მიუნხენის “ბაიერნის” მცველმა დავიდ ალაბამ შესაძლოა, კლუბი გამოიცვალოს.
ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება, რომ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მხარეებს შორის მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. ალაბას ძალების მოსინჯვა სხვა ჩემპიონატში სურს, თან ბავარიული კლუბისგან მაღალ ხელფასს ითხოვს. ავსტრიელი ფეხბურთელით ინტერესს ესპანური გრანდები იჩენენ – “ბარსელონა” და მადრიდის “რეალი”.
“ბაიერნსა” და დავიდ ალაბას შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის ივნისის ჩათვლით აქვს.