ყაზაიშვილის ცოლის ძმა დააპატიმრეს

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრებისა და ვარშავის “ლეგიას” მოთამაშის, ვალერი ყაზაიშვილის ცოლის ძმა, ნოდარ ნიშნიანიძე  დააკავეს. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარმა სამმართველომ ყაზაიშვილის მეუღლის ძმა იმიტომ დააპატიმრა, რომ მას სახლში იარაღი აღმოუჩნეს.

ახლობლები და თავად დაკავებული ბრალდებას უსაფუძვლოდ თვლიან.

ნოდარ ნიშნიანიძე და მისი მეუღლე დაპატიმრებამდე 1 დღით ადრე ავრცელებდნენ ვიდეოს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ მათ უთვალთავლებდნენ. ისინი ხვდებოდნენ, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. ზოგის აზრით, ნოდარს იარაღი ჩაუდეს და უსამართლოდ დაიჭირეს.

პრემიერ ლიგა: რომელმა გუნდმა რამდენი დახარჯა უსაფრთხოებისთვის გასულ სეზონში?

საინტერესო რიცხვებს გვთავაზობს BBC. გავლენიანი გამოცემა გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, გასულ სეზონში მოწინავე ინგლისურმა კლუბებმა რამდენი დახარჯეს იმისთვის, რომ მატჩების დროს უსაფრთხოება მაქსიმალურად უზრუნველყოთ.

აღმოჩნდა, რომ ამ სიაში 944 195 ფუნტით “მანჩესტერ სიტი” ლიდერობს. “ქალაქელებმა” სწორედ ამდენი გადაუხადეს პოლიციას უკვე ჩატარებულ სეზონში. მეორე ადგილზე ამავე ქალაქის გუნდი, “მანჩესტერ იუნაიტედია”. უსაფრთხოებისთვის მათი დახარჯული თანხა 925 126 ფუნტს შეადგენს.

ძალიან დიდი დაშორებაა ზემოთ ნახსენებ ორ გრანდსა და ერთად აღებულ ხუთ გუნდს შორის: “არსენალი”, “ჩელსი”, “კრისტალ პალასი”, “ტოტენჰემი” და “ვესთ ჰემი”. ამ კლუბებმა ერთად 178 047 ფუნტი დახარჯეს ნახსენებ საქმეში.

აქვე გეტყვით, რომ 2015/2016 წლების სეზონში ე.წ. “C კატეგორიის” (ანუ რომლებზეც უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებია) მატჩების რიცხვი სულ ექვსს შეადგენდა. ესენია: “ლივერპული” – “მანჩესტერი”, “ტოტენჰემი” – “არსენალი”, “ვესთ ჰემი” – “ტოტენჰემი”, “კრისტალ პალასი” – “ჩარლტონი” და “ლესტერი” – “ევერტონი”.

ვიდალს კიდევ ერთ ბრალდებას უყენებენ

არტურო ვიდალს კიდევ ერთხელ მოუწვს ჩილეს სასამართლოში მისვლა და პოლიციელთა წინაშე წარსდგომა.

16 ივნისს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი არტურო ვიდალი მანქანას მართავდა, ფერარით კი ავტოავარიაში მოყვა. ფეხბურთელს მართვის მოწმობა ოთხი თვით ჩამოერთვა.

ინფორმაციის თანახმად, ვიდალის პრობლემები აქ არ მთავრდება. რვა ივლისს, 28 წლის შემტევს კვლავ მოუწევს სასამართლოში, პოლიციელთა წინააღმდეგ თავის გამართლება. დაკავების დროს, არტურო ჩილეს პოლიციის სერჟანტს, ოსვალდო პესოას უყვიროდა.

პესოას წინააღმდეგ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, “იუვენტუსის” შუახაზელს 61 დღიანი პატიმრობა ემუქრება.

პიკე პოლიციელებს ეჩხუბა

ესპანეთის ეროვნული გუნდისა და “ბარსელონას” მცველ ჟერარ პიკეს კვირას ღამით, ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ მომხდარი შემთხვევის გამო პასუხისგება მოუწევს.

