„ნიუ-იორკ ნიქსმა“, შესაძლოა, ბაინემი დაიმატოს

ESPN.com-ის ვარაუდით, „ნიუ-იორკ ნიქსის“ პრეზიდენტმა ფილ ჯექსონმა, შესაძლოა, კლუბში ცენტრი ენდრიუ ბაინემი მოიყვანოს, რომელსაც ჯერ კიდევ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ ავარჯიებდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველ თებერვალს ბაინემი თავისუფალი აგენტის სტატუსით „ინდიანა პეისერსში“ გადაბარგდა, თუმცა გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისმა საშუალო მონაგარმა 11,5 ქულა და 9,5 მოხსნა შეადგინა.

სეზონის დასრულების შემდეგ ცენტრი კვლავ თავისუფალი აგენტი გახდება.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბაინემი ინდიანაში ითამაშებს

ცენტრი ენდრიუ ბაინემი „ინდიანა პეისერსის“ შემადგენლობას შეუერთდა, რის შესახებაც ESPN.com-ი იუწყება. ცნობილია, რომ „პორტლენდ ტრეილ ბლიზერსთან“ მატჩის წინ მოთამაშემ გუნდის დილის ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა.

როგორც გაირკვა, მხარეებს კონტრაქტი ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ გაუფორმებიათ.

სავარაუდოდ, ბაინემის დებიუტო „პეისერსის“ მაისურით თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში შედგება.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბაინემი, დისკვალიფიკაციის მიუხედავად, ხელფასს მაინც მიიღებს

„კლივლენდ კავალიერსის“ ხელმძღვანელები ცენტრ ენდრიუ ბაინემს ხელფასს გადაუხდიან, თუმცა, მოთამაშე არც თანაგუნდელებთან ივარჯიშებს და არც მატჩებში მიიღებს მონაწილეობას, რის შესახებაც ESPN.com-ი წერს.

შეგახსენებთ, რომ შაბათს, „ბოსტონ სელტიკთან“ მატჩის წინ, კლუბმა ბაინემს გაურკვეველი პერიოდით თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიში აუკრძალა, რისი მიზეზიც ენდრიუს აგრესიული ქცევა გახდა. კონტრაქტის მიხედვით, აღნიშნული მატჩისთვის 26 წლის მოთამაშეს 111 ათასი დოლარი უნდა მიეღო.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბაინემი „კლიპერსში“ გადავა?

იმ შემთხვევაში, თუ ცენტრი ენდრიუ ბაინემი „კლივლენდ კავალიერსს“ დატოვებს, მასთან კონტრაქტი, შესაძლოა, „ლოს-ანჯელს კლიპერსის“ ხელმძღვანელებმა გააფორმონ.

შეგახსენებთ, რომ „კავალიერსის“ მენეჯერებმა უცნობი პერიოდით 26 წლის მოთამაშეს გუნდთან ერთად ვარჯიშიც კი აუკრძალეს. დიდი ალბათობით, მხარეები კონტრაქტს შვიდ იანვრამდე გაწყვიტავენ, როდესაც მოთამაშეს ხელფასის სახით 6 მილიონი დოლარი გარანტირებული ექნება.

ალექსანდრე მატევოსოვი