ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო არ გამორიცხავს სამწვრთნელო კარიერის მადრიდის “რეალში” გაგრძელების შესაძლებლობას და თვლის, რომ მომავალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
“ფეხბურთი სწორედ იქ მიმიყვანს, სადაც თავად მოინდომებს. ასე რომ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ხორხე გრიფა (არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი), რომელიც ჩემთვის მეორე მამასავითაა, მეუბნება, რომ სიმშვიდე შევინარჩუნო და მთლიანად ჩემს საქმეზე ვიყო კონცენტრირებული. მირჩევს, რომ უბრალოდ დაველოდო მოვლენების განვითარებას.
მნიშვნელობა არ აქვს ინგლისში თამაშობ, თუ ესპანეთში, ფეხბურთში რთული პერიოდები ყოველთვის არის და ასევე არის კარგიც. ასე რომ, ჩემთვის ყველაფერი მისაღებია,” – აცხადებს პოჩეტინო.