ოფიციალურად: რონდო „ბოსტონიდან“ „დალასში“ გადავიდა

ბოლო დღეებში რაჟონ რონდოს „ბოსტონ სელტიკსიდან“ „დალას მავერიკსში“ გადასვლის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა.

„ბოსტონი“ თავისი უკვე ყოფილი ლიდერისა და ფორვარდ დუაიტ პაუელის სანაცვლოდ ბრენდან რაიტს, ჯეი კროუდერსა და ჯამირ ნელსონს მიიღებს, რის შესახებაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებსაიტი წერს.

გარდა ამისა, „სელტიკსი“ 2015 წლის დრაფტის პირველ რაუნდში შეუზღუდავ უფლებას მიიღებს. ბოსტონელები 2016 წლის დრაფტის მეორე პიკსაც მიიღებენ. ამასთანავე, კლუბს, ფულადი კომპენსაციის სახით, 12,9 მილიონი დოლარი გადაეცემა.

აღსანიშნავია, რომ NBA-ში თავისი რვაწლიანი კარიერის განმავლობაში რონდოს სხვა კლუბში არ უთამაშია. აქამდე იგი ერთადერთი ვარსკვლავი იყო, რომელიც „ბოსტონში“ ლიგის მოგების შემდეგ რჩებოდა.

დირკ ნოვიცკიმ დელავედოვა „გაანადგურა“

„დალას მავერიკსის“ ლიდერმა დირკ ნოვიცკიმ „კლივლენდ კავალიერსის“ უკანახაზელს მეთიუ დელავედოვას შანსი არ დაუტოვა