ბალაკი: “ოზილი ამ გუნდში უნდა გადავიდეს”

მესუთ ოზილს ლონდონის “არსენალთან” კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულზე ეწურება. “მეთოფე” ახალ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას არ ჩქარობს. რაც დრო გადის, იზრდება იმის შანსი, რომ გერმანელმა გამთამაშებელმა “არსენალი” დატოვოს.

ლეგენდარული ფეხბურთელი, მიხაელ ბალაკი მის თანამემამულეს ურჩევს, რომ მიუნხენის “ბაიერნში” გადავიდეს.

“მესუთი საოცარი ფეხბურთელია. მის კლასში ეჭვი არავის შეაქვს. მისით ძალიან ბევრი კლუბია დაინტერესებული.”

“თუ ოზილს უნდა, რომ მნიშვნელოვანი ტიტულები მოიგოს, “ბაიერნში” უნდა გადავიდეს. ეს მისთვს იდეალური ვარიანტია.”

“შესაძლოა, ბევრი ეჭვობდეს, რომ ბავარიელებმა 28 წლის ოზილში 50 მილიონი ევრო არ გადაიხადონ. თუმცა, თუ შენ გინდა შეინარჩუნო ფავორიტის სტატუსი ნებისმიერ ტურნირზე, უნდა მოიყვანო მსოფლიო კლასის ფეხბურთელები. შესაბამისად, დიდი ინვესტიციის ჩადებაც მოგიწევს,” – აცხადებს გერმანელი.

 

 

ბალაკი: “ბაიერნს” გამოცდილი “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ძალიან გაუჭირდება”

მიხაელ ბალაკი თვლის, რომ ბავარიული გრანდისთვის მადრიდის “ატლეტიკოს” ბარიერის გადალახვა ძალიან რთული იქნება.

“რთულია. ერთით-ნოლი არც ისე კარგი ანგარიშია, მათ გასვლაზე გოლი ვერ გაიტანეს. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა მათთვის ძალიან ძნელი იქნება.

“ბაიერნი” საკმარისად ძლიერია, რომ შინ ნებისმიერი კლუბი დაამარცხოს, მაგრამ უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ “ატლეტიკო” საკმაოდ ორგანიზებულია. ორი წლის წინ განცდილი მარცხით მათ ძალიან ბევრი რამ ისწავლეს.

რაც შეეხება გვარდიოლას, ის დიდებული სპეციალისტია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო, მან გერმანულ ფეხბურთს ბევრი რამ შემატა.”

2017 წელს ლეგენდების მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება

ESPN-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის იანვარში, მექსიკაში ლეგენდების პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება.

უკვე ცნობილია, რომ ტურნირში მონაწილეობას ზინედინ ზიდანი, პატრიკ კლუივერტი და მიხაელ ბალაკი მიიღებენ, სხვა ფეხბურთელების გვარები კი ცნობილი მალე გახდება. მოთამაშეების ასაკი 35-45 წლამდე უნდა იყოს.

ლეგენდების მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხი კონტინენტის გუნდები ითამაშებენ. გაიმართება 20 მატჩი, თითოეული კი 60 წუთს გაგრძელდება.

10 ფეხბურთელი და მათი ცნობილი ორეულები

დიეგო მილიტო – სილვესტერ სტალონე

ლუკა მოდრიჩი – დევიდ გუეტა

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – იან ტორპი

მარიო ბალოტელი – სამუელ ელ ჯექსონი

ჯოვანი დოს სანტოსი – ბრუნო მარსი

დიმიტარ ბერბატოვი – ენდი გარსია

რობინ ვან პერსი – ბენ აფლეკი

ანტონის ნიკოპოლოდისი – ჯორჯ კლუნი

მანიშე – ჯიმ ქერი

მიხაელ ბალაკი – მეტ დეიმონი

მიხაელ ბალაკმა “ჩელსის” ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

გერმანიის ეროვნული ნაკრების კაპიტან მიხაელ ბალაკს “ჩელსის” ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებიდან ხუთკაციანი გუნდის შექმნა სთხოვეს. ბალაკმა კი თავის რჩეულებს შორის დიდიე დროგბა, ჯონ ტერი, ფრენკ ლამპარდი, პეტრ ჩეხი და მიხაელ ბალაკი დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი ნახევარმცველი ლონდონურ კლუბში 2006 წლიდან 2010 წლის ჩათვლით თამაშობდა.

10 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთაც ჩემპიონთა ლიგა არასოდეს მოუგიათ

სპორტულმა პორტალმა talkSPORT-მა დაასახელა ათი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთაც ჩემპიონთა ლიგა არასოდეს მოუგიათ.

1. ჯანლუიჯი ბუფონი

Gianluigi+Buffon+Juventus+FC+v+AC+Milan+Serie+wTG1l-0-544l

2. ფაბიო კანავარო

CANNA

3. სოლ კემბელი

CORRECTING IDENTITY -- SOL CAMPBELL Arse

4. ლოთარ მათეუსი

PIXA-21072010-802

5. პატრიკ ვიეირა

9943987_football_361112c

6. მიხაელ ბალაკი

095521-michael-ballack

7. პაველ ნედვედი

nedved

8. დიეგო მარადონა

EPICDIEGO-MARADONA

9. რონალდო

real-madrid-ronaldo-de-lima-2668

10. რობერტო ბაჯო

BAG_00B_zps27fe5e84

11 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთაც ჩემპიონთა ლიგა არასოდეს მოუგიათ

სპორტულმა პორტალმა Squawka-მ იმ ფეხბურთელებისგან, რომელთაც ჩემპიონთა ლიგა არასოდეს მოუგიათ, სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

მეკარე – ჯანლუიჯი ბუფონი

11

მარჯვენა მცველი – ლილიან ტურამი

reu_034958

ცენტრალური მცველი – ფაბიო კანავარო

reu_172812

ცენტრალური მცველი – ლორან ბლანი

reua_463251

მარცხენა მცველი – ჯანლუკა ძამბროტა

1266275

ცენტრალური ნახევარმცველი – ლოთარ მათეუსი

1220722

ცენტრალური ნახევარმცველი – პატრიკ ვიეირა

0875046

ცენტრალური ნახევარმცველი – მიხაელ ბალაკი

2058587

შემტევი ნახევარმცველი – პაველ ნედვედი

reu_482382

თავდამსხმელი – ზლატან იბრაჰიმოვიჩი

reu_2173289

თავდამსხმელი – რონალდო

reu_111755

TOP 10: ფეხბურთელები, რომლებიც პენალტებს ყველაზე კარგად ასრულებენ

გთავაზობთ ათეულს, რომელშიც პენალტების საუკეთესო შემსრულებლებია შესული.

10. ანდრეა პირლო

9. რონალდინიო

8. მიხაელ ბალაკი

7. ალესანდრო დელ პიერო

6. სტივენ ჯერარდი

5. კრიშტიანო რონალდუ

4. ზინედინ ზიდანი

3. ფრენკ ლამპარდი

2. მეტიუ ლე ტისიე

1. ალან შირერი

იღბლიანი 13

უკანასკნელი წელიწადი საკმაოდ მდიდარი იყო მოვლენებით, ბევრი საინტერესო ფაქტიც მოხდა. მოგრამ ყველაზე მეტად ის 13-ით დაგვამახსოვრდა.

წლების მანძილზე 13 გარკვეულ მისტიკურ ელფერს ატარებს და უიღბლობის სიმბოლოდაც იქცა ნებისმიერ სფეროში მოღვაწე ადამიანებისათვის. ამ საკითხში ფეხბურთიც არ არის გამონაკლისი. ცრურწმენები აქ დიდი ხანია გაბატონებულია. ბევრი მოთამაშისათვის მაისურზე დატანილი ნომრის არჩევა კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია. ზოგს ეშინია 13-ის, ზოგი კი მას მთელს თავის წარმატებას უკავშირებს.

გთავაზობთ რამოდენიმე საინტერესო ფაქტს, რომლებიც 13-ს უკავშირდება.

 

ისტორიული ექსკურსი

ფეხბურთელებისათვის ნომრების მინიჭება, ისევე როგორც თვითონ ფეხბურთის იდეა რა თქმა უნდა ინგლისელებს მოუვიდათ თავში. თუმცა, ნუმერაციის დანეგრვა მხოლოდ მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მოხდა. ლონდონის “არსენალის” მწვრთნელმა ჰერბერტ ჩეპმენმა, რომელიც გამორჩეული ნოვატორი იყო, 1928 წლის 25 აგვისტოს ინგლისის ჩემპიონატის ერთ-ერთი შეხვედრაში საკუთარი ფეხბურთელები დანომრილი მაისურებით გამოიყვანა მოედანზე. ეს ექსპერიმენტი ერთჯერად ხასიათს ატარებდა და მხოლოდ 5 წლის შემდეგ გაგრძელდა. 1933 წლის ინგლისის თასის ფინალში “ევერტონსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის ორივე გუნდის ფეხბურთელები დანომრილი მაისურით წარდგნენ გულშემატკივართა წინაშე. ლივერპულელებს 1-დან 11-მდე ეცვათ, ხოლო “სიტის” ფეხბურთელებს 12-დან 22-მდე.

ნუმერაცია ინგლისში სავალდებულო 1939 წლიდან გახდა.

“მეთორმეტე მოთამაშე” მეცამეტე ნომრით

ყველა იცის, რომ გულშემატკივარს ხშირად მეთორმეტე მოთამშეს ეძახიან. თუმცა, არსებობს საინტერესო ვარაუდი, რომ ეს ტერმინი ევროპაში ამერიკიდან შემოვიდა. 1922 წელს ერთ-ერთი ამერიკული ფეხბურთის გუნდის მწვრთნელი ტრავმების ეპიდემიის გამო კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდა, მას გუნდის დასაკომპლექტებლად მოთამშე არ ჰყოფნიდა. სპეციალისტი არ დაიბნა და გუნდის შემადგენლობაში დარჩენილი ვაკანტური ადგილი გულშემატკივარს დაუთმო. ტრიბუნებიდან ვინმე ჯონ ბაიბლი ჩამოვიდა, რომელმაც საბოლოო ჯამში გუნდს გამარჯვება მოუტანა. მას “მეოთერმეტე მოთამაშე” შეარქვეს. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გახდა ეს ტერმინი აქტუალური გულშემატკივართან მიმართებაში.

თუმცა, რამოდენიმე ევროპული გუნდის გულშემატკივრები საკუთარ თავს მეცამეტე ნომრით აღნიშნავენ. როგორც ჩანს ბერძნული “პანაითინაიკოსის” და ინგლისური “რედიგნისა” და “ნორვიჩის” ფანებს ცრურწმენების არ სჯერათ.

ცამეტით ზურგზე

მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელთა უმრავლესობა 13-ს თავს არიდებს, არიან ისეთებიც, ვისაც ამ რიცხვის მისტიკური დატვირთვის ნაკლებად სჯერა.

ამის ნათელი მაგალითი გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი მიხაელ ბალაკია. შესანიშნავი ფეხბურთელი და ნამდვილი ლიდერი, რომელსაც ყოველთვის მცირე ნაბიჯი აკლდებოდა დიდი წარმატების მისაღწევათ. ბალაკი ორჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი (ვერცხლი 2002, ბრინჯაო 2006). ასევე გერმანელს 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული.

კიდევ ერთი გამორჩეული 13 ნომერი, “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ნახევარმცველი პარკ ჯი სუნია. საერთო ჯამში “ეშმაკებთან” ერთად მან 11 ტიტულის მოპოვება შესძლო. მათ შორის 2008 წლის ჩემპიონთა ლიგა და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი. გახდა პირველი აზიელი, ვისაც ოდესმე მანჩესტერული კლუბისთვის უკაპიტნია.
აღსანიშნავია, რომ კორეასა, იაპონიაშ და ჩინეთში 13 ბედნიერ რიცხვად ითვლება.

“ოქროს ბუცის” მფლობელი, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე – თომას მიულერი. ახალგაზრდა გერმანელს 13 ნომრიანი მაისურა მიხაელ ბალაკისგან ერგო. აღსანიშნავია, რომ მიულერი 13 სექტემბერს არის დაბადებული. მაგრამ ეს მას ხელს არანაირად არ უშლის წარმატებულ საფეხბურთო კარიერაში.

კიდევ ერთი “13-ნომრიანი” გერმანელი – ლეგენდარული გერდ მიულერი. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთსო ბომბარდირის საყვარელი რიცხვი 13 იყო.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი. “სკუადრა აძურას” განუმეორებელი მცველი ალსეანდრო ნესტაც ღირსეულად ატარებდა საყვარელ 13 ნომერს. ბევრი მის ხშირ ტრავმებს სწორედ არჩეულ სათამაშო ნომერს უკავშირებდა, მაგრამ ნესტას არასდროს არ გასჩენია მისი შეცვლის სურვილი.

ცამეტ რიცხვში დაბადებულები

ბუნებრივია, რომ საფეხბურთო სამყაროში უამრავი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელიც 13-ში დაიბადა. მათ შორის არიან: რენატ დასაევი, ალან შირერი, ფაბიო კანავარო, კარლეს პუიოლი, პიერლუიჯი კოლინა.

კამათი ამ თემასთან დაკავშირებით დაუსრულებლად შეიძლება. როგორც ყოველთვის, ორივე მხარეს უამრავი არგუმენტი ექნება თავისი სიმართლის დასამტკიცებლად. თუმცა, ერთი ცხადია. ფეხბურთში ისტორია ნომერი კი არა, არამედ ნომრის მფლობელი ქმნის.