მოათავსა.