რიო 2016: რომელ ადგილზე გადაინაცვლა საქართველომ მედლების ჩათვლაში?

დღევანდელი დღე საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ქართველმა ფალავანმა, გენო პეტრიაშვილმა ჩვენი ქვეყნის მედლების ყულაბა ბრინჯაოთი გაამდიდრა.

ზემოთ აღნიშნული ფაქტის შემდეგ საქართველომ რიოს ოლიმპიადის მედლების საერთი ჩათვლაში 36-ე ადგილზე გადაინაცვლა.

cats

მოურინიომ ვერცხლის მედალი ტრიბუნაზე გადააგდო (ვიდეო)

ინგლისის სუპერთასის შეხვედრა, რომელიც “უემბლიზე” ლონდონის “არსენალსა” და “ჩელსის” შორის გაიმართა, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის კინკილა გოლის წყალობით “მეთოფეებმა” ანგარიშით 1:0 მოიგეს. მატჩის შემდეგ “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ვერცხლის მედლის თავისთან დატოვება არ ისურვა და ტრიბუნაზე მყოფ ბიჭუნას გადაუგდო.

მატჩის შემდეგ პორტუგალიელმა სპეციალისტმა განმარტა, რომ გადამწყვეტ შეხვედრაში დამარცხებულისთვის განკუთვნილ მედლებს არ ინახავს.

“ეს მედალი დამარცხებულისთვისაა განკუთვნილი. იმ ბიჭისთვის დასამახსოვრებელი მომენტი იქნება.
“ჩელსიმ” უკეთესად ითამაშა, ინიციატივა ჩვენგან მოდიოდა, ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით. ეს სეზონის ის პერიოდია, როცა ყველა ენერგიაგამოცლილია.
“არსენალი” თავს ათი კაცით იცავდა. კარგად იყვნენ ორგანიზებულნი. ასე რომ, ვულოცავ გამარჯვებას”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს “დეილი მეილი”.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დასრულდა — საბოლოო შედეგები

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015” დასრულებულია. საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე რუსეთის დელეგაცია გავიდა, რომლის აქტივშიც 17 ოქროს, 9 ვერცხლის და 11 ბრინჯაოს მედალია.

საქართველოს დელეგაცია მეათე ადგილზე გავიდა, მოიპოვა 4 ოქროს და 6 ბრინჯაოს მედალი. საქართველოს ოქროს მედლები ძიუდოისტებმა მოუპოვეს: რობინზონ ბეგლარიშვილი (60 კგ), მზია ბებოშვილი (52 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ონისე სანებლიძე (90 კგ);

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: თემურ ნოზაძე (55 კგ), ზურაბ კახნიაშვილი (50 კგ), ნატალია ყიფშიძე (48 კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ), გელა ზაალიშვილი (+90 კგ), ერთი ბრინჯაოს მედალი კი საქართველოს ტანმოვარჯიშე დიმიტრი გოვოროვმა შესძინა.

 

აქვე გთავაზობთ ზედა ოცეულს:

Tbilisi 2015 medals

რონალდუს სამშობლოში ძეგლი დაუდგეს

მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს სამშობლოში ძეგლი დაუდგეს.

პორტუგალიელი ფეხბურთელის ქანდაკება მის მშობლიურ ქალაქ ფუნშალში აღიმართა. ძეგლის სიმაღლე 2,4 მეტრია.

თავად რონალდუს “რეგიონის წინაშე ღირსეული სამსახურისთვის” მედალი გადასცეს.

“ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება. ემოციებს ვერ გამოვხატავ. ეს მოტივაციას ამიმაღლებს და განვითარების საშუალებას მომცემს. დღევანდელი დღე ჩემთვის განსაკუთრებულია”, – განაცხადა რონალდუმ.

Cristiano Ronaldo - statue