დღეს მადრიდის “რეალმა” ლა ლიგა სანტანდერის 28-ე ტურში “ეიბარი” სტუმრად, კრიშტიანუ რონალდუს დუბლით, 2-1 დაამარცხა.
დაპირისპირების შემდეგ ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“რონალდუ სხვა გალაქტიკიდანაა. მან იცის, როგორ უნდა გაიტანო საჭირო მომენტში. ის უნიკალური და განსაკუთრებულია. პორტუგალიელის სტატისტიკა აჩვენებს, რას წარმოადგენს იგი. კრიშტიანუს შემართება ხაზგასასმელია. თუ ორს გაიტანს, უნდა მესამეც! ისკო და ბეილიც კარგად გაისარჯნენ, თუმცა ჰქონდათ ხარვეზები. ეს გასაკვირი არაა, რადგან ბურთს დიდ ხანს ვერ ვფლობდით და ეს ყველა მოთამაშეს დაეტყო. მათ იბრძოლეს და გაისარჯნენ, რაც დასაფასებელია. მოდრიჩს კარგი მატჩი ჰქონდა. ის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა,” – ამბობს “ზიზუ”.