Vanguardia-ს ცნობით, ესპანელმა ფეხბურთელმა პოლიციელებთან იჩხუბა. წყაროს თანახმად, “ბარსელონას” მცველის ძმამ მარკ პიკემ პარკირების წესი დაარღვია, რის გამოც პოლიციამ იგი დააჯარმა. მას ფეხბურთელიც თან ახლდა, რომელიც ავტომობილიდან გადმოვიდა და პოლიციელებს უპატივცემულოდ მოექცა. წყაროს თანახმად, პიკე იმაზე ამახვილებდა ყურადღებას, რომ ცნობილი პიროვნებაა და ჯარიმის გადახდას ვერავინ აიძულებდა, პოლიციის თანამშრომლებს გათავისუფლებით დაემუქრა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. პიკეს ძმა ჯარიმის გადახდა აპირებდა, თუმცა ფეხბურთელმა მას ფული ხელიდან გამოგლიჯა, კუპიურები გადახია და პოლიცელებს ფეხებთან დაუყარა.

მოგვიანებით ჟერარ პიკემ მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

“ამ საქმეში ბევრი რამ გაზვიადებულია, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, არასწორად მოვიქეცი. მაპატიეთ. ასეთი რამ აღარ განმეორდება”.

Pique-1 Pique-2Pique-3Pique-4

სფფ-ის ოფიციალური განცხადება კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დიდი ხანია აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. წლის განმავლობაში, სფფ-მ ოფიციალური წერილით რამდენჯერმე მიმართა შსს-ს და სთხოვა უეფადან მიღებული ინფორმაციის გადამოწმება საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში საეჭვო მატჩებთან დაკავშირებით.

რამდენიმე კვირის წინ, შედგა შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებსა და შსს-ს ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელებს შორის, სადაც კიდევ ერთხელ დაისვა საკითხი ჩაწყობილი მატჩების გამოძიებასთან დაკავშირებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა საქმეში გასარკვევად ორ კვირიანი ვადა ითხოვეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს გაწეული სამუშაოსთვის და თანამშრომლობისთვის. გამოძიება გრძელდება და იმედი გვაქვს, ამ კორუფციულ გარიგებებში მონაწილე ყველა პირი და მხარე სათანადოდ აგებს პასუხს.

სფფ-ის პრესსამსახური

შსს-მ რვა მსაჯი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კომიტეტის ეროვნული კატეგორიის არბიტრები – 1977 წელს დაბადებული ოთარ ხ, 1979 წელს დაბადებული ირაკლი უ, 1972 წელს დაბადებული მამუკა უ, 1975 წელს დაბადებული თეიმურაზ ხ, ასევე, პირველი კატეგორიის არბიტრები – 1975 წელს დაბადებული ალექსანდრე გ, 1984 წელს დაბადებული ზვიად ა, ეროვნული კატეგორიის ასისტენტი – 1974 წელს დაბადებული ონისე მ. და „ფიფა“-ს არბიტრი, 1986 წელს დაბადებული თორნიკე გ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები 2500-დან 5000 აშშ დოლარამდე თანხის სანაცვლოდ წინასწარ ურიგდებოდნენ მოქალაქეებს მათი მსაჯობით ჩასატარებელ თამაშებში ფეხბურთელთა დასაჯარიმებელი ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობაზე, რასაც ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ. ამ სქემით ბრალდებულები აღნიშნულ მოქალაქეებს საშუალებას აძლევდნენ წინასწარ შეპირებული ჯარიმების რაოდენობის მიხედვით გაკეთებული ფსონით მოგება მიეღოთ.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიების ხელთ არსებული მონაცემებით, ანალოგიური სქემით მოქმედებენ სხვა მსაჯებიც, რომელთა მიმართ გამოძიება გრძელდება. გამოძიებას აწარმოებს შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო.