ინგლისის პრემიერლიგას 2016/17 წლების სეზონის შემდეგ სატიტულო სპონსორი აღარ ეყოლება. “მირორის” ცნობით, ბანკ Barclays-თან გაფორმებული კონტრაქტი ორი სეზონის შემდეგ ამოიწურება და ხელშეკრულების გახანგრძლივება არ იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ Barclay-ი პრემიერლიგას 2004 წლიდან სპონსორობს.
პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ ყველა კლუბი გააფრთხილა, რომ ახალი კომერციული სტრატეგია მათ მარკეტინგულ საქმიანობაზე გავლენას არ იქონიებს.