იუპ ჰაინკესი: “ფეხბურთი რელსებიდან გადავიდა”

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი თანამედროვე ფეხბურთში არსებული ტენდენციებით უკმაყოფილოა.

“უბრალოდ გადახედეთ ბოლო სატრანსფერო ფანჯარას. ფეხბურთი რელსებიდან გადავიდა, საკუთარი სული დაკარგა. ფეხბურთი ბიზნესია. ყველაფერი სწრაფად, სწრაფად, სწრაფად უნდა გააკეთო, დღეს მოთმენის უნარი აღარავის შერჩა.

ასეთია დღეს არამხოლოდ ფეხბურთი, არამედ ზოგადად – ცხოვრება”, – აღნიშნა ჰაინკესმა გაზეთ “ველტისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“ბაიერნმა” ჰაინკესს იუბილე მიულოცა

მიუნხენის “ბაიერნმა” კლუბის ყოფილ მთავარ მწვრთნელ იუპ ჰაინკესს იუბილე მიულოცა. გერმანელ სპეციალისტს დღეს 70 წელი შეუსრულდა.

შეგახსენებთ, რომ ჰაინკესი ბავარიულ გუნდს 1987-დან 1991 და 2011-დან 2013 წლამდე თავკაცობდა. ამ ხნის განმავლობაში მან “ბაიერნთან” ერთად სამჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი (1988/98, 1989/90, 2012/13) და ქვეყნის სუპერთასი (1987, 1990, 2012). 2012/13 წლების სეზონში ჰაინკესმა ბავარიულ გუნდთან ერთად გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

Tweet Jupp Heynckes HB

წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებისთვის მებრძოლი სამი კანდიდატი

ფიფამ 2013 წლის საუკეთესო მწვრთნელის სტატუსის სამი კანდიდატი დაასახელა. ჯილდოს მოსაპოვებლად ერთმანეთს შეეცილებიან „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი თავკაცი ალექს ფერგიუსონი, მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი და დორტმუნდის „ბორუსიას“ ამჟამინდელი დამრიგებელი იურგენ კლოპი.

ეს ჯილდო 2010 წლიდან მოქმედებს და მისი მფლობელები არიან: ჟოზე მოურინიო (2010), ხოსეპ გვარდიოლა (2011) და ვისენტე დელ ბოსკე (2012).

გამარჯვებული ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და ჟურნალისტების გამოკითხვის მეშვეობით შეირჩევა.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს, ციურიხში გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი