გიორგი ჭანტურია რუსეთის პრემიერლიგაში ბრუნდება

საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი გიორგი ჭანტურია რუსეთის პრემიერლიგაში ბრუნდება. ქართველი ფეხბურთელი კარიერას ეკატერინბურგის “ურალში” გააგრძელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჭანტურიამ რუსულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა.

რუსეთის პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში “ურალმა” 16-გუნდიან ჩემპიონატში მერვე ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭანტურია უკანასკნელად “დუისბურგის” ღირსებას იცავდა, რომელიც გერმანიის მეორე ბუნდესლიგიდან მესამე ლიგაში გავარდა.

ჭანტურიამ “დუისბურგს” მოაგებინა (ვიდეო)

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტური წარმატებული გამოდგა გიორგი ჭანტურიასთვის. “დუისბურგმა” საკუთარ მოედანზე “ლაიფციგი” მიიღო და ქართველი ფეხბურთელის გოლის წყალობით ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩის 75-ე წუთზე ჭანტურიამ სოლორეიდი გატანილი გოლით დააგვირგვინა და იმავე ეპიზოდში მაისურის გახდისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. ჩვენებურმა 78-ე წუთამდე ითამაშა.

გიორგი ჭანტურიამ მეორე ბუნდესლიგაში 23 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

“დუისბურგმა” გათამაშება მე-16 პოზიციაზე დაასრულა და მეორე ბუნდესლიგაში დასარჩენად პლეიოფს ითამაშებს.

 

გიორგი ჭანტურია: “შოტლანდიის ნაკრებმა გამარჯვება დაიმსახურა”

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მეორე მატჩი გლაზგოში გამართა, სადაც შოტლანდიის ნაკრებთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ჭანტურიამ, რომელმაც გუშინდელ შეხვედრაში მოედანზე ბოლო 10 წუთი დაჰყო.

“რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულნი ვართ, რომ აქედან ქულის გარეშე მივდივართ, თუმცა ეს ფეხბურთია, დღეს მეტოქემ გვაჯობა. მათ ეს გამარჯვება დაიმსახურეს. შემიძლია, მხოლოდ მივულოცო შოტლანდიელებს მოგება. მომდევნო შეხვედრა გამარჯვებით უნდა დავასრულოთ.

მეტოქეს ბევრი შანსი ჰქონდა და სამი ქულაც აიღო, ჩვენ კი უქულოდ დავრჩით. იმედგაცრუებულნი ვართ, თუმცა ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ. წინ შემდეგი მატჩია. შინ მომდევნო შეხვედრას პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩავატარებთ და კარგი იქნება, თუ გავიმარჯვებთ”, – აღნიშნა ჭანტურიამ.