ჩინელები ამ სატრანსფერო ფანჯარაზე არ ჩერდებიან და ცდილობენ, ევროპიდან, რაც შეიძლება, მეტი ვარსკვლავი წაიყვანონ.
Gazzetta dello Sport-ი იტყობინება, რომ ჩინური გუნდის, “შანხაის” ერთ-ერთი მთავარი სამიზნე დორტმუნდის “ბორუსიას” ლიდერი, პიერ-მერიკ ობამეიანგია. აზიელები გაბონელში 150 მილიონ ევროს ჩამოდიან. ხოლო, ბუნდესლიგაში მოასპარეზე სპორტსმენს ხელფასის სახით კვირაში 800 000 ვეროს ჰპირდებიან.
ჯერჯერობით, უცნობია, რა აზრისაა ამ შემოთავაზებაზე თავად ობამეიანგი.
შეგახსენებთ, რომ გაბონელი გერმანიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას 16 გოლით ლიდერობს. მან ეს ყველაფერი 15 შეხვედრაში მოახერხა